imedi /  19 ოქტომბერი 2021, 16:35 / სანდო წყარო

„ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ განხილვა „საქართველო და თანამედროვე გლობალური ეკონომიკა“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ განხილვა „საქართველო და თანამედროვე გლობალური ეკონომიკა“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გლობალური ეკონომიკის ტრენდების განვითარების მიმოხილვა და საქართველოს როლის განსაზღვრა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სისტემაში.

ღონისძიებას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა. ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ეკონომიკური დიზაინის ორ ძირითად ფაქტორზე, მზარდ რეგიონალიზაციასა და ინდუსტრიული, სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის ერთგვარ კონვერგენციაზე.

„გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვი თანაბარწილად მიბმულია, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ პროცესებზე. დღეს ჩვენ გლობალიზაციასა და „ეკონომიკურ ნაციონალიზმს“ შორის ახალი ბალანსის ძიებაში ვართ. ვფიქრობ, როგორც გლობალური, ასევე ქართული ეკონომიკის გადმოსახედიდან სამი ამოცანა იკვეთება: პირველი, იმ შესაძლებლობების გამოყენებაა, რასაც გლობალიზაცია გვთავაზობს, თუმცა ამავე დროს, ლეგიტიმური ეროვნული ეკონომიკის თავდაცვისათვის შესაძლებლობებისა და საშუალებების გამომუშავება, ისე რომ არცერთი ეროვნული სისტემა არ უნდა გადაიზარდოს, „გადაცურდეს“ პროტექციონიზმში,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

„ჯეოქეისის“ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, დავით აფციაურმა, დეტალურად მიმოიხილა საქართველოში განვითარებული ეკონომიკური პროცესები, წარმატებული საერთაშორისო პროექტები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.

„თანამედროვე სამყაროში პრიორიტეტულ ამოცანად ცხადია რჩება საერთაშორისო კონსოლიდირება გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის, რაც ბევრ ფაქტორზე, პირველ რიგში კი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნებაზე და რესურსებზეა დამოკიდებული. დღეს, არა მხოლოდ პანდემიის კრიზისის გამოწვევებიდან გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც თანამშრომლობის მულტილატერალური მიდგომები თავის მნიშვნელობას არ კარგავს, თუმცა შესუსტდა და მეტად იკვეთება ბილატერალური რეგიონული თანამშრომლობის ფორმები,“-განაცხადა დავით აფციაურმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ დისკუსიაში მონაწილეობისას მიმოიხილა პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზე და აუდიტორიას ტერმინ „ფსევდოგლობალიზაციის განმარტება“ შესთავაზა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.

„პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, ფუნდამენტურად შეუძლებელია მისი გადალახვა იზოლირების პირობებში. მსოფლიოს მარტივი ლოგიკა კარნახობს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია გლობალურად კოორდინირებული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა. თუ ცალკეული სახელმწიფოების ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის დასრულებისას, მაშინ ფუნდამენტურად შეუძლებელია პანდემიის დაძლევა ამ სახელმწიფოების კოორდინირებული მოქმედების გარეშე. COVID-19-ის პანდემიის ფონზე კი, ეჭვგარეშეა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობას, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურად იტანჯება. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „დე-გლობალიზაციის“ პროცესი დროებითი ხასიათისაა; ე.ი. არსებობს „ფსევდო დე-გლობალიზაცია“. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ყველა ქვეყანამ არსებული ვითარება გამოიყენოს გლობალიზაციის ახალი რაუნდისთვის უკეთ მოსამზადებლად; ე.ი. რაც უფრო მალე მოემზადება საქართველო, რომ განახლებულ გლობალიზაციაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, მით უფრო მოკლე დროში იქნება ის წარმატებული“, -განაცხადა ლადო პაპავამ.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა გლობალიზაციის შესახებ ევროპული ხედვები და ევროკავშირის ეკონომიკური მოდელები მიმოიხილა. მან ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ხიდი თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებს შორის. თუ როგორ შექმნას საქართველომ საწარმოო ჯაჭვი, დააინტერესოს მეზობელი ქვეყნები, რომ ითანამშრომლონ ქართულ საწარმოებთან და საქართველოში წარმოებული პროდუქციით შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე.

„სანამ მსოფლიო არ არის სრულად უსაფრთხო, სანამ ჩინეთი, რუსეთი და სხვა არალიბერალური ქვეყნები ცდილობენ, საკუთარი წესრიგის წინწამოწევასა და ამით საფრთხეს უქმნიან მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას, ევროკავშირი ცდილობს ყველა წამყვან სფეროში ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადოებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან ჯერჯერობით შეუძლებელია იმ რეგიონებში წარმოების გადატანა, სადაც ავტორიტარული მმართველობაა. ვფიქრობ, გლობალიზაციის ჩვეული მიდგომა პანდემიის შემდგომ დროებით შეიზღუდება. ევროკავშირის მიერ შემუშავებული 2019-2024 წწ. დღისწესრიგი ერგება პოსტპანდემიურ სამყაროს და პრიორიტეტულია ეკონომიკის მდგრადი განვითარების პოლიტიკა, მათ შორის, ხდება „კლიმატნეიტრალური“, ციფრული ეკონომიკის განვითარება“, -განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

დისკუსიისას მონაწილეებმა, საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით გლობალური ეკონომიკის მთავარი გამოწვევებისა და ამ თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება მრავალმხრივ გაანალიზეს. იხილეთ ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 11:51

საზოგადოება

ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე თითქმის სრული მენიუთი იკვებება და ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს

ექიმები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. მკურნალი ექიმის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

28 ნოემბერი 2021, 11:41

საზოგადოება

ოზურგეთში, ბუნებრივი აირით მოწამლული ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან სამი ქალი და ერთი ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. ხოლო მცირეწლოვნი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დავით ჯანაშია

28 ნოემბერი 2021, 11:41

რეგიონი

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი ამ დროისთვის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 ნოემბერი 2021, 11:19

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება ტრანსპორტშიც დაინერგოს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დადებითად აფასებს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სივრცეში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავალდებულო ხდება, თუმცა, მისივე შეფასებით, საჭიროა, ანალოგიური ვალდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც ამოქმედდეს.

28 ნოემბერი 2021, 11:09

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ნოემბერი 2021, 11:01

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

„ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ნოემბერი 2021, 11:00

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 545 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 545-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 152 380 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:59

COVID19

საქართველოში 1649 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1649 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 363 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1649 პირი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 122, იმერეთში - 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.

28 ნოემბერი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1333 თბილისში, 617 იმერეთში, 302 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთი გამოვლინდა.

28 ნოემბერი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-ს შეადგენს

27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღეში - 8.98%, ხოლო 7 დღეში - 8.94%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3333 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5052 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:30

მსოფლიო

აშშ-ში, ფასდაკლებების დღეს, ათობით ადამიანმა ტექნიკის მაღაზიები გაძარცვა

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ე.წ. შავ პარასკევს ტექნიკის მაღაზია Best Buy გაძარცვეს. CNN-ის ინფორმაციით, შენობაში, სულ მცირე, 30 ადამიანი შეიპარა. მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ და არც არავინ დაშავებულა.

28 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ქვემო ქართლში, 13 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2021, 09:59

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 261 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 261 066 272 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 195 232 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 48 202 463 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 776 536 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 ნოემბერი 2021, 09:46

კულტურა

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

28 ნოემბერი 2021, 09:40

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა.

28 ნოემბერი 2021, 09:22

მსოფლიო

სერბეთში, გარემოსდამცველებმა ხიდები და გზები გადაკეტეს

სერბეთის დედაქალაქსა და სხვა მრავალ ქალაქში ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხიდები და გზები ერთი საათით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ახალ კანონს, რომელიც ითვალისწინებს რეფერენდუმის ბარიერის დაწევას და კერძო საკუთრების დაჩქარებულ ექსპროპრიაციას, თუკი ეს საჯარო ინტერესად იქნება მიჩნეული.

28 ნოემბერი 2021, 08:56

საზოგადოება

ოზურგეთში 4 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშიცაა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით 4 ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან 3 ქალი და 1 ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო მცირეწლოვნი ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

28 ნოემბერი 2021, 08:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ბრიტანეთი სამოგზაურო წესებს ამკაცრებს და პირბადის ტარებას კვლავ სავალდებულოს ხდის

მომდევნო კვირიდან, ინგლისში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელებაა.