IMEDI /  28 ოქტომბერი 2021, 12:42 / სანდო წყარო

საქართველოს პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებმა მოისმინეს

ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო სამიტი „Future of Tourism“ დღეს ოფიციალურად დასრულდა.

საერთაშორისო სამიტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენდნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სამიტის ფარგლებში მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილმა სფეროს წარმომადგენლებს „განახლებული რეგიონების“ პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ნომერი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი არის დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ესპანეთში, სადაც საქართველო მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ტურიზმის სამიტზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო სხვა დელეგატებისთვის საქართველოს წარმატებული პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტზე, რაც შეეხება სამუშაო ადგილების სწრაფ აღდგენას და ახალი სამუშაო ადგილების ხელშეწყობას, ტურიზმის ინდუსტრიაში განათლების ხელშეწყობას და ამავდროულად ჩვენ ვისარგებლეთ შესაძლებლობით და ესპანეთში ყოფნით და გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები მადრიდთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები იყო არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც სრულიად შეიცვალა პოტენციური ტურისტის ქცევა, როგორ მოვახდინოთ ტურისტულად წამყვანმა ქვეყნებმა ახალი ტურისტული პროდუქტის ფორმირება და ქვეყნისთვის შეთავაზება, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლების კომპონენტზე, ახალი სამუშაო ძალის შექმნაზე, ასევე კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის ფორმირებაზე“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

ესპანეთში მიმდინარე სამიტში „Future of Tourism World Summit“ მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი - ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 15:25

რეგიონი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:14

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰესენის მხარის სოციალურ საკითხთა მინისტრი კაი კლოზე ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:05

მსოფლიო

ბრიტანეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა - არის მსხვერპლი

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალმა „არვენმა“ ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი ადამიანი, რომელიც მასწავლებელი იყო, ანტრიმში, მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ხემ მოიყოლა კიდევ ერთი კაცი კამბრიაში. ისიც დაიღუპა.

27 ნოემბერი 2021, 14:44

სამართალი

ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა - შესაძლოა, საიტები Google-მაც შეზღუდოს

სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა. მოსალოდნელია, რომ მეკობრულ საიტებს Google-ის საძიებო სისტემაც შეზღუდავს.

27 ნოემბერი 2021, 14:25

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ენტონი ბლინკენის განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არის მოქმედებების დაწყების სიგნალი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებს გამოეხმაურა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2021, 14:15

COVID19

თამარ გაბუნია: ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ - ეს შტამი კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზია, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბრაიან ადამსი

27 ნოემბერი 2021, 14:01

COVID19

ბრაიან ადამსს კორონავირუსი ერთ თვეში მეორედ დაუდგინდა

კანადელ მუსიკოსსა და შემსრულებელს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. როგორც ხელოვანი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვირუსი იტალიაში, მილანის აეროპორტში აღმოაჩნდა.

ფრანკ ულრიხ მონტგომერი

27 ნოემბერი 2021, 13:34

COVID19

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 13:26

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ დარემში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიცაა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირებას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ასხლეტილი ტყვია მოხვდა და სამიზნე ის არ ყოფილა.

27 ნოემბერი 2021, 12:58

მსოფლიო

თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ანიმაციურ ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. მედიის ინფორმაციით, ინსპექტორებმა უკვე შეამოწმეს რამდენიმე ბაღი და იქ, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.

27 ნოემბერი 2021, 12:33

COVID19

ფარმაცევტული გიგანტები „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

ფარმაცევტული გიგანტები კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ირაკლი ჭიჭინაძე და ფრენკ აბელი

27 ნოემბერი 2021, 12:32

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა.

27 ნოემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს

მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება. ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

27 ნოემბერი 2021, 12:20

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.

ივანე ჩხაიძე

27 ნოემბერი 2021, 12:13

COVID19

ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე - „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა - „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

27 ნოემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

მექსიკაში ავარიას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მექსიკაში, სან ხოსე ელ გუარდაში ავტობუსი სახლს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20-მდე მგზავრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მგზავრები სალოცავისკენ მიემართებოდნენ, სამუხრუჯე სისტემის პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, ოფიციალურად, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 11:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 11:40

საზოგადოება

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრესტურის შემდეგ კი, ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.

27 ნოემბერი 2021, 11:24

მსოფლიო

რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, სოლომონის კუნძულებზე დამწვარი ცხედრები იპოვეს

სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში სამი ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს. რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ეს მსხვერპლის არსებობის პირველი დადასტურებაა. დანახშრებული ცხედრები ჩაინათაუნის დასახლებაში იპოვეს, რომელიც მაროდიორებისა და მომიტინგეების სამიზნე იყო. პოლიციის ცნობით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ.