imedi /  12 ნოემბერი 2021, 21:04 / სანდო წყარო

დავით თვალაბეიშვილი: ჩვენი სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში კახეთის რეგიონში მდებარე პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. საბავშვო ბაღის შენობა ევროკავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში შეკეთდა. სადემონსტრაციო პროექტის პრეზენტაციის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი. ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს“ დირექტორი გიორგი აბულაშვილი.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა პროექტი, რომლის განხორციელებისას გამოყენებული იქნა ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ენერგიის დაზოგვის ინოვაციური მიდგომები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სადემონსტრაციო პროექტის კიდევ ერთ შემადგენელზე - შენობისას გათბობისთვის გამოყენებული იქნას სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები. „ჯამურად, ამ ღონისძიებათა შედეგად, დაიზოგება 180,000 კვტ.სთ. ელექტროენერგია შენობის დენით მომარაგებაში. საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა ადასტურებს იმას, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში შესაძლებელია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ იყალთოს საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად თბება ენერგიის განახლებადი წყაროს, კერძოდ, წალმის (ვაზის ნასხლავის) გამოყენებით, რომელიც კახეთში უხვად მოიპოვება. სათბობად ბიომასის გამოყენება ამცირებს როგორც სათბურის გაზების გამოფრქვევას, ასევე ხარჯებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა შენობის თბოიზოლაციას, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის, ქსელთან მიერთებული მზის მიკრო ელექტროსადგურისა და ენერგოეფექტური ფანჯრების მონტაჟს, აგრეთვე არსებული ნათურების LED სანათებით ჩანაცვლებას. ჯამში, ენერგოხარჯები 60%-ით შემცირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა ორი ტრაქტორი, ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა, რითაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 11:01

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში 1674 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1674 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 361 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1674 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 121, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 38, იმერეთში - 35.

30 ნოემბერი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 821 თბილისში, 865 იმერეთში, 482 კი შიდა ქართლში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.

30 ნოემბერი 2021, 10:50

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 603 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 603-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 170 057 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 845 643 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 788 201, გარდაიცვალა 12 054 პაციენტი.

30 ნოემბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,38%-ს შეადგენს

29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,38%, ბოლო 14 დღეში - 8,96%, ხოლო 7 დღეში - 8,95%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 845 643 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 788 201, გარდაიცვალა 12 054 პაციენტი.

სანდრა მეისონი

30 ნოემბერი 2021, 10:45

მსოფლიო

ბარბადოსი დედოფალ ელისაბედის მმართველობიდან გამოვიდა და ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა

მსოფლიოს კიდევ ერთი რესპუბლიკა შეემატა - ბარბადოსის დედაქალაქში, ბრიჯთაუნში გაიმართა ცერემონია, რის შემდეგაც, სახელმწიფოს მეთაური დიდი ბრიტანეთის დედოფალი აღარაა და ის უკვე რესპუბლიკა გახდა

30 ნოემბერი 2021, 10:33

საზოგადოება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება. რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროგრამა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:32

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 80 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 80 ოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2021, 10:31

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 050 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4214 პაციენტი.

თენგიზ ცერცვაძე

30 ნოემბერი 2021, 10:19

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც ახალი შტამის მიმართ ეფექტიანი იქნება

„დღეს არსებული ვაქცინების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ვერ დაიცვან ადამიანი ან ნაკლებად დაიცვას ახალი შტამისგან, რამეთუ ისინი მოქმედებენ ვირუსის იმ სეგმენტზე, რომელმაც მუტაცია განიცადა. კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი უკვე მუშაობენ ვაქცინის მოდერნიზაციაზე, „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ ისიც განაცხადა, რომ 100 დღეში მზად ექნებათ ახალი ვაქცინა, რომელიც იმუშავებს ახალ შტამის მიმართ, მაგრამ 100 დღე ხომ დიდი დროა, ვერ დაველოდებით სანამ ვაქცინის ახალ მოდიფიკაციას არ შექმნის კომპანია. მედიკამენტი იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ის უკვე მზად არის და ელოდება ნებართვას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

30 ნოემბერი 2021, 10:16

რეგიონი

საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის და ფოთის ხიდის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

ნუნუ მიცკევიჩი

30 ნოემბერი 2021, 09:50

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა 2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

30 ნოემბერი 2021, 09:36

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვახტანგ მახარობლიშვილი

30 ნოემბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

30 ნოემბერი 2021, 08:44

ტექნოლოგიები

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტზე მას Twitter-ის ტექნიკური დირექტორი, პარაგ აგრავალი შეცვლის. დორსის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს, შემდეგ კი კომპანიას საბოლოოდ დატოვებს.

30 ნოემბერი 2021, 08:26

პოლიტიკა

დღეს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

ლიონელ მესი

30 ნოემბერი 2021, 08:17

სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

ლიზ ტრასი იაირ ლაპიდი

30 ნოემბერი 2021, 01:39

მსოფლიო

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ და სანქციები არ გააუქმონ ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.