imedi /  15 ნოემბერი 2021, 12:17 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და მაღალი ზრდის პირობებში, პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა - 2021 წლის ოქტომბრის ექსპორტი 2019 წლის ოქტომბრის ექსპორტს 28.6%-ით აღემატება

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და მაღალი ზრდის პირობებში, პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა 2021 წლის ოქტომბერში, რაც წლის დასაწყისიდან იანვარ-ოქტომბრის საშუალო წლიურ დინამიკაზეც შესაბამისად აისახა. 2021 წლის ოქტომბერში გასულ, კრიზისულ წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ოქტომბერში ანუ პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი. 2021 წლის ოქტომბრის ექსპორტი 2019 წლის ოქტომბრის ექსპორტს 28.6%-ით აღემატება, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემს თავის სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ექსპორტის ზრდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელში აისახა. ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 1,315.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მონაცემებს 26.2% ით აჭარბებს.

„ექსპორტის ზრდის დინამიკა, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ასევე მაღალი ზრდით ხასიათდება. ექსპორტი 24.9 პროცენტით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით და 3,392.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ამასთან, 11.0%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემსაც. ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ 11.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.0%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 5.3% ით მეტია, ეს დინამიკა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ 2020 წელს ექსპორტი 12.0 პროცენტიანი შემცირების ფონზე, რეალურს ხდის წლის ბოლოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის პროგნოზს,“ - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.
„შარშანდელი ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, ასე მოკლე პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ასეთი პოლიტიკური რყევები და ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟირების დღის წესრიგი, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება პერმანენტული მიტინგების და უკვე შიმშილობების დღის წესრიგით, არა თუ რეგიონის, არამედ ევროპის არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, გაცილებით მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა ქვეყანაში და შესაბამისად, ეკონომიკის კიდევ უფრო მაღალ ზრდასთან ერთად, დასაქმების უკეთესი მაჩვენებელი გვექნებოდა, რასაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბოლო ანგარიშიც ადასტურებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითად რისკებს სწორედ გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობა ქმნის, ვაქცინაციის დაბალ ტემპებთან ერთად,“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2021, 12:08

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო: გრანტი კიდევ საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გადაეცემა

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.

04 დეკემბერი 2021, 12:03

სამართალი

დააკავეს კაცი, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების აქციაზე პოლიციელს თავის არეში დროშის ტარით ფიზიკური დაზიანება მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1974 წელს დაბადებული კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

04 დეკემბერი 2021, 11:51

COVID19

რუსთავში კოვიდვაქცინით სამიზნე კონტინგენტის 50%-მდე ორი დოზითაა აცრილი

რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლში მცხოვრები ბენეფიციარების ტრანსპორტირებას ვაქცინაციის ცენტრამდე, მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს. მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებთა 50%-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა. კლინიკა ,,რუსთავში“ მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს, გაეცნო რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი.

04 დეკემბერი 2021, 11:46

ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტო: კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

04 დეკემბერი 2021, 11:36

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 11 889 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 889-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 224 629 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

04 დეკემბერი 2021, 11:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,25%-ია

4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,25%, ბოლო 14 დღეში - 8,66%, ხოლო 7 დღეში - 8,33%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

ივანე ჩხაიძე

04 დეკემბერი 2021, 11:28

COVID19

ივანე ჩხაიძე „ომიკრონზე“: ეს არის ის მუტაცია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე

ეს არის ის მუტაცია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე: გავრცელების, მიმდინარეობის სიმძიმისა და ვაქცინების მიმართ გარკვეული მდგრადობის გამო, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას კორონა ვირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე საუბრისას განუცხადა.

04 დეკემბერი 2021, 11:26

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

04 დეკემბერი 2021, 11:25

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3950 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2014 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12298 პაციენტი.

04 დეკემბერი 2021, 11:04

საზოგადოება

საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

04 დეკემბერი 2021, 11:02

საზოგადოება

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

04 დეკემბერი 2021, 10:29

სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. ამ კითხვით „ქრონიკამ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, თუმცა, ვერც ერთისგან პასუხი ვერ მიიღო.

04 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

04 დეკემბერი 2021, 10:17

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

„ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებითა და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეებისა და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

04 დეკემბერი 2021, 10:03

თავდაცვა

DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

04 დეკემბერი 2021, 09:29

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.

04 დეკემბერი 2021, 09:20

COVID19

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

04 დეკემბერი 2021, 08:53

COVID19

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

04 დეკემბერი 2021, 08:24

მსოფლიო

Reuters: „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს

მომდევნო კვირაში, „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2021, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.