30 ნოემბერი 2021, 16:42 / სანდო წყარო

საქართველომ ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმს GeoIGF 2021-ს უმასპინძლა

30 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 იმართება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით ტარდება.

ფორუმი 2-დღიანია და ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. ღონისძიება 10 თემატურ სესიას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა; ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა; გაეროს გლობალური ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე და მსოფლიო კიბერსფეროს სტაბილურობის კომისიის კომისიონერი ანრიეტ ესტერიუსენი, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯეინ კოფინი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი.

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ღონისძიებამ უმასპინძლა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ინტერნეტ მმართველობის ფორუმსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობას საქართველოს ინტერნეტ მმართველობის დიალოგში, რამდენადაც იგი წარმოადგენს ინტერნეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს. ამ მიზნით, მხარეები, ინტერნეტის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობა და ღიაობა. ამასთან, მემორანდუმი გულისხმობს კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად. „ამ მხრივ, ჩვენი სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიებსა და პროგრამებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა, ასევე ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ქვეყნის საერთაშორისო ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნეს, მესამე სექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მთელი ქვეყნის დაინტერესებული წრეების პოზიციათა დაახლოება და ერთობლივი მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელეკომ ბაზრის გახსნილობა, ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა და დარგის ტექნოლოგიური განვითარება აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხელმისაწვდომი და ადეკვატური მომსახურებები და გაიზარდოს ციფრული სერვისებიდან მიღებული ბენეფიტები. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო მეტად ციფრული ხდება, მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო კავშირი კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალურ ბაზარზე არაერთი საინტერესო პერსპექტივა არსებობს. თანამედროვე ტელეკომში სულ უფრო მეტ გლობალურ პროექტებს და ინიციატივებს ეყრება საფუძველი, შესაბამისად ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარება ქმნის უპრეცედენტოდ დიდ შესაძლებლობებს ინოვაციებისთვის, რაც თავის მხრივ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო ციფრული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების უზრუნველყოფაში, თუმცა ასევე დიდია სფეროს მოთამაშეების პასუხისმგებლობაც. ქვეყანაში დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად აუცილებელია სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ინოვაციური და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნების მისაღწევად არსებითი წინაპირობაა სექტორის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბარიერები უნდა მოიხსნას. უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ინოვაციური, ციფრული ბიზნეს მოდელების სტიმულირებით. ასეთი მიდგომით საქართველოში რეგულირების არსებული მოდელი სამაგალითო უნდა გახდეს“, - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას განცხადებით, ევროპის საბჭო სიამოვნებით უჭერს მხარს დაინტერესებულ მხარეთა მრავალმხრივ დიალოგს, რაც, ინტერნეტის სფეროში, დემოკრატიული გზით გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ჩვენ მივესალმებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას და ვიწვევთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს გახდეს ფორუმის წევრი და გამოიყენოს აღნიშნული პლატფორმა ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების გამოსახატავად.

GeoIGF 2021-ზე წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორის როლი ამ პროცესში; ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).

ფორუმმა, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 200-მდე მონაწილე ესწრება, უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ. ფორუმი თავს უყრის აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს. ფორუმი უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

ყველა სიახლე

გზები თოვლი ტრაქტორი

26 იანვარი 2022, 09:32

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

26 იანვარი 2022, 09:22

პოლიტიკა

დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე დღეს იმსჯელებენ

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ახალ პროექტს მოამზადებენ ქართველი პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ერთობლივ საბოლოო ტექსტზე პოზიციების შესაჯერებლად შეხვედრას დღეს გამართავენ.

26 იანვარი 2022, 09:10

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი

„მოვისმინე ჩემი თანაპარტიელების სხვადასხვა მოსაზრება და იყო ძალიან გულწრფელი და ღია მსჯელობა. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო საჭიროებს დაკონკრეტებასა და სხვადასხვა დეტალის გარკვევას. ხუთშაბათს გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას იმის შესახებ თუ როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

26 იანვარი 2022, 08:49

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მეტროსადგურ „ისანში“ შშმ მოზარდის მიმართ პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეების“ წევრები იყვნენ. მათ მშვიდობიანი აქცია შშმ პირებთან ერთად გამართეს და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორებმა ისნის მეტროსადგურში პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს. შეკრებილებმა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომა დაგმეს და სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანს სოლიდარობა გამოუცხადეს.

26 იანვარი 2022, 08:28

სამართალი

შშმ მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და გულგრილობის გამო დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს წაუყენებენ

სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეტროში მეგობრებთან ერთად იყო, როცა სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

26 იანვარი 2022, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

შალვა პაპუაშვილი

26 იანვარი 2022, 08:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

დღესვე, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის 30 წევრი ქვეყნის მუდმივმოქმედი ელჩები დაესწრებიან.

26 იანვარი 2022, 01:54

COVID19

ევროკავშირის საბჭომ პანდემიის პირობებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით განახლებული რეკომენდაცია მიიღო

ევროკავშირის საბჭომ კოორდინირებული მიდგომის შესახებ რეკომენდაცია მიიღო, რათა პანდემიის დროს უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას ხელი შეუწყოს.

ჟოზეფ ბორელი

26 იანვარი 2022, 01:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა - რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა

რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

26 იანვარი 2022, 00:47

სპორტი

ავსტრალიაში, დიდ ბარიერულ რიფზე ჩოგბურთის მოტივტივე კორტი განათავსეს🎾

Australian Open-ის დასრულების შემდეგ კორტს დაშლიან და მისგან რიფის მიმდებარედ ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში სპორტული მოედნის საფარს დაამზადებენ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ. „ამერიკის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სოკოს კუბო

26 იანვარი 2022, 00:25

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში ადამიანების სოკოსგან დამზადებულ კუბოებში დაკრძალვა დაიწყეს🍄

კუბოს შექმნის ტექნოლოგია ხავსის მოკრეფას, სოკოდან მიცელიუმის მიღებასა და მიღებულ მასაში მერქნის ნაფოტების დამატებას ითვალისწინებს. მასა 7 დღეში მყარდება, დასველების შემდეგ კი კვლავ აქტიურდება. ჰენდრიქსის თქმით, ეს მასალა სრულფასოვანი ორგანიზმია. კუბო ხავსით არის მოფენილი, რომელშიც ნიადაგში მობინადრე არსებებია ჩასმული, რაც გახრწნის პროცესს კიდე უფრო აჩქარებს. ასეთ კუბოში მოთავსებული ცხედარი 2-3 წელიწადში გაიხრწნება, კუბო კი 30-45 დღეში. შედეგად, მიწაში მოხვედრილი ნაწილაკები ნიადაგს გაამდიდრებს.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:09

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ელტონ ჯონი

25 იანვარი 2022, 23:59

COVID19

ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მომღერალი Instagram-ზე წერს. „კორონავირუსით დავინფიცირდი, ამიტომ დალასში დაგეგმილი ჩემი კონცერტები გადაიდება. შოუს გადატანა ყოველთვის დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ საკუთარ თავსა და ჩემს გუნდზე უნდა ვიზრუნო“, - წერს ელტონ ჯონი.

ჯენ ფსაკი

25 იანვარი 2022, 23:34

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში ჯარების გაგზავნის განზრახვა, ინტერესი ან სურვილი არ აქვს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნას არ აპირებს, ხოლო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერება ნატოს ეგიდის ქვეშ უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი

25 იანვარი 2022, 23:13

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2022, 22:39

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკრაინიდან დიპლომატების ნაწილის გაყვანა საერთოდ არ ნიშნავს გარდაუვალ ესკალაციას, ეს დიპლომატიური თამაშების ნაწილია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

25 იანვარი 2022, 22:34

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს

ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

25 იანვარი 2022, 22:10

COVID19

ნორვეგიამ ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა

ნორვეგიამ ქვეყანაში შემსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი ვაშაძე

25 იანვარი 2022, 21:45

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ყოველ კვირას იმის გამოცხადებას, რომ „ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება, ხალხში ძალა არ აქვს

პრობლემა შეიძლება ოპოზიციაშიც იყოს - ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება და ხელისუფლება შეიცვლება, ხალხში არანაირი ძალა არ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.