06 დეკემბერი 2021, 09:51 / სანდო წყარო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სამარცხვინო იყო ჟურნალისტის პირად მოსაზრებებსა და ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე აგებული სიუჟეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების შეფასებით, სიუჟეტი ხაზგასმით წარმოაჩენდა ტელეკომპანიის მიკერძოებულ პოლიტიკურ ინტერესს, არასრულად მოპოვებული ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, არაპროფესიონალიზმსა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას.

„სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტმა ისარგებლა არა გადამოწმებული ფაქტებით, არამედ - საკუთარი შეხედულებებით. არც მას და არც პროდუსერს არ უცდიათ ინფორმაციის გადამოწმება, ან დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც სულ სხვა რეალობას აჩვენებდა სიუჟეტის ავტორსა და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს. აგრეთვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ტელეკომპანიის მაყურებელს, რომელმაც მიუკერძოებული ჟურნალისტური ნამუშევრის ნაცვლად მიიღო დეზინფორმაცია და სიყალბე.

სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შეეძლოთ მოემართათ სამინისტროსთვის და მიიღებდნენ დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, მაგალითად, იმავე „ვინოტელში,“ რომელიც სიუჟეტში ჩვენი სამინისტროს „განცხრომის“ ადგილად არის წარმოჩენილი და, მეტი დამაჯერებლობისთვის, კადრში ერთ-ერთი სადილის ინვოისიც გვაჩვენეს, დოკუმენტში მითითებულ თარიღში ეკონომიკის სამინისტრომ უმასპინძლა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და მის თანმხლებ 15-კაციან დელეგაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ვინოტელში,“ 2021 წლის განმავლობაში, ასევე ვუმასპინძლეთ იაპონიის, იტალიის, ამერიკის, თურქეთის, ყაზახეთის, ინდოეთის, სომხეთის, უკრაინის სხვადასხვა დელეგაციებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტებით იმყოფებოდნენ.

კიდევ ერთი ობიექტი, სადაც, ჟურნალისტის შეფასებით, „ეკონომიკის სამინისტრო ათი ათასობით ლარს ხარჯავს ჭამა-სმაში,“ რესტორანი „სირაჯხანა“ აღმოჩნდა, რომელიც შპს „მუზეუმს“ ეკუთვნის. კადრში ჩანს 2021 წლის 21 აპრილით დათარიღებული ინვოისი და წარმოდგენილია ჟურნალისტის შეფასებაც, რომ „ეკონომიკის სამინისტრომ სუფრა თავისთვის გაიშალა.“ რეალურად, 2021 წლის 21 აპრილს, ამ რესტორანში გაიმართა საქმიანი სადილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, სიუჟეტში ნათქვამი იყო აშკარა ტყუილი, რომ რესტორანში, 2019 წლის მერე არც ერთი დელეგაცია თვალით არ უნახავთ.

სიუჟეტში ასევე ნახსენები იყო რესტორანი „მარანი,“ სადაც, 2021 წლის 13 მაისს, ეკონომიკის სამინისტრომ სადილი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის, ტრასეკას გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში თბილისში მყოფი სტუმრების გასამასპინძლებლად შეუკვეთა.

აღარ გავყვებით დეტალურად სიუჟეტში ჩამოთვლილ სხვა ბრალდებებს, არც იმ რესტორნების ხარჯებს, რომელთა ჩამონათვალიც რამდენჯერმე მეორდება კადრებში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ხარჯი არის კანონიერი, ხოლო მათი ამსახველი დოკუმენტაცია თუ მიზნობრიობა ხელმისაწვდომი და კონტროლირებადია. ჩვენი განცხადების მიზანია წარმოვაჩინოთ ის ტენდენციურობა, ტყუილი და ცილისწამება, რომელსაც, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად იყენებს ხოლმე აღნიშნული ტელეკომპანია ხელისუფლების სხვადასხვა უწყების წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამარცხვინო იყო ჟურნალისტის პირად მოსაზრებებსა და ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე აგებული, საზოგადოებაზე მანიპულაციისთვის შექმნილი მესიჯებით აწყობილი სიუჟეტი, რომლის მიზანი ძალიან კარგად არის გასაგები ჩვენთვისაც და დარწმუნებულები ვართ, მაყურებლისთვისაც“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ყველა სიახლე

კრისტინა აგილერა

22 იანვარი 2022, 00:58

კულტურა

კრისტინა აგილერამ პირველი ესპანურენოვანი ალბომი გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ ესპანურენოვანი მინიალბომი La Fuerza გამოუშვა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, ალბომი 6 სიმღერისგან შედგება.

ჯენ ფსაკი

22 იანვარი 2022, 00:50

მსოფლიო

აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს

რუსეთის შესაძლო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

22 იანვარი 2022, 00:46

კულტურა

Netflix-ის კონტენტის დირექტორმა დაადასტურა, რომ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება

კომპანია Netflix-მა დაადასტურა, რომ სამხრეთკორეულ სერიალ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:29

მსოფლიო

პაკისტანში ქალს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

პაკისტანის ქალაქ რავალპინდის სასამართლომ 26 წლის ქალს, ანიკა ატიკს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:01

ტექნოლოგიები

ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს

კომპანია Space Entertainment Enterprise (S.E.E.), რომელიც ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს, აცხადებს, რომ ორბიტაზე საკუთარ კინოსტუდიას ააშენებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ალუდა ღუდუშაური

21 იანვარი 2022, 23:39

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: გახარიას რომელი აქტივობა ნახეთ ბოლოს, გარდა იმისა როცა ტელეფონით უთხრა მისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქორწინების აქტისთვის უნდა მოეწერათ ხელი

„ხელის გულზეა, როგორ პოლიტიკურ ქორწინებაშია „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია - მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გახარია და გახარიასაც სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობით“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 იანვარი 2022, 23:30

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს

სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მისი თქმით, „ომიკრონის“ უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება.

21 იანვარი 2022, 23:24

COVID19

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა გამოავლინეს

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაცია „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობის გამოვლენის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 23:04

რეგიონი

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ადგილზე მობილიზებული იყო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები. მეხანძრე - მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მარიამ ქვრივიშვილი

21 იანვარი 2022, 22:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვან ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა

საერთაშორისო სამთო მოგზაურები, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ. ეს პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

გიორგი ვაშაძე

21 იანვარი 2022, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ

კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. შეთანხმების კუთხით, „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მატეუშ მორავეცკი

21 იანვარი 2022, 21:42

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ.

ანატოლი ბიბილოვი

21 იანვარი 2022, 21:12

პოლიტიკა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, ერთსა და იმავე ადამიანს „პრეზიდენტის“ თანამდებობის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორი ვადის განმავლობაში შეუძლია.

ავთანდილ ვარსიმაშვილი

21 იანვარი 2022, 21:00

კულტურა

ავთანდილ ვარსიმაშვილი: არასოდეს, თეატრის სფეროში არ ყოფილა ამდენი დახმარება, შანსი, როგორც არის ახლა

​„ის, რასაც ახლა მინისტრი, თეა წულუკიანი აკეთებს, ვფიქრობ, ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რეჟისორმა.

21 იანვარი 2022, 20:42

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს.

ბაჩო ახალაია

21 იანვარი 2022, 20:29

სამართალი

ბაჩო ახალაია საპატიმროს 1-ელ მარტს დატოვებს

ბაჩო ახალაიას ანგარიშზე არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია, მათ შორის პატიმრების წამება, ასევე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის რეზონანსულ საქმეში. უკვე დაანონსა, რომ ციხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს.

ლუი ანდერსონი

21 იანვარი 2022, 20:24

კულტურა

ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

გია აბაშიძე

21 იანვარი 2022, 20:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე აქტიური პოლიტიკოსი გახდა

სამწუხაროა თავად გახარიასთვის, რომ ის „ლელოს“ გზას გაუყვა, რომელიც ამბობდა, რომ იყო ალტერნატიული ძალა, მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდა „ნაცების“ ფლანგზე, იგივე გააკეთა გახარიამ, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დავით ქართველიშვილი

21 იანვარი 2022, 20:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა. ასე აფასებს ქართველიშვილი წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობას.

სტელა კირიაკიდესი

21 იანვარი 2022, 19:57

COVID19

ევროკომისარი: თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის

თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.