imedi /  30 აგვისტო 2017, 01:17 / სანდო წყარო

2017 წელს მსოფლიო ვაჭრობა 2,4%-ით გაიზრდება

მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციის შტაბბინა,
ჟენევა

ამის შესახებ პროგნოზს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორი აკეთებს. თუმცა, რობერტუ აზევედუს თქმით, მიმდინარე წელი ზედიზედ მეექვსე წელი იქნება, როდესაც ვაჭრობის ზრდა 3%-ზე ნაკლები იქნება.

"2016 წელს, მსოფლიო ვაჭრობის ზრდამ დაახლოებით 1,3% შეადგინა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2017 წელს ვითარება უკეთესია, ჩვენ გაუმჯობესებას ველით - 2,4%-ით", - განაცხადა საერთაშორისო გამოფენაზე SIAVS 2017.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკონომიკური პრობლემები პოლიტიკურ გამოწვევებსაც დაუკავშირა. მისი თქმით, ზოგიერთ რეგიონში ყალიბდება ანტიგლობალისტური განწყობები. "ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ გლობალური ეკონომიკიდან, ვაჭრობიდან და ტექნოლოგიებიდან სარგებელს მხოლოდ მდიდრები იღებენ. ასეთი ტენდენცია უფრო მკაფიოდ ჩანს განვითარებულ ქვეყნებში", - აღნიშნა მან.

საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი 137-ე წევრი 2000 წლის 14 ივნისს გახდა.

კომენტარები ()