imedi /  28 ივნისი 2022, 11:33 / სანდო წყარო

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველოში ლაშქრობის გლობალური პროექტი „HIGHLANDER“ გაიმართება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმზე მომუშავე შიდა და შემომყვან ტურისტულ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრაზე სალაშქრო პროექტ „HIGHLANDER სვანეთი, საქართველოს“ გაეცნენ.

„HIGHLANDER Adventure” გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. პროექტი წელს პირველად საქართველოში, სვანეთში მოეწყობა. ლაშქრობა 25-27 აგვისტოს ბეჩოდან უშგულამდე გაიმართება. ღონისძიებაში ასობით ადგილობრივი და უცხოელი მოლაშქრე მიიღებს მონაწილეობას.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მხარს უჭერს HIGHLANDER GEORGIA-ს გამართვას. მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება საქართველოში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრებს, რომ გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ, გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები, როგორც ლაშქრობის ასევე სხვადასხვა სათავგადასავლო მიმართულებებით. ეს ტურისტული კომპანიებისთვის დამატებითი საშუალებაა, უფრო მრავალფეროვანი გახადონ თავიანთი პროდუქტები და შესთავაზონ ტურისტულ ბაზარს“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ყოლბაიამ.

HIGHLANDER-ის მიზანია საზოგადოებაში ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში დღეს შევხვდით სათავგადასავლო ტურიზმის კომპანიებს, გავაცანით პროექტის დეტალები, დიდი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესდებიან თანამშრომლობით, რაც შეიძლება მეტ უცხოელ ტურისტს მიაწვდიან ინფორმაციას და 25-27 აგვისტოს ძალიან ბევრი უცხოელი მოლაშქრე გვეყოლება სვანეთში“,-აცხადებს HIGHLANDER GEORGIA-ს მენეჯერი თევდორე მაყაშვილი.

„HIGHLANDER GEORGIA” ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბს ბანკი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შან-ლენდი“ (დაფუძნებული ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში). სოციალური მედია პარტნიორია „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“.

ყველა სიახლე

ვიქტორ ყიფიანი

18 აგვისტო 2022, 14:20

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: საუბრები, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთა შორის სიბრტყეში გადავიტანოთ „კრედიტ სუისთან“ დავა, არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები

„რა თქმა უნდა, უფლება გვაქს შეფასება მივცეთ კონკრეტულ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან უცნაურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არაერთი შეფასება მიგვიცია შვეიცარიის პროკურატურის მიკერძოებულ მოქმედებაზე - ეს არის ჩვენი უფლება, როგორც მომჩივანის, რომ შეფასება მივცეთ. მაგრამ რამდენად ქმნის ეს შეფასება საფუძველს საჯარო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირებისთვის? ვთვლი, რომ აქ ორგანული კავშირიარ იკვეთება“, - აცხადებს ყიფიანი.

დავით მათიკაშვილი

18 აგვისტო 2022, 14:19

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ISFED-ზე: ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა რაღაცნაირად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა რაღაცნაირად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ასე გამოეხმაურა ის იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს.

ნიკა სიმონიშვილი

18 აგვისტო 2022, 14:15

პოლიტიკა

საია-ს თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა დატოვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ლევან იოსელიანი

18 აგვისტო 2022, 14:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩემთვის მთავარია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნო პერიოდის გაუმჯობესება, რადგან მთავარი პრობლემები მაინც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება

ჩემთვის მთავარია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნო პერიოდის გაუმჯობესება, რადგან მთავარი პრობლემები მაინც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

გივი მიქანაძე

18 აგვისტო 2022, 14:00

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე

დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის საქმიანობას. ეს არის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვასთან დაკავშირებული ჯგუფის პირველი სხდომა. ამ ჯგუფის მიზანია, რაც პირდაპირ გაწერილია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებში, რომ მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიას რეკომენდაციების საფუძველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

18 აგვისტო 2022, 13:49

პოლიტიკა

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

„გვქონდა კითხვები ევროკავშირის პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

18 აგვისტო 2022, 13:47

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.

გია აბაშიძე

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: „ლიბერალმა“ ფაშისტებმა ნამდვილ ფაშისტებსაც გადაასწრეს. ისინი შვილებს ეხებოდნენ და შემდეგ თაობაზე აღარ ვრცელდებოდა მათი ტერორი

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-სტატუსს ეხმიანება, სადაც ჩერგოლეიშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის გაკეთებულ განცხადებას კელი დეგნანის მიმართ, კრიტიკულად აფასებს.

ცესკო

18 აგვისტო 2022, 13:31

პოლიტიკა

არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცესკო 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 აგვისტო 2022, 13:26

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოზურგეთში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ქალაქ ოზურგეთში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 13:26

რეგიონი

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი ფიქსირდება

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. სწრაფი ტემპით ხდება რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემით აჭარაში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები უსწრებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოლოდინებს და პროგნოზებს.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 12:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” განხორციელდეს კეთილსინდისიერად და 2025 წლისთვის ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კახა კალაძე

18 აგვისტო 2022, 12:37

საზოგადოება

კახა კალაძე: გიორგი ანწუხელიძე - ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის

არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან - სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

18 აგვისტო 2022, 12:27

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის მერ ანტონის კამბურაკისს შეხვდნენ.

18 აგვისტო 2022, 12:19

რეგიონი

ოთარ შამუგიამ ოზურგეთში სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.

გია გაბრიჭიძე

18 აგვისტო 2022, 12:10

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძეს: ხალხს არ აინტერესებს "მასობრივი პროტესტი", თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე. თორემ, შენი "კამუფლაჟისა და ავტომატის" ყველა ნაოჭი რუსმა ჯარისკაცებმა სულ ზეპირად იციან

როცა ხედავ, რომ ხალხი კონცერტებზე, რესტორნებში, პლაჟზე დადის ხომ უნდა მიხვდე, რომ სულ შენზე ჰკიდიათ "მასობრივი პროტესტი და შენობების აღება"? იცი, როგორ არ იცი, მაგრამ ბოღმა ხარ და თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას.

18 აგვისტო 2022, 12:08

სამართალი

ყოფილ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რიში სუნაკი
ლიზ ტრასი

18 აგვისტო 2022, 12:07

მსოფლიო

Sky News-ის გამოკითხვით, ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ბრიტანეთის პრემიერი გახდება

ტელეკომპანია Sky News-ის მიერ „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტიის ლიდერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 12:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ძველ ბათუმში განხორციელდება მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ძველ ბათუმს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და არ გაიზრდება კოეფიციენტი. „გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში. მინდა ვთხოვო ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, რომ პირველი სექტემბრიდან მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტლების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერსახე, რომელიც არ გვხვდება. 12 მეტრიანი შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა აქამდე, რჩება ძალაში და ძველ ბათუმთან მიმართებით კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

18 აგვისტო 2022, 12:03

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მისი დანაყოფები პოლარიზაციის დასრულებას შენობებში შევარდნით და იქიდან ხალხის წიხლებით გამოყრით აპირებენ

„ამ რადიკალებს და რევოლუციონერებს რომ ჰკითხოთ პროდასავლურები არიან, ხალხის ნება და კანონის უზენაესობა მათთვის უმთავრესი პრინციპი და ღირებულებაა, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, ქაოსს და არეულობას აანონსებენ! არასდროს მოხდება საქართველოში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმი, ომისა და ღალატის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ვერასდროს! „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“ - წერს ბოჟაძე facebook-ზე.