03 აგვისტო 2022, 12:10 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 3 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია. ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალია და 11.5 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების - თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით - ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.

ინფლაციის უფრო სწრაფად შემცირებას მზარდი ერთობლივი მოთხოვნა აფერხებს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მაღალ მოხმარებას შეაქვს. ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც ბოლო თვეებში ფულადი გადმორიცხვების რეკორდული დონე, აღდგენილი ტურიზმი და მაღალი დაკრედიტებაა. წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი.

მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს.

მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 14 სექტემბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2022, 20:02

რეგიონი

6 ოქტომბერს სემეკი ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შემცირებაზე „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმას განიხილავს

6 ოქტომბერს, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალის“ მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმას.

05 ოქტომბერი 2022, 20:01

პოლიტიკა

აბაშის მერია: ბაღის ატრაქციონებთან დაკავშირებით ალექსანდრე მოწერელია ტყუის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებით პასუხობს მაჟორიტარ დეპუტატს, ალექსანდრე მოწერელიას და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

05 ოქტომბერი 2022, 19:59

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდადებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდადებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 19:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობს რაღაც ძალა და ინტერესი, რომელიც იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა

არსებობს მართლაც რაღაც ძალა და ინტერესი, რომელიც იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა, აქციების ფასი მცირდება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს განცხადების კომენტირებისას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი პარადოქსი არის ის, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ბანკი იყენებს არდაბრუნების, თუ დროის გაწელვის ერთ-ერთ არგუმენტად.

05 ოქტომბერი 2022, 19:53

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ ქალაქებისა და საბინაო საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ოლივიე კლაინმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

05 ოქტომბერი 2022, 19:30

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას

სატელეფონო საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

05 ოქტომბერი 2022, 19:26

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დომაგოი ჰაიდუკოვიჩთან შეხვედრა გამართა.

სერგეი გაიდაი

05 ოქტომბერი 2022, 19:15

მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 19:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

მე გუშინ ვთქვი და კიდევ განვაცხადებ, რომ არანაირი თეორიული საფრთხე უმრავლესობას არ ემუქრება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

05 ოქტომბერი 2022, 19:04

მსოფლიო

ბორელი: უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ გულუხვობის საკითხი არ არის - ის, რაც იქ გადაწყდება, ჩვენი მომავალიც იქნება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც უდავოდ სახიფათო ფაზაა.

05 ოქტომბერი 2022, 19:00

ეკონომიკა

დაზღვევის კულტურის ამაღლების მიზნით, ორგანიზაცია – „ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის“ შეიქმნა

დაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ცნობადობის გაზრდა, მისი მნიშვნელობისა და სარგებლიანობის სრულფასოვნად გააზრებაში საზოგადოების სხვადასხვა წრეებისთვის დახმარების გაწევა, სადაზღვევო ბაზრის ჯანსაღი განვითარების ზრდის ხელშეწყობა, სოციოლოგიური კვლევებისა და სხვა საშუალებებით სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვება და მათი ანალიზი. – ეს ის ძირითადი მიზნებია, რის გამოც დაფუძნდა ახალი, ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაცია – „ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის, – ნათქვამია, სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა დარსალია

05 ოქტომბერი 2022, 18:50

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: პროცესი საკმაოდ რთული იყო

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკეთა პროცესი საკმაოდ რთული იყო. გვქონდა გარკვეული წყვეტა რაუნდებს შორის და გართულებულია უსაფრთხოების გარემო ჩვენს გარშემო, რაც თავისთავად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. თანათავმჯდომარეების მხრიდანაც განსაზღვრული იყო, რომ რაუნდი კონცენტრირებული ყოფილიყო მთლიანად 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ ყოველთვის ამ საკითხს ვაყენებთ დღის წესრიგში. განვიხილეთ პუნქტების მიხედვით თუ სად ვართ. ყველა საკითხი დავაყენეთ , რაც დაკავშირებულია ქართულ- რუსულ კონფლიქტთან. ეს ეხება პირველ რიგში დევნილთა დაბრუნებას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია რაიმე სახით პოზიტიური გამოხმაურება რუსული მხრიდან, თუმცა პროცესი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ.

მილოშ ზემანი

05 ოქტომბერი 2022, 18:47

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება.

გივი მიქანაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:41

პოლიტიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.

ტოივო კლაარი

05 ოქტომბერი 2022, 18:34

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: გეოპოლიტიკური ვითარება მძიმეა, მაგრამ ამ რთულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება

„ბევრ ადამიანს ვხვდები, მაგალითად გალში და მათთვის ჟენევის მოლაპარაკება უსაფრთხოების განცდას ქმნის, რომ არ იქნება შეიარაღებული კონფლიქტი. ეს მომენტი თანათავმჯდომარეებისთვის დამატებითი არგუმენტი იყო გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ რაუნდის დასანიშნად. პროგრესია რომ შეხვედრა შედგა და ღიად გვქონდა აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო იყო“, - აღნიშნა კლაარმა.

ვლადიმირ პუტინი

05 ოქტომბერი 2022, 18:29

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:29

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: 2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება

2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხელფასები სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალსაც გაეზრდება.

05 ოქტომბერი 2022, 18:27

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 18:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შიდა ფრენების სუბსიდირებას, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამ რეისებით სარგებლობა

ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შიდა ფრენების სუბსიდირებას, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამ რეისებით სარგებლობა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს მეგობრებს და პარტნიორებს შორის, მათზე კი ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები

კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - თუ ელოდებიან მმართველ გუნდში, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით კითხვებს დასვამს.