imedi /  03 აგვისტო 2022, 15:00 / სანდო წყარო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 60-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას ასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობის დასკვნით ეტაპზე მყოფ პროცესს ადგილზე გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს, სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია. გაზსადენის განშტოება, ჯამში, 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს - აბაშიდან ქობულეთამდე და მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე გაიხარჯა. ამოქმედების შემდეგ, ობიექტი, საქართველოს ენერგოსტაბილურობის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გახდება. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.

ამჟამად, აჭარის რეგიონის გაზმომარაგება წარმოებს ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოებით, რომელიც ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა და მას შემდეგ ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა არ შეესაბამება მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს - სისტემატურად ფიქსირდება კოროზიული დაზიანებები, გაზის გაჟონვა, წარეცხვა, მილსადენის საპროექტო მდგომარეობის დაკარგვის ფაქტები, და ა. შ. შედეგად, გაზსადენის მუშა წნევა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებლად მომარაგების უზრუნველსაყოფად მიიჩნია მიზანშეწონილად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი გაზსადენის აშენება.

რეგიონში ვიზიტად მყოფი რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი დეტალურად გაეცნენ განხორციელებულ სამუშაოებს და იმ ეტაპებით დაინტერესდნენ, რაც ობიექტის მშენებლობის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლამდეა დარჩენილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. მისი თქმით, რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას - „ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმაც და იმ სარგებელზე ისაუბრა, რასაც გაზსადენი რეგიონის მოსახლეობას მოუტანს.

„60-კილომეტრიანი ახალი გაზსადენი სრულიად შეცვლის აჭარის რეგიონის ენერგომომარაგების ეფექტიანობას. იგი მნიშვნელოვანი შეღავათი გახდება როგორც აჭარის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის, რომლისთვისაც სტაბილური, ხარისხიანი და საიმედო გაზმომარაგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამაჟამად გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის 260 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, მდინარე სუფსაზე. კორპორაციის გუნდი სრულიად უნიკალური სირთულისა და უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებს ასრულებს. მოხარულები ვართ, რომ ამ საქვეყნო საქმეში, მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ენერგოპროექტის განხორციელებაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წამყვანი როლი შეასრულა“,- აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებული მომარაგების უზრუნველყოფა, ისევე როგორც ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი სფეროა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

09 აგვისტო 2022, 14:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიაზე: პარადოქსია, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ელენე „რუბლოვი“, სხვას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდეს

დღეს დილით რუსული ფულის თვლის დროს თავში მოუვიდა იდეა, ეთქვა - „ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს და ეს არის ღალატიო". მართალია, ფაქტის დამამტკიცებელი არაფერი აქვს, მთავარია ომახიანად, უჩვეულო ხრინწიანი ხმით დასჭექა და საკუთარი თანამოაზრენი დაარწმუნა, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ. მისი თქმით, სულ საკუთარი თავის გაცემაშია მთელი ოჯახი.

09 აგვისტო 2022, 14:31

სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 14:26

მსოფლიო

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს.

ირაკლი ლატარია

09 აგვისტო 2022, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიაზე: ქალს ყოველ თვე რუბლები ერიცხება და სხვას უწოდებს რუსეთთან მიბმულს

არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ „კაკებეში“ ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა, რომ ვინმეს ღალატზე და მითუმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის? ქალს ნამღერი აქვს დიდი სიამაყითა და გულზე ხელის დადებით - სერგეი ლავროვის მიერ დაწერილი ჰიმნი, თავისი ცრემლის წამოცდენითა და ტანში ჟრუანტელის გავლით - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას.

დავით ქართველიშვილი

09 აგვისტო 2022, 14:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი იარაღით ვაჭრობის სქემაზე: ამ კომპლექსურ სიბინძურეს შეეწირა მტრის ზურგში საზარბაზნე ხორცად მიტოვებული ჩვენი გენოფონდის განადგურება

სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური - საქართველოსა და უკრაინას ჩამოუყალიბდა. ორივე - რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ორივე NATO-ს ასპირანტი და EU-ს წევრობის მაძიებელია, მაგრამ გაუგებარი „მეგობრობა“ აკავშირებს ერთმანეთთან. ამის რეალური მიზეზი დაკავშირებულია 17 წლის წინ დაწყებულ ისტორიასთან, რომლის გარშემო, უკრაინელებმა ჯერ დაიწყეს თავისი ჟურნალისტური გამოძიება, ხოლო შემდეგ უკრაინაში პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ამ ეტაპზე მუშაობა გაჩერებულია, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და იხსენებს იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მართველობის პერიოდთან.

09 აგვისტო 2022, 14:20

ტექნოლოგიები

Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს „ვაიბერ ჯიეის“, რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 8 აპრილს.

მიხაილო პოდოლიაკი

09 აგვისტო 2022, 14:18

პოლიტიკა

მიხაილო პოდოლიაკი: საქართველო რა, არაა უკვე ომში? - თქვენ უნდა აირჩიოთ, მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას

სამხილი შეიძლება მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკრაინას არ წარმოუდგენია არაფერი დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან თანამშრომლობს.

ანრი ოხანაშვილი

09 აგვისტო 2022, 14:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ჩემთვის საინტერესო არაა ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება.

09 აგვისტო 2022, 13:54

საზოგადოება

აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო.

მედეა ჯანიაშვილი

09 აგვისტო 2022, 13:37

ეკონომიკა

მედეა ჯანიაშვილი: საქართველომ საერთაშორისო ვიზიტების 80%-ი უკვე დაიბრუნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის მხრივ ქვეყანას საკმაოდ დადებითი მაჩვენებლები აქვს. მისი თქმით, საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ი დაიბრუნა.

09 აგვისტო 2022, 13:23

მსოფლიო

Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, ლატვია რუსეთიდან გაზს კვლავ იღებს

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, რუსული გაზი ლატვიაში კვლავ მიედინება.

09 აგვისტო 2022, 13:22

ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

09 აგვისტო 2022, 12:57

ტექნოლოგიები

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის დასანერგად საპილოტე პროექტს იწყებს

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი იწყებს ერთწლიან საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ციფრული ვალუტის ინოვაციური გამოყენების შემთხვევებსა და ბიზნესმოდელებს გამოიკვლევენ, რათა უკეთ გაიგონ ტექნოლოგიური, სამართლებრივი და მარეგულირებელი მოსაზრებები.

პლაკატით ხელში - მარინა ოვსიანიკოვა

09 აგვისტო 2022, 12:35

მსოფლიო

რუსი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, კვლავ დააჯარიმეს

რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა კვლავ დააჯარიმეს. მას ბრალი რუსი სამხედროების „დისკრედიტაციისთვის“ წაუყენეს, მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ჯარიმად 40 000 რუბლი დააკისრეს.

09 აგვისტო 2022, 12:23

მსოფლიო

კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს უფრო რუსეთის სახელმწიფოს ჰგავს, ვიდრე ამერიკას - ჩვენი ქვეყნის დაკარგვის ზღვარზე ვართ, თუ ასე გაგრძელდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი უფრო რუსეთის სახელმწიფოს ჰგავს, ვიდრე ამერიკას.

09 აგვისტო 2022, 12:07

რეგიონი

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის რეგიონულ ლაბორატორიაში კვლევის ახალი მეთოდები ინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

09 აგვისტო 2022, 12:01

პოლიტიკა

„ემ ქეი დი“: „კრედიტ სუისი“ პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას საბანკო რესურსებზე, რაც ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბანკო ტრასტები არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია, საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

09 აგვისტო 2022, 11:49

თემა

რა ხდება მთიან ყარაბაღში? დაიწყება თუ არა მორიგი ომი ამჯერად კავკასიაში?

მთიან ყარაბაღში ვითარება ივლისის ბოლოდან დაიძაბა. აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალურად, აქტიური საომარი მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე რუსი სამშვიდობოების შეყვანით დასრულდა. ახლა კი არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი ითხოვს, მისი კონტროლის ქვეშ დაბრუნდეს ქალაქი ლაჩინი, რომელზედაც სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის. რა ხდება კონფლიქტის ზონაში და შეიძლება თუ არა მორიგი ომის საფრთხეზე ვისაუბროთ? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.

მარკო რუბიო

09 აგვისტო 2022, 11:42

მსოფლიო

სენატორი მარკო რუბიო ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში

სენატორი მარკო რუბიო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

ნანა კაკაბაძე

09 აგვისტო 2022, 11:37

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია

მათივე მტკიცებით და ოფიციალური დოკუმენტებითაც, 8 აგვისტომდე მხოლოდ სეპარატისტები აწყობდნენ პროვოკაციებს და რუსები პირიქით, მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე აგვისტოს ომის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას.