07 სექტემბერი 2022, 15:06 / სანდო წყარო

ილია თამარაშვილი: პროგრამის განხორციელების შემდგომ აგრომწარმოებლები შეძლებენ დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა

ილია თამარაშვილი

ილია თამარაშვილი

USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის ინიცირებით დაიწყო, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც ჩართულები ვართ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების სააგენტოები. პროექტი გულისხმობს ფერმერებისათვის იმ უნარების შეძენას, რომელიც დაეხმარებათ, როგორც შემსყიდველების მოძებნაში, ასევე მათთან მოლაპარაკების წარმოებაში, წინადადებების ფორმირებაში. შერჩეული იქნა ერთი ევროპული ქვეყანა, გერმანია, სადაც მიღებული გამოცდილება თავისუფლად გავრცელდება ევროკავშირისა თუ შენგენის ქვეყნებზე, და ასევე გალფის ქვეყნები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარი. საერთაშორისო კომპანია OCO Global, თითოეულ კომპანიას დაეხმარება შეთავაზების, წინადადების ფორმირებაში და ასევე ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში. საბოლოოდ პროგრამაში 50 კომპანია ჩაერთვება. ამ პროგრამის განხორციელების შემდგომ, აგრომწარმოებლები შეძლებენ მომავალში დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე მუშაობა, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე შერჩეულია 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურებისა და სურსათის მწარმოებლები (ჩაი, მშრალი ჩირი, წვენები და სხვა).

ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სოფლის განვითარების სააგენტომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ქალაქ ლიმანში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ ლიმანში შევიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2022, 18:14

ეკონომიკა

საქართველოში პირველად მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ღონისძიება საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

01 ოქტომბერი 2022, 18:12

პოლიტიკა

კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა

„მისასალმებელია ყველაფერი ის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მთავარია, ჩვენთან, თბილისში სასიამოვნო დღეები გაატაროთ - ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია. სხვადასხვა პროექტის სახით, ჩვენთან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება, რათა ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

01 ოქტომბერი 2022, 18:05

რეგიონი

„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დელეგაციები წყალტუბოს მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

01 ოქტომბერი 2022, 17:57

რეგიონი

სენაკის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.8%-ია

„საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც ყველა არჩევნებზე, ახლაც უზრუნველყოფილი იყო ყველა პირობა არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქებისთვის. თუმცა, დღის განმავლობაში გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ დამკვირვებლები აქტიურად არ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათი უფლებაა, გადაწყვიტონ, კონკრეტულად რა დროს და რომელ უბანზე დააკვირდებიან არჩევნებს. ამ თემით მანიპულირება დაუშვებელია და აზიანებს საარჩევნო გარემოს“.

ბექა ოდიშარია

01 ოქტომბერი 2022, 17:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ

„რაც სრულწლოვანი გავხდი, არ მახსენდება მას შემდეგ, რომ იარაღის ჟღარუნი არ ყოფილიყო ყოველ წელს და ტანკების გრუხუნი, როგორც საზღვრებზე, ასევე საზღვრებს შიგნით, ქალაქში და ტრიალებდა უბედურება. ჩვენ ამისგან განთავისუფლებული ვართ. ხედავთ, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2022, 17:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდებოდა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ზარქუა

01 ოქტომბერი 2022, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: 1-ელ ოქტომბერს გამარჯვებით, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და უფრო მეტი ევროპა

„ასევე მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ბიზნესისთვის უფრო მეტად გაიხსნა კარი და დღეს საგარეო ვაჭრობის 20%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე მოდის. ეს ყველაფერი მოიტანა 1-ელმა ოქტომბერმა“, - განაცხადა ზარქუამ.

თეა წულუკიანი

01 ოქტომბერი 2022, 16:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება

10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

01 ოქტომბერი 2022, 16:38

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება.

01 ოქტომბერი 2022, 16:26

მსოფლიო

ესპანეთში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი. ვიდეო

ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი წერს.

01 ოქტომბერი 2022, 15:20

კულტურა

მხატვარმა ნინო გამსახურდიამ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ფერადი პიგმენტების ენციკლოპედია გადასცა

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ნინო გამსახურდიამ დღეს ორბელიანების სასახლეში ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ფერადი პიგმენტების ენციკლოპედია გადასცა, რომელშიც ძველი ცივილიზაციის მხატვრული სკოლებისთვის დამახასიათებელ პიგმენტებთან ერთად, შესულია ორი ქართული პიგმენტი - სამნაირი ყვითელი იასპი და ფირუზი.

01 ოქტომბერი 2022, 15:05

კულტურა

ორბელიანების სასახლეში შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.

ვლადიმერ ბოჟაძე

01 ოქტომბერი 2022, 14:59

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დაუბრუნა ხალხს იმედი და რწმენა, რომ სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შიშველი ხელით, კალმითა და ბიულეტენითაც შეიძლებოდა

ეს 10 წელი არ იყო იოლი, რადგან ამ წლებში ,,ნაციონალური მოძრაობა“, მისი კონტროლირებადი მედია და სამოქალაქო სექტორი, ახლა უკვე ოპოზიციიდან განაგრძობდა საქართველოს და ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას, ბრძოლას დედა ეკლესიის, ტრადიციების, ღირებულებების და კულტურის წინააღმდეგ, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 ოქტომბერი 2022, 14:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ხალხთან ერთად დასაბამი ჩაუყარა ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას

10 წელი გავიდა მას მერე, რაც საქართველომ შვებით ამოისუნთქა! 10 წელი ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა! 10 წელია, რაც მავნებლები, შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ აურიონ, შეანჯღრიონ, შეარყიონ, ომში და უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ არ გამოსდით!, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

01 ოქტომბერი 2022, 14:46

რეგიონი

სენაკის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 21.1%-ია

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

თამთა მეგრელიშვილი

01 ოქტომბერი 2022, 14:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართველი ერის წინაშე დააჩოქა სისხლიანი რეჟიმი და მისი შემოქმედი დღეს გისოსებიდან გველაპარაკება

ძალადობა; კორუფცია; მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; სააკაშვილის მიერ გაყიდულ ომში რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება; ქართველი კაცისათვის ნამუსის ახდა; ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა; სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი პოლიტიკის ხელწერა იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის ინტერესებსა და ღირსებაზე მორგებული პოლიტიკური ცხოვრებით ჩაანაცვლა, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი ლატარია

01 ოქტომბერი 2022, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: გილოცავთ მეგის ქარდავების დამარცხების დღეს

„ქუჩაში გასვლის გვეშინოდა, მეგობრებთან შეხვედრის გვეშინოდა, გართობის გვეშინოდა, ხმამაღლა საუბრის გვეშინოდა, ციხეში მეგობრის მონახულების გვეშინოდა, ციხეში მეგობრის სიკვდილის გვეშინოდა, სიკეთის კეთება გვეშინოდა, შემოსავლის გაზრდის გვეშინოდა მაგრამ ეს შიში ჩვენში იყო, ვერავის ვეუბნებოდით, ვერ ვხმაურობდით, ყოველდღე, თითქოს შიგნიდან რაღაცას ვგეგმავდით, ვემზადებოდით მაგრამ არავინ ჩანდა ჩვენი მშველელი, ჩვენი ლიდერი, ჩვენი ტკივილის გამხმოვანებელი და დაწყებული ჩუმი ომის ღიად ბოლომდე მიმყვანი...

ანდრია გვიდიანი

01 ოქტომბერი 2022, 14:31

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: 10 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაასრულა ყველაზე დიდი ბოროტება

2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს და ვერანაირი დიქტატურა ვერ გადაწონის ხალხის ძალას. ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს და პირველი ოქტომბერი ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება თანამედროვე ნაციზმზე გამარჯვების თარიღად, - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

ბათუმი

01 ოქტომბერი 2022, 14:22

რეგიონი

კუნძულ მალიორკაზე ბათუმმა შესაძლოა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვოს

დღეს, მალიორკა World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს, სადაც ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოზეა წარდგენილი. დღესვე ბათუმს, ასევე ოფიციალურად დაასახელებენ, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქს.