09 სექტემბერი 2022, 22:59 / სანდო წყარო

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური. ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანი - გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას, იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე.

„ინფლაცია არის მაღალი. ძალიან ცხადად ვხედავ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და აბსოლუტურად მესმის, რომ ინფლაცია მძიმე ტვირთია მომხმარებლებისთვის. მაგრამ მსურს მათაც ავუხსნა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს, გლობალური შოკებისა და კრიზისის გავლენის შესახებ. ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში დღეს გლობალური ინფლაცია ყველაზე მთავარ გამოწვევად მოიაზრება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ჩვენც ამ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს ფინანსური ბაზრის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. "ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ამავდროულად, ფინანსური სექტორი მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე მეტად რეგულირებად სექტორად რჩება. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთი ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, რომლებიც არა კომერციულ ინტერესებს, არამედ მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება. 2021 წლის განმავლობაში გავაგრძელეთ ღია ბანკინგის საკითხებზე აქტიური მუშაობა. ღია ბანკინგის დანერგვის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, 2021 წლის 31 მარტიდან ხელმისაწვდომი გახდა კომერციულ ბანკებს შორის ღია ბანკინგით ინფორმაციის მიმოცვლა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა: "ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას უმაღლეს შეფასებას აძლევენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. წარმატებული საქმიანობის, ეფექტიანი პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს არაერთი ჯილდო გადაეცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. „საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში. "ეს შეფასებები და ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური და გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ცხადია, საქართველოს ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

„ეჭვგარეშეა, რომ 2021 წელი საკმაოდ რთული წელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიმუშავეთ რეფორმებზეც, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და ყველა მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევაა არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სებ-ის კვალიფიციურ გუნდს. დამერწმუნეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ საზოგადოებას ბოლო პერიოდის შოკების შედეგად მიღებული მაღალი ინფლაციის ტვირთი შევუმსუბუქოთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მოხსენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2022, 22:32

საზოგადოება

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართა

გალაკონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 22:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ

დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ. ვგულისხმობ მაგალითად წინა პრემიერის მმართველობის პერიოდს. დღეს ყველა სირთულე გადალახულია და გუნდი არის ძალიან ძლიერი და ერთიანი, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან დადებითად აისახება მთლიანად პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვიქტორ წილოსანი

01 ოქტომბერი 2022, 22:09

საზოგადოება

ვიქტორ წილოსანი თბილისში საცობებზე: დღეის მდგომარეობით ქალაქში 20 პრობლემური კვანძი გვაქვს და აქედან 7 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის

ჩვენ ახლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის იმ მეორე ეტაპზე ვართ, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარებას, მოლოდინის დროების შემცირებასა და ასევე გადაჭედილი ავტობუსების შემსუბუქებას მოქალაქეებისთვის და მეორე მხრივ ჩვენ ვებრძვით იმ პროცესს, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში NGO-ბი

ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, გირაოს შეფარდება, ჯარიმების შეფარდება, სტატისტიკა გაუმჯობესებულია - ზოგიერთ შემთხვევაში 3-ჯერ, 3-ჯერ, 6-ჯერ, 8-ჯერ და 21-ჯერაც კი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემური პრობლემებია აღმოფხვრილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:50

რეგიონი

ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებზე: ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას

ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე გამარჯვება იოლად მოვიპოვეთ, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:34

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა 27 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 72 მილიარდი ლარი იქნება

„2012 წელს ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. 27 მილიარდი ლარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამ წლის ბოლოს კი იქნება 72 მილიარდი ლარი, რაც ბიუჯეტზეც და გადასახადებზეც აისახება. ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ორი კრიზისი, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა ამ 10 წლის განმავლობაში. პირველი იყო 2015 წლის საყოველთაო კრიზისი, რომელიც ევროპის კონტინენტზე იყო განსაკუთრებით საგრძნობი, რაც მოყვა უკრაინის წინა ომს და მეორე იყო პანდემია. ამის მიუხედავად ჩვენ 27 მილიარდი ლარიდან ავედით 72 მილიარდ ლარზე. ეს არის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

01 ოქტომბერი 2022, 21:07

პოლიტიკა

წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68% ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი - მამუკა ტუსკაძემ

სენაკში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბელარუსის სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

რასაც ოპოზიცია გვთავაზობს არის მიმართული სწორედ იქითკენ, რომ ბელარუსმა აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა ამას არცერთ შემთხვევაში არ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან 12-ვე პუნქტი აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესრულდეს 12-ვე პუნქტი, რომელიც შემოთავაზებულია ევროკომისიის მიერ და ზაფხულშიც კი ძალიან ინტენსიურად მუშაობდა პარლამენტი ამ კუთხით, მთლიანად ხელისუფლება და დღეს კიდევ უფრო ინტენსიურია ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება 12-ვე პუნქტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა მოაწერა ხელი კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები

წინა ხელისუფლებების შედეგი იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ასევე რუსეთს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები. კომუნალური მომსახურება ფაქტობრივად მთლიანად რუსულ ხელში იყო 2012 წლამდე. ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა - ეს იყო მათი პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ 10 წლის განმავლობაში, მშვიდობის შენარჩუნება იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება 30-წლიან ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც რეალურად ომი არ ყოფილა და მშვიდობა შენარჩუნდა. ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, მით უმეტეს, რომ რისკები ამ წლების განმავლობაში არანაკლები იყო, განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით სწორედ იმას მივაღწიეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს

„ერთი საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება გაგეზარდოს საფრთხე და მეორე საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება შეგიმცირდეს. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით სწორედ იმას მივაღწიეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი

„რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება 2012 წელის არჩევნებში, ეს რეპრესიული რეჟიმი კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა და ამისთვის ჩანდა უკვე კონკრეტული ნიშნები ჩანდა. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი და საფუძველი.

01 ოქტომბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ქალაქ ლიმანში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ ლიმანში შევიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2022, 18:14

ეკონომიკა

საქართველოში პირველად მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ღონისძიება საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

01 ოქტომბერი 2022, 18:12

პოლიტიკა

კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა

„მისასალმებელია ყველაფერი ის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მთავარია, ჩვენთან, თბილისში სასიამოვნო დღეები გაატაროთ - ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია. სხვადასხვა პროექტის სახით, ჩვენთან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება, რათა ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

01 ოქტომბერი 2022, 18:05

რეგიონი

„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დელეგაციები წყალტუბოს მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

01 ოქტომბერი 2022, 17:57

რეგიონი

სენაკის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.8%-ია

„საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც ყველა არჩევნებზე, ახლაც უზრუნველყოფილი იყო ყველა პირობა არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქებისთვის. თუმცა, დღის განმავლობაში გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ დამკვირვებლები აქტიურად არ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათი უფლებაა, გადაწყვიტონ, კონკრეტულად რა დროს და რომელ უბანზე დააკვირდებიან არჩევნებს. ამ თემით მანიპულირება დაუშვებელია და აზიანებს საარჩევნო გარემოს“.

ბექა ოდიშარია

01 ოქტომბერი 2022, 17:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ

„რაც სრულწლოვანი გავხდი, არ მახსენდება მას შემდეგ, რომ იარაღის ჟღარუნი არ ყოფილიყო ყოველ წელს და ტანკების გრუხუნი, როგორც საზღვრებზე, ასევე საზღვრებს შიგნით, ქალაქში და ტრიალებდა უბედურება. ჩვენ ამისგან განთავისუფლებული ვართ. ხედავთ, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2022, 17:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდებოდა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.