26 სექტემბერი 2022, 13:59 / სანდო წყარო

„ლიბერთიმ“ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო

„ლიბერთი ბანკსა“ და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ინოვაციური საპილოტე პროგრამის დაწყებას, კერძოდ მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მიერ. საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა თხილის კულტურა, ხოლო პროგრამაში მონაწილე მხარეებად ლიბერთი ბანკი და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია. ლიბერთიმ, ახალი აგროპროექტის ფარგლებში, შეარჩია ფაქტორინგის ფორმა, რომელიც მეთხილე ფერმერების გამარტივებული ფორმითა და უმოკლეს ვადაში დაფინანსების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

ფაქტორინგის პროგრამაში, ლიბერთი ბანკთან ერთად ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სასაწყობო მეურნეობა და თავად ფერმერი. პროექტი მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. აღნიშნულისთვის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს თხილის პროდუქციის დასაწყობება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობ და სასაწყობო ცენტრებში, სადაც მაქსიმალურადაა დაცული თხილის შენახვისათვის აუცილებელი ყველა პირობა; მნიშვნელოვანია ის,რომ დასაწყობებული თხილის პროდუქციის ხარისხზე ფერმერი აღარ იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისად, ფერმერი თავიდან აიცილებს იმ დანაკარგებს, რომლებიც წარმოიქმნება თხილის პროდუქციის სახლის პირობებში შენახვისას“ - მერაბ ჭითანავა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ამბობს, რომ ახალი აგროპროექტი საბანკო სფეროში ინოვაციურია.

„ლიბერთი“ აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული ახალი პროგრამების განხორციელებას. დღეიდან ვიწყებთ ახალ აგროპროექტს, რომელიც მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული, საბანკო სფეროში ინოვაციური პროდუქტია და მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ბანკისგან სესხი უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ. ლიბერთი მომავალშიც გააგრძელებს ახალი პროდუქტების დანერგვას, რომელიც ფერმერების საჭიროებებზე იქნება მორგებული“, - აცხადებს ვაჟა მენაბდე.

(R)

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 11:27

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: სამტრედია-გრიგოლეთის გზის I და IV მონაკვეთების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

დასკვნით ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის I და IV მონაკვეთების მშენებლობა. მე-4 მონაკვეთზე, ფაქტობრივად, დასრულებულია ყველა ძირითადი სამუშაო, საფარის ჩათვლით, სადაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ მოძრაობის გახსნას. მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები პირველ მონაკვეთზეც, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება მდინარე რიონზე მშენებარე ხიდი. ხიდის ბურჯების დიდი ნაწილი ამოყვანილი და მომზადებულია შემდგომი სამუშაოებისათვის. კონტრაქტორი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, მაქსიმალურად ცდილობს გამოწვევა დროულად გადაიჭრას და შემდგომი სამუშაოებიც, ასევე მაღალი ხარისხით გაგრძელდეს,-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

07 დეკემბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოხდეს სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან პირის გათავისუფლება, უნდა იყოს არგუმენტირებული ლეგიტიმურად

უნდა მივეჩვიოთ ყველა - როდესაც საუბარი ეხება სამართლებრივ საკითხებს ან ნებისმიერ დისკუსიას, იქ გვჭირდება არა შიშველი მოთხოვნების წამოყენება, არამედ იმავდროულად უნდა ვეცადოთ, რომ არგუმენტებით გავამაყაროთ საკუთარი მოთხოვნა , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 11:17

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვა გრძელდება. დღეს მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.

ბაჩო დოლიძე

07 დეკემბერი 2022, 11:12

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ახლა მნიშვნელოვანია, გვქონდეს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოზიცია იმ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ახლა პარტიაში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა საჭირო.

07 დეკემბერი 2022, 10:53

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

07 დეკემბერი 2022, 10:52

ტექნოლოგიები

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება. სამიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სემინარებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი შთაგონებით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.

07 დეკემბერი 2022, 10:51

რეგიონი

ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა

მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ზესტაფონსა და ქუთაისში 310 მოსწავლე გადაამზადა. ზესტაფონის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე ქუთაისის N23 და N32 სკოლებში, დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი

07 დეკემბერი 2022, 10:28

მსოფლიო

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს და ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასამართლომ მას ასევე სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

07 დეკემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა.

07 დეკემბერი 2022, 10:18

საზოგადოება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

07 დეკემბერი 2022, 10:17

საზოგადოება

დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

07 დეკემბერი 2022, 10:07

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

07 დეკემბერი 2022, 10:03

ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.