28 სექტემბერი 2022, 10:14 / სანდო წყარო

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევებით, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა

ევროკავშირის პროგრამის “განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა შვიდმა პროექტმა, ადგილობრივი შრომის ბაზარი შეაფასა და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევების მთავარი შედეგების პრეზენტაცია, ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ საგრანტო პროექტების ორგანიზებით გაიმართა.

კვლევების შედეგად, შეფასდა, საქართველოს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები და გამოვლინდა სამუშაოს მაძიებელთათვის არსებული ბარიერები. სამიზნე რეგიონებში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით.

კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის, სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან. კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთ-ერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა.

„ევროკავშირი 2008 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ დღეს საინტერესო კვლევების და მიგნებების განხილვის საშუალება გვეძლევა ფართო დაინტერესებულ მხარეებთან. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დისკუსია, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს, ასევე დონორ საზოგადოებას, დაადგინონ თუ რა ტიპის ჩართულობაა საჭირო ამ გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად,“ - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, განათლების პროგრამების კოორდინატორი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები. კვლევებმა ცხადყო, რომ ადგილობრივი შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლე-ვადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება.

„პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია ემპირიული მონაცემები, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული შრომის ბაზრის საჭიროებებზე. წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავებისას. დარწმუნებული ვართ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე, გაითვალისწინებენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს, პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს“, - განაცხადა ნათია გვირჯიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნiერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ კვლევების რეგულარულად გაგრძელების აუცილებლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა უწყებებისა და საგრანტო პროექტის წარმომადგენლები.

7 მილიონი ევროს ღირებულების ცხრა საგრანტო პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით, რომელშიც შედის საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარება, ორი ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი, საგრანტო სქემის კომპონენტი და ტექნიკური დახმარების პროექტი.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2022, 22:30

სპორტი

საფრანგეთმა პოლონეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა⚽

ანგარიშზე ოლივიე ჟირუმ 44-ე წუთზე გახსნა და მატჩის პირველი ნახევარი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში კი კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მსაჯმა საფრანგეთის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე ცდაზე ზუსტად შეასრულა.

გოგა ხაინდრავა

04 დეკემბერი 2022, 22:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი საზოგადოების ნდობაა, ამიტომ არის პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან

„ერთადერთი ჩვენი ქვეყანა არის საქართველო, ამიტომ ბუნებრივია, მისი ფეხქვეშ ამოდება უნდა ყველას. ამას თავისი რეზიდენტურის მეშვეობით აკეთებენ და რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის საჭიროა, რომ არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ ნებდება სხვის ნებას იმ ხელისუფლებას საძირკველი დაუნგრიო. ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი რა არის? - საზოგადოების ნდობა. ამიტომ არის ეს პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან. მშვიდობას რომ ბრძოლას დაუწყებენ, წარმოგიდგენიათ, ამის იქით რაღა უნდა იყოს? მშვიდობას ებრძვიან. ამაში აძლევენ მაგას, გიგაურს, ლაკა ხოშტარიას, კაპანაძე იქნება თუ კიკო ვაშაძე იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს?! ფულს ამაში აძლევენ. სხვა რა დანიშნულება აქვთ, რა სიკეთე მოაქვთ ამ ქვეყნისთვის?! მაგათი გაკეთებული ერთი საქმე თუ გინახავთ?! ამ ქვეყნის მშენებლობაზე დადებული ერთი აგური?!“, - განაცხადა ხაინდრავამ.

გიორგი ცხვიტავა

04 დეკემბერი 2022, 21:51

საზოგადოება

გიორგი ცხვიტავა: სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში

გია ცაგარეიშვილი

04 დეკემბერი 2022, 21:30

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი „ფრანკლინის კლუბზე“: ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას - ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით

ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას, ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით, რადგან არჩევნები კონსტრუქციული გზაა ხელისუფლების ცვლილების. ეს მათ მიზნებში არასდროს შედიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განუცხადა.

04 დეკემბერი 2022, 21:29

საზოგადოება

რა არის „ფრანკლინის კლუბი“ - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

„იმედის კვირა“ საქართველოს, იგივე „ალასანიას უნივერსიტეტის“ ბაზაზე დაფუძნებული „ფრანკლინის კლუბით“ დაინტერესდა, რომელიც კლასიკური ლიბერალიზმის და ლიბერტარიანიზმის გამავრცელებელი ასოციაციაა. კლუბი 2021 წელს დაფუძნდა და ყველა სოციალურ პლატფორმაზეა აქტიური.

ბიძინა გიორგობიანი

04 დეკემბერი 2022, 21:11

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი სააკაშვილზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ვერ შეასრულა ტერმინატორის ფუნქცია და გადამწვარი ტერმინატორის პოზაშია

„ამ პარტიის ლიდერმა ვერ შეასრულა ტერმინატორის ფუნქცია და გადამწვარი ტერმინატორის პოზაშია უკვე ფაქტობრივად. ეს გადამწვარი ტერმინატორი აღარაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ წავიდეს სადმე და თავს უშველოს. პარტიამ დაიწყო ჩამოშლა, რაც დასრულდება კიდევაც და ჩემი ვარაუდით რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა“, - მიიჩნევს გიორგობიანი.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2022, 20:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იმას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სამწუხაროა, როცა მიხეილ სააკაშვილი თვითონ ხდება ამ პიარკამპანიის მონაწილეც და მსხვერპლიც. იმიტომ რომ სწორ დიაგნოზს, სწორ დანიშნულებას შემდეგ სჭირდება შესრულება და დაცვა. მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს. ეს აწყობს მასაც და მის პოლიტიკურ მეგობრებსაც“, - მიიჩნევს ხუნდაძე.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

04 დეკემბერი 2022, 20:46

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია: რაც ამ წლების განმავლობაში მოგვისმენია ნეგატივი, ყველაფერი 24 საათში მოგვასმენინეს. მთელი რესურსი იყო მობილიზებული, ვნახეთ ფროიდისეული წამოცდენები, რომ ეკლესია არის ყველაზე დიდი ბოროტება ქვეყანაში

ამდენი ნეგატივი იღვრებოდეს ეკლესიაზე და ეს არ ქმნიდეს პრობლემას, შეუძლებელია. სახალხო დამცველმა თქვა, რომ საშიშროებას შეიცავს მამა ანდრიას განცხადება და არც ერთხელ არ უთქვამს მას, რომ საშიშროებას შეიცავს სასულიერო პირების ცილისწამება, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2022, 20:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პირველი რიგის ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა

„მიშა დააკავეს, აღმოჩნდა ციხეში და იხდის სასჯელს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც მიდის სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ რამდენი გეგმა გაგახსენდებათ, იმდენი კრახი იყო მათ ანგარიშზე - მთელი ეს აქციები, სხვადასხვა პიარ კამპანია. იმის შემდეგ სულ იყო მცდელობა ამ ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში მოხვედრისა“, - განაცხადა მდინარაძემ.

რატი ბრეგაძე

04 დეკემბერი 2022, 20:23

სამართალი

რატი ბრეგაძე: რა მორალზეა საუბარი, როდესაც მოშიმშილე ადამიანს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა. პირიქით, ამბობდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა სააკაშვილისთის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა

„მოშიმშილეს ეუბნები - შიმშილობა გააგრძელე და არ გაბედო შეწყვეტა. ეს ხომ ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ პრინციპს ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ სჭირდებოდათ მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, იმისთვის, რომ საკუთარი ვიწროპარტიული და მერკანტილური ამოცანები განეხორციელებინათ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

04 დეკემბერი 2022, 19:38

ტექნოლოგიები

Airbus-ი წყალბადის ძრავას მოდიფიცირებულ A380-ზე გამოცდის✈️

ეს პროგრამის Airbus ZEROe ნაწილია. ძრავას მოდიფიცირებული საჰაერო ხომალდს ფრთებსა და კუდს შორის დაამონტაჟებენ. ძრავა საწვავის ელემენტებს წყალბადის ელექტროენერგიად გარდასაქმნელად იყენებს, რომელიც თავის მხრივ პროპელერს აამუშავებს.

04 დეკემბერი 2022, 19:35

საზოგადოება

ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს

„მაყურებელი დღეს მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდას“ (1930) და ლეო ესაკიას „ამერიკანკას“ (1930) იხილავს. რეტროსპექტივა 2 დეკემბერს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“ („უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნა. 4 კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაციფრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა.

გოგა ხაინდრავა

04 დეკემბერი 2022, 19:07

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ავღანეთში გმირულად რომ იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები, მტერთან ბრძოლაში, სად იყო თქვენი ინსტინქტი, თქვენ, „ნაცო“ ფარისევლებო

„სამარცხვინოებმა“, როდესაც ქვეყნის შვილები გმირულად იღუპებიან მტერთან ბრძოლაში, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოსო. ავღანეთში რომ იღუპებოდნენ გმირულად ჩვენი ბიჭები, მტერთან ბრძოლაში, სად იყო თქვენი ინსტინქტი?! რატომ არ გლოვობდით ჩვენს ძმებს?! თქვენ, ნაცო ფარისევლებო!“, - წერს ხაინდრავა.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

04 დეკემბერი 2022, 18:55

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. პატრიარქის თქმით, დღეს მშობლების მოვალეობაა, შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ.

04 დეკემბერი 2022, 18:53

მსოფლიო

კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ვიდეო

4 დეკემბერს, დილით ადრე ვულკანიდან ფერფლი ამოიფრქვა. მთავრობამ საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამოფრქვევის ამსახველი ვიდოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

პელე

04 დეკემბერი 2022, 18:16

სპორტი

პელე: იმედიანად ვარ. სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ, ენერგიით მავსებს

„მეგობრებო, მინდა ყველანი დაგამშვიდოთ. ძლიერად ვარ, ძალიან იმედიანად და როგორც ყოველთვის, მივყვები მკურნალობას. მინდა მადლობა ვუთხრა მედპერსონალს მზრუნველობისთვის. ღმერთის მწამს და სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ ენერგიით მავსებს. ისევე როგორც ბრაზილიის თამაშის ყურება მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაია ჩხაიძე

04 დეკემბერი 2022, 18:16

საზოგადოება

მაია ჩხაიძე: სიკვდილიანობა და მძიმე მიმდინარეობა გრიპსაც ახასიათებს. სეზონი მოდის და შემთხვევები მატულობს, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას - ჩავიტაროთ ვაქცინაცია

ზამთრის პერიოდში, დეკემბრის თვეში, ზოგადად, როგორც ყველა ქვეყანაში, ალბათ ჩვენთანაც მოიმატებს თვითონ გრიპის შემთხვევები. თუმცა, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია. „თუ ჩავიტარებთ ვაქცინაციას სწორედ გრიპის იმ შტამზე, რომელიც ახლაა გავრცელებული - H3N2, სწორედ ამის საწინააღმდეგო კომპონენტია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ 6 თვის ასაკიდან ყველა ასაკის ადამიანისთვის მიღებულია ვაქცინები. ჩავიტაროთ, 2-4 კვირა საკმარისია იმისთვის, რათა იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდეს. კორონავირუსზე არანაკლებ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს გრიპის ვირუსს და სწორედ ამიტომ გვახსენებენ ჰონკონგის ტიპის ვირუსს, რომელიც 1968 წელს იყო გავრცელებული და მაშინ პანდემიის სახე მიიღო. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. სიკვდილიანობა და მძიმე მიმდინარეობა გრიპსაც ახასიათებს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას - იმისათვის, რომ გრიპი მძიმე ფორმით არ დაგვემართოს, სეზონი მოდის და შემთხვევები მატულობს, ჩავიტაროთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

04 დეკემბერი 2022, 17:39

სამართალი

მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი იმყოფებოდა

„რამდენიმე წუთიანი კომუნიკაცია მქონდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე მისგან მივიღეთ წერილობითი თანხმობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი სასჯელის მოხდისგან დროებითი გათავისუფლების თუ გადავადების თაობაზე. სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

თერაპევტი გიორგი ხურციძე

04 დეკემბერი 2022, 17:32

საზოგადოება

თერაპევტი გიორგი ხურციძე სააკაშვილზე: მკურნალობენ და ნამდვილად აკეთებენ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შედეგი გვაქვს ის, რომ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება

მკურნალობენ და ნამდვილად აკეთებენ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შედეგი გვაქვს ის, რომ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით თერაპევტმა, გიორგი ხურციძემ.

ლია გიგაური

04 დეკემბერი 2022, 17:08

რეგიონი

ლია გიგაურმა სემინარის „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს სიტყვით მიმართა

გაიმართა ორი დღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ და საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა დაათვალიერეს.