28 სექტემბერი 2022, 12:08 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.

„ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკების უმრავლესობამ პანდემიის შოკის დროს გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღადგინა და რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს სოლიდური ბუფერებით შეხვდა. ფინანსური სექტორის მზაობას, ასევე, ხელი შეუწყო ბანკების აქტივების ხარისხის მდგრადობამ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი კრიზისამდელ პერიოდში შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა შეიტანა. გატარებული ღონისძიებების ფონზე გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები, რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის სიჯანსაღეზე მიუთითებს. მდგრადია არასაბანკო სექტორიც, რომელსაც ასევე დაუწესდა პრუდენციული მოთხოვნები.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობების საკრედიტო რისკი შემცირდა. პანდემიის დროს შინამეურნეობების გაუარესებული გადახდისუნარიანობა უმოქმედო სესხების წილის ზრდაში აისახა, თუმცა, ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, სესხების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, საყურადღებოა სამომხმარებლო სესხების მაღალი ზრდის ტემპი და ინფლაცია. ეს უკანასკნელი უარყოფითად აისახება შინამეურნეობების რეალურ შემოსავლებზე. აღნიშნული რისკის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია დაბალშემოსავლიანი და ვალის მომსახურების მაღალი ტვირთის მქონე შინამეურნეობები. გლობალურად გაზრდილი ინფლაციის ფონზე ასევე საყურადღებოა უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც შინამეურნეობების სესხის მომსახურების ტვირთზეც აისახება. კლებადი ტენდენციის მიუხედავად, სესხების დოლარიზაცია ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. აღნიშნული რისკების საპასუხოდ და მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ზრდის ხელშესაწყობად ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ცალკეული მოთხოვნები განაახლა. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 10 წლამდე შემცირდა, სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდა, ცვლადგანაკვეთიანი სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკის გათვალისწინება გახდა საჭირო და სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა, დროებით, 4-დან 3 წლამდე შემცირდა.

უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული. გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია. ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2022 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.3% შეადგინა. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, კვლავ მაღალია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა სექტორმა მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს სტრესულ პერიოდებში გამოსაყენებლად კაპიტალის ბუფერები დააგროვოს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში მოხდა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი განაგრძობს საკრედიტო აქტივობის, ბანკების ფინანსური მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის მონიტორინგს და არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის გაზრდას განიხილავს“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 10:07

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

07 დეკემბერი 2022, 10:03

ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთანაც.

07 დეკემბერი 2022, 08:08

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეტალურად განიხილავენ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.

ნედ პრაისი

07 დეკემბერი 2022, 01:04

მსოფლიო

ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.

07 დეკემბერი 2022, 00:54

კულტურა

Rolling Stone-მა 2022 წლის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის სათავეში პუერტორიკოელი რეპერის Bad Bunny კომპოზიცია Titi Me Pregunto აღმოჩნდა. სამეულში ასევე მოხვდნენ ბიონსეს Cuff It და სტივ ლეისის Bad Habit.

07 დეკემბერი 2022, 00:38

კულტურა

ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დასახელდა 🎥

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.

07 დეკემბერი 2022, 00:26

ტაბლოიდი

20 წლის ამერიკელს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. NBC-ის ცნობით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

07 დეკემბერი 2022, 00:09

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ბავშვი Lego-სგან აწყობილ ემბაზში მონათლეს

ნათლობა ოუკჰემპტონში, ყველა წმინდანის ეკლესიაში ჩატარდა, სადაც 2021 წელს მოქმედებს ინიციატივა „ლეგოს ეკლესია“. ინიციატივის მიზანია ეკლესია ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს.

06 დეკემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

06 დეკემბერი 2022, 23:54

მსოფლიო

უკრაინული მედია: გერმანიამ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემაზე უარი თქვა - სისტემა პოლონეთში განთავსდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უარი თქვა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისათვის გადაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანიის მიერ პოლონეთისთვის დაპირებულ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემის სურვილი თავად პოლონეთმა გამოთქვა, თუმცა ამისთვის გერმანიის მხარის თანხმობა იყო საჭირო.

06 დეკემბერი 2022, 23:29

პოლიტიკა

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსს მიხაილ შეფერს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსებს შორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. მსჯელობის საგანი იყო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელისა და ბუნდესტაგის აპარატთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება.

ოლექსი რეზნიკოვი

06 დეკემბერი 2022, 23:28

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს.