imedi /  28 სექტემბერი 2022, 19:47 / სანდო წყარო

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წევრებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წევრებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა მსოფლიო ბანკთან ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და სამომავლო პროექტები, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მაღალი შეფასება მისცა მსოფლიო ბანკთან პარტნიორულ ურთიერთობას და ხაზი გაუსვა იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც საქართველომ შეძლო არაერთი გამოწვევების გამკლავება და მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. მისი თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებისა და დარგის მდგრადი განვითარებისკენ. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებზე, მათ შორის, ახალი ჰიდროსადგურების მშენებლობის მნიშვნელობაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის, უფრო მეტად ათვისებაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ენერგოეფექტურობის პრინციპების გაზიარებასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტის განხორციელებაზე.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას მომდევნო წლებშიც, რათა ერთად უპასუხონ ახალ გამოწვევებს, განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი რეფორმირება და უზრუნველყონ დარგის მდგრადი განვითარება.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 11:17

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვა გრძელდება. დღეს მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.

ბაჩო დოლიძე

07 დეკემბერი 2022, 11:12

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ახლა მნიშვნელოვანია, გვქონდეს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოზიცია იმ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ახლა პარტიაში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა საჭირო.

07 დეკემბერი 2022, 10:53

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

07 დეკემბერი 2022, 10:52

ტექნოლოგიები

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება. სამიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სემინარებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი შთაგონებით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.

07 დეკემბერი 2022, 10:51

რეგიონი

ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა

მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ზესტაფონსა და ქუთაისში 310 მოსწავლე გადაამზადა. ზესტაფონის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე ქუთაისის N23 და N32 სკოლებში, დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი

07 დეკემბერი 2022, 10:28

მსოფლიო

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს და ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასამართლომ მას ასევე სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

07 დეკემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა.

07 დეკემბერი 2022, 10:18

საზოგადოება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

07 დეკემბერი 2022, 10:17

საზოგადოება

დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

07 დეკემბერი 2022, 10:07

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

07 დეკემბერი 2022, 10:03

ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთანაც.

07 დეკემბერი 2022, 08:08

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეტალურად განიხილავენ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.