05 ოქტომბერი 2022, 14:17 / სანდო წყარო

საქართველოს დელეგაციამ ICAO-ს ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კახა იმნაძე და დელეგაციის სხვა წევრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 41-ე ასამბლეის პლენარული სესიების მუშაობაში მონაწილეობენ. ღონისძიება მონრეალში, ICAO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს და მასში 177 სახელმწიფოს ორი ათასამდე დელეგატი მონაწილეობს.

ICAO-ს ასამბლეა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომდევნო სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, წელს პირველად შეიკრიბა კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ. ღონისძიების დღის წესრიგის ყველაზე მთავარ და აქტუალურ საკითხებს საავიაციო სექტორის მდგრადობა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს.

ასამბლეის გახსნით შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის (CORSIA) დანერგვის პროცესის მხარდაჭერას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ავიაციის სფეროში ინოვაციური მიდგომების შემოტანა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტები იქნება ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უმთავრეს წვლილს შეიტანენ დარგის ოპერაციული მდგრადობის და საავიაციო გარემოსდაცვითი პროცესების გაუმჯობესებაში მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

საქართველოს სახელით, ასამბლეაზე მოხსენებით წარსდგა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, რომელმაც როგორც გასული მე-40 ასამბლეის ფარგლებში, ისე ამჯერადაც გააჟღერა ქვეყნის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის თაობაზე, სანამ ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ. „ნებისმიერი უნებართვო ფრენა, შესრულებული ოკუპირებულ რეგიონებში, იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, ჩიკაგოს კონვენციით გათვალისწინებული ნორმების უხეში დარღვევა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მოთხოვნების უგულებელყოფას.“ - განაცხადა ლევან კარანაძემ. აქვე მან მადლობა გადაუხადა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ქვეყნის სრული მხარდაჭერისთვის აღნიშნულ საკითხში.

ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების გარდა, მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და პარტნიორი საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებთან, მათ შორის, შეხვედრები შედგა ICAO-ს გენერალურ მდივანთან, საბჭოს პრეზიდენტთან, კატარის სახელმწიფოს და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებთან, რომელთა ფარგლებშიც მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ასამბლეის ფარგლებში, ჩიკაგოს კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს დელეგატები განიხილავენ ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს, ახალ სამწლიან სამუშაო პროგრამას და ბიუჯეტს, ასევე აირჩევენ იმ 36 ქვეყანას, რომლებიც იქნებიან ორგანიზაციის მმართველ საბჭოში 2023-2025 პერიოდისათვის.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გასული, მე-40 ასამბლეის ფარგლებში (2019 წელი), ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ამასთან, სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე არჩეულ იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

06 დეკემბერი 2022, 12:34

პოლიტიკა

გია აბაშიძე: კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი, რა მასშტაბის დაფარული ანგარება ტრიალებს და როგორ დათარეშობენ იქ სხვადასხვა არარეგისტრირებული ლობისტები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირის“ [და არა გიგაურის აქაური ნაცკანტორის] ცნობით, ბრიუსელში, უკონტროლოა ლობისტური აქტივობა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

06 დეკემბერი 2022, 12:29

პოლიტიკა

გიული ალასანიას მიერ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, რამდენიმე უცხოური გამოცემა აქვეყნებს სტატიას ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე, ერთი და იმავე ფოტოთი და ერთი და იმავე სათაურით

გიული ალასანიას მიერ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, რამდენიმე უცხოური გამოცემა აქვეყნებს სტატიას ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე, ერთი და იმავე ფოტოთი და ერთი და იმავე სათაურით. „ქართულმა ოპოზიციამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ განაცხადა“, - ასეთია სტატიის სათაური, რომელიც Washington Post-ის, Independent-ის და ABC News-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

06 დეკემბერი 2022, 12:27

რეგიონი

გერმანიის მთავრობა 55 მილიონ ევროს გამოყოფს ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისათვის.

06 დეკემბერი 2022, 12:26

სამართალი

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 12:23

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, შრომის ინსპექციის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებს ხვდებიან.

ნიკა წულუკიძე

06 დეკემბერი 2022, 12:19

კულტურა

ნიკა წულუკიძეს აკაკი ვასაძის სახელობის ჯილდო გადაეცა

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანს, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეს აკაკი ვასაძის სახელობის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოება რუსთავის თეატრში ამავე თეატრის 55 წლის იუბილეზე, გიგა ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.

06 დეკემბერი 2022, 12:17

რეგიონი

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი კვლავ სრულად აღდგა

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი კვლავ სრულად აღდგა. 2022 წლის ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა, - ამის ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 12:10

საზოგადოება

თამილა ბარკალაიამ და ნინო ველთაურმა, ყირგიზეთის დელეგაციას, შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნეს

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს, საქართველოში, სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომები. ისაუბრეს დასაქმებისა და შრომის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმილ პროგრამებზე.

06 დეკემბერი 2022, 12:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ ნიადაგის მნიშვნელობის და მისი დაცვის აუცილებლობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო ნიადაგის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისთვის ახორციელებს.

06 დეკემბერი 2022, 11:47

რეგიონი

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. გასულ წელს ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

06 დეკემბერი 2022, 11:39

საზოგადოება

კონკურენციის სააგენტომ ნოემბერში მომხმარებლთა უფლებების დაცვის მიმართულებით 42 განაცხადი მიიღო

მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 5%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები 2%.

ნინო ფოჩხუა

06 დეკემბერი 2022, 11:36

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ვანო ნადირაძეზე: უკრაინის ბედი კი არა, მისი კრიმინალი ბელადის ბედი აღელვებს მხოლოდ და ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ვანო ნადირაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას უკრაინის ბედი კი არა, მხოლოდ სააკაშვილის ბედი აღელვებს.

გიორგი ვოლსკი

06 დეკემბერი 2022, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ ადამიანებს სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციების გასაღრმავებლად და მისი ჯანმრთელობა და ბედი არანაირად არ აინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. ხუთ დღეში გაირკვევა, რა წესით აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა. გიორგი ვოლსკის თქმით, ეს არის დაპირისპირებული ჯგუფების აყალ-მაყალი.

რატი იონათამიშვილი

06 დეკემბერი 2022, 11:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე

ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულება, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ევროკოვშარის სრულუფლებიან წევრობამდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

06 დეკემბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მართლა სირცხვილია, როდესაც ორგანიზაცია "სირცხვილია" მონაწილეობს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ამერიკელი გადამხდელების მიერ მიღებულ ფულს ხელისუფლების არალეგიტიმური ცვლილების ორგანიზებაში გეგმავს

იქნებ კეთილი ინებოთ ძვირფასო პარტნიორებო, "სირცხვილიას" დამფინანსებლებო დასავლეთიდან - გაემიჯნოთ თქვენი გამოკვებილი რადიკალების ამ უღირს ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ყველა "სიჩუმე" ქართველ ხალხს აფიქრებინებს, რომ სწორედ თქვენ დგახართ ამ ყველაფრის უკან- ამის შესახებ “ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი შოთაძე

06 დეკემბერი 2022, 11:19

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

06 დეკემბერი 2022, 11:14

საზოგადოება

საჯარო რეესტრის IT პროექტმა „ელექტრონული ოქმის აპლიკაცია“ GITI 2022-ზე ჯილდო მიიღო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT პროექტი - ელექტრონული ოქმის აპლიკაცია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონულ კონკურს “GITI 2022-ზე”, ნომინაციაში წარმატებული IT ინოვაცია, გამოხატული ბიზნეს პროცესის გამარტივებაში, ყველაზე ინოვაციურ IT პროდუქტად დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 11:07

რეგიონი

„ბათუმი ავარიული სახლების“ პროექტის ფარგლებში, 688 ოჯახს ახალი ბინები აუშენდება

კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 53 ათას კვ. მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელი შენობების გარდა განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მოეწყობა მწვანე სივრცეები, საპარკე ინვენტარი, განათება და სანიაღვრე სისტემები. ბათუმის მერიამ შესაბამისი სამშენებლო ტენდერი უკვე გამოაცხადა შემდეგ 3 მისამართზე:

06 დეკემბერი 2022, 11:06

საზოგადოება

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე, 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 10:42

მსოფლიო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 თებერვლიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასეთია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბოლო მონაცემები.