imedi /  11 სექტემბერი 2017, 17:00 / სანდო წყარო

ჩინეთი დიზელის და ბენზინის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

ჩინეთი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების და გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

ქვეყნის მრეწველობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილის განცხადებით, აკრძალის თარიღზე მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს. 

ქსინ გუობინის განმარტებით, ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვა გარემოს დაცვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. 

თავის მხრივ, ჩინეთის უმსხვილესი ავტო ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აკრძალვა 2040 წლის შემდეგ შევა ძალაში, როცა მსგავს შეზღუდვებს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გეგმავენ. 

კომენტარები ()