imedi /  12 სექტემბერი 2017, 15:15 / სანდო წყარო

კახეთსა და იმერეთში ტურისტების მოსაზიდად სპეციალური სტრატეგია შეიქმნება

სოფელი საწირე, ტყიბულის მუნიციპალიტეტი

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთისა და იმერეთის რეგიონების ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაცია კახეთის და იმერეთის რეგიონების ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას და საიმიჯო ვებგვერდებს მოამზადებს. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ სტრატეგიაზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად კახეთის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მუშაობენ. 

დღეს პროექტის დეტალები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და მოწევეულმა ექსპერტებმა განიხილეს. პროექტის მონაწილე ექსპერტის იანეს სირსეს განცხადებით, პროექტის მიზანია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის და კახეთის რეგიონების ცნობადობის ამაღლება.

„კახეთის შესახებ მთავარი მესიჯი ღვინო იქნება. იმერეთთან დაკავშირებით კი კულტურული, ბუნებრივი მემკვიდრეობა. ჩვენი მიზანია საქართველოში უფრო მეტი მოგზაურის ჩამოსვლა, თქვენი ქვეყნიდან კმაყოფილი ტურისტების წასვლა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა“, – განაცხადა იანეს სირსემ.

კომენტარები ()