imedi /  01 დეკემბერი 2022, 17:11 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022 - ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

GITI 2022 - ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. წელს ის მეთორმეტედ, ორწლიანი პაუზის შემდეგ იმართება. ფორუმის მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში არსებობს. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორია სრულად არ არის დაფარული ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტ ქსელებით, არ არის დანერგილი მობილური 5G ქსელები, უთანასწორობა არსებობს მოსახლეობის და ბიზნესების მიერ ციფრული სერვისების გამოყენებაშიც.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყება, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობს.

მისი თქმით, საქართველოში ციფრული ეკონომიკის მიზნით გატარებული ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებთან. ვიცე-პრემიერმა დაასახელა ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ქსელების მშენებლობა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე, კონკურენციის გაზრდაზე და მოსახლეობაში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაზე. ასევე ვაგრძელებთ მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, აგრეთვე მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და სხვ.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის პრიორიტეტებში საქართველომ რამდენიმე ფლაგმან პროექტს შორის ციფრული კავშირების განვითარების პრიორიტეტული გეგმები წარადგინა - საუბარია შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ციფრულ ჰაბად.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ჰაბის განვითარება, ერთი მხრივ, გულისხმობს საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, საქართველოში მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირება.

მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტროში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტ-კავშირის ბაზარი, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 30 პროცენტით გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს საერთაშორისო ინტერნეტ - კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

ფორუმის ორგანიზატორებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში. ღონისძიების სპონსორია თიბისი ბანკი.

ყველა სიახლე

05 თებერვალი 2023, 13:47

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

05 თებერვალი 2023, 13:40

საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებული მტკიცებულების საჯაროდ წარმოდგენას მოითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ დაარსების ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნისა და მოვლენების დრამატიზების მიზანმიმართული მცდელობის გამო, რითაც მედიასაშუალება გამიზნულად დარტყმის ქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელს, ასევე, მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 თებერვალი 2023, 13:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე გიული ალასანიაც „მზადაა“ ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა მისაღები ყოფილა

არ ფარავენ თავიანთ ზრახვებს - ომი და უბედურებაა მათი მიზანი. საკაშვილიც ამ მიზნით შემოვიდა ქვეყანაში და თურმე გიული ალასანიაც "მზადაა" ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა ყოფილა მისაღები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიული ალასანიას განცხადებას.

05 თებერვალი 2023, 13:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან

საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.

გია აბაშიძე

05 თებერვალი 2023, 13:11

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს - დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს

სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს. ეს არცაა გასაკვირი, ნაცრეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს, დედამისს და ჩეკისტ ბიძამისს არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყანა და მისი საზოგადოება - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

05 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა

გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა. აბა როგორო? ყველა გზა უნდა მოვსინჯოთო.. მოსინჯონ! და ისინიც მოსინჯავენ რაღაც რაღაცებს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

05 თებერვალი 2023, 12:46

მსოფლიო

უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი სამხედროებისთვის გაუქმებული ფულადი პრემიების დაბრუნებას სთხოვენ

უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვენ, უკრაინელ სამხედროებს გაუქმებული ფულადი პრემიები დაუბრუნოს. საუბარია 30 000 გრინვაზე. შესაბამისი ელექტრონული პეტიცია სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე 31 იანვარს გამოჩნდა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

05 თებერვალი 2023, 12:24

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია

ევროკომისიის ანგარიშს, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. ელჩის განმარტებით, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ელოდება.

05 თებერვალი 2023, 11:55

სამართალი

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 მ3-მდე მეორე ხარისხის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას მოქალაქე სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა.

გიული ალასანია

05 თებერვალი 2023, 11:26

პოლიტიკა

გიული ალასანია ჩალაძის მხრიდან ომის მუქარაზე: ყველანაირი ფორმა მისაღებია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

05 თებერვალი 2023, 11:25

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 347-ე დღეს

რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედება უფრო ხისტი ხდება. ოკუპანტები დონეცკის ოლქში გააქტიურდნენ. შეტევით ოპერაციები გააქტიურდა ლიმანის მიმართულებითაც. რეგიონი ფრონტის ხაზის ეპიცენტრად რჩება. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ. ამ კვირაში ოკუპანტებმა დაახლოებით, ქალების ციხიდან 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს.

05 თებერვალი 2023, 11:14

სპორტი

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია - წლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები გერმანიასთან გამართავს

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია. საქართველოს ნაკრები 2023 წლის პირველ შეხვედრას გერმანიასთან ჩაატარებს. ლევან მაისაშვილის გუნდში წინა შეხვედრებისგან განსხვავებით 8 ცვლილებაა. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.

05 თებერვალი 2023, 10:53

ტექნოლოგიები

Samsung-მა Galaxy S23 სერიის სმარტფონები წარადგინა

Galaxy-ის ახალი მოდელების კამერა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ Galaxy-ის სმარტფონებში პირველად, Galaxy S23 Ultra-ს 200MP-იანი კამერა ექნება, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს.

05 თებერვალი 2023, 09:59

მსოფლიო

უნიკალური Bugatti Chiron Profilée აუქციონზე $10.7 მილიონად გაიყიდა

ავტომოყვარულებსა და კოლექციონერებს Bugatti-ს უნიკალური მოდელის, Chiron Profilee-ს შესაძენად უკანასკნელი შანსი ჰქონდათ. ჰიპერქარი საფრანგეთში, Sotheby’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე 10.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გიორგი ხელაშვილი

05 თებერვალი 2023, 09:39

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ევროკომისიის დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის რეაქცია გვაიმედებს, რომ ისინი შეიძლება, გონს მოეგონ და ჩვენთან ერთად იმუშაონ, იმედია, ეს მისცემთ სიმამაცეს, წინ აღუდგნენ ხაბეიშვილებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკერიებს

„როცა მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება არა ერთი და ორი, არამედ დაახლოებით თორმეტი ქულით, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ემოციურად ან რაღაც სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება, ევროპის შიგნით რომელიმე დიდი ქვეყნის ჩარევით. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ საქართველო გეოგრაფიულად სხვაგან მდებარეობს და ამიტომ ეს ფაქტორი რაღაცნაირად გაითვალისწინეს. ეს ახალი დოკუმენტი საკმაოდ მძლავრად პასუხობს მთელ ამ ფსევდოარგუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ხელაშვილმა.

ლევან იოსელიანი

05 თებერვალი 2023, 09:02

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, უნდა უარყოს ჩალაძის განცხადების შინაარსი

როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და გაემიჯნოს ამ განცხადების შინაარსს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

05 თებერვალი 2023, 08:31

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 თებერვალი 2023, 08:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე - ახლა ყველაფერს ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს

ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

05 თებერვალი 2023, 00:57

ტაბლოიდი

კანადაში 18 წლის გოგომ ცხოვრებაში პირველად ნაყიდი ლატარიის ბილეთით 48 მილიონი დოლარი მოიგო

ჯულიეტ ლამურის თქმით, ლატარიის ბილეთის ყიდვა მას ბაბუამ ურჩია. გოგონა კანადის ისტორიაში ლატარიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მისი თქმით, ის მოგებული თანხით სწავლსა და მოგზაურობას გეგმავს.

05 თებერვალი 2023, 00:28

მსოფლიო

CNN: ამერიკელმა სამხედროებმა ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს. როგორც CNN-ი იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირება განაცხადეს.