imedi /  13 სექტემბერი 2017, 13:41 / სანდო წყარო

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 20 მილიონი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 46 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.090 პროცენტით, მაქსიმალური 7.160 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.119 პროცენტით განისაზღვრა.

კომენტარები ()