imedi /  06 დეკემბერი 2022, 00:30 / სანდო წყარო

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინაში ომის ეკონომიკური და ჰუმანიტარული შოკები გლობალურად უფრო გაიზრდება, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ეს გამოწვევები დავძლიოთ

ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინაში ომის ეკონომიკური და ჰუმანიტარული შოკები გლობალურად კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა შევეცადოთ და დავძლიოთ ეს გამოწვევები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ომისა და პანდემიის ეკონომიკური შოკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას. შეხვედრა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელშიც აღწერილია უკრაინის ომის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე და არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და შესაძლებლობები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო შეუერთდა ან მხარი დაუჭირა 400-მდე რეზოლუციას, ერთობლივ განცხადებას და სხვა ინიციატივას, რომელიც გაკეთებული ან შემოთავაზებული იყო უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყებიდან არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და, ასევე, ქვეყნის შიგნით ეხმარება საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ მოქალაქეებს, მათ შორის 30,000 უკრაინელს, რომლებიც ომში დაზარალდნენ და ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.

„საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ მდგრადია გლობალური პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკური შოკების მიმართ. 2021 და 2022 წლებში ქვეყანამ შეძლო ორნიშნა, დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ეკონომიკური ზრდა მრავალ ფაქტორზეა დაფუძნებული, მათ შორის საგარეო და შიდა მოთხოვნის ზრდა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის ზრდას

ტრანსპორტის, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და მომსახურების სექტორებში,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ორ კვარტალში ორჯერ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა ქვეყანაში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. ასევე 34 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან, ხოლო 2021 წელს ცენტრალურ დერეფანში სატვირთო მიმოსვლამ 10 ათას TEU-ს მიაღწია და წელს ამ მარშრუტზე ზრდა 20%-ზე მეტია. კიდევ ერთი სექტორი, რომელზეც ირაკლი ნადარეიშვილმა გაამახვილა ყურადღება ტურიზმზე, რომელიც ამჟამად გადის მნიშვნელოვან პერიოდს - საქართველოში მიმდინარე წელს თითქმის 4,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, ხოლო სექტორის ეკონომიკური წვლილი 102%-ით დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს. ამავე დროს, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზეც, მათ შორის, გაზრდილ ინფლაციაზე და მისი დაძლევის გზებზეც.

თავის გამოსვლაში, ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა გამოწვევებზე ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვებსა და რთულ ენერგეტიკულ ვითარებაზე ევროპაში. „სავაჭრო მარშრუტების ცვლასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ შუა დერეფანი შეიძლება გახდეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა და აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სიმძლავრეები და გამართული მუშაობა წარიმართოს მზარდი ნაკადებით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საკვანძოა ფაქტორია ზღვაზე კავშირის ათვისებისთვის და ფოთის პორტში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ პროექტად. ამასთან, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდება ახალი კვლევა საქართველოდან რუმინეთში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარების შესახებ.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. მისი თქმით, საქართველო მიზნად ისახავს საკუთარი რესურსების შემდგომ განვითარებას და იმპორტის შესაძლებლობების დივერსიფიკაციას. მინისტრის მოადგილის თქმით, პრიორიტეტულია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლითაც სამხრეთ კავკასიის ენერგოქსელი ევროკავშირისას დაუკავშირდება.

ყველა სიახლე

06 თებერვალი 2023, 00:52

ტაბლოიდი

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

ჰარინგტონი და ლესლი HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში ერთმანეთზე შეყვარებულ ჯონ სნოუსა და იგრიტის როლებს ასრულებდნენ. მსახიობებს შორის ნამდვილი გრძნობები გაჩნდა და 2018 წელს მათ შოტლანდიაში იქორწინეს. პირველი შვილი - ბიჭი, მათ 2021 წელს შეეძინათ.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:50

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა სანქციებზე: ჩვენი პოლიტიკა უკომპრომისოა საქართველოს დამოუკიდებლობასთან, ოკუპაციასთან მიმართებაში, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს

არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ, რათა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით რაიმე დავარღვიოთ - ჩვენ ერთგული ვართ მისი დაცვის თვალსაზრისით, თუმცა ინდივიდუალური სანქციების დაწესება და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ვხედავთ, რომ შეუძლებელია საქართველოსთვის ეს სასიკეთოდ დასრულდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:26

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: შეუძლებელია საქართველომ ისეთი ეკონომიკური სანქცია დააწესოს, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე

„ახლა წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც საქართველოს შეეძლო დაეწესებინა სანქციები. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ შეუძლებელია საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს ისეთი ეკონომიკური სანქცია, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე. რამდენჯერმე უფრო ძნელია საქართველოსთვის ამ პროცესში შესვლა დღეის მდგომარეობით, ვიდრე რუსეთისთვის“, - განაცხადა დუნდუამ.

ნინო ნადირაძე

06 თებერვალი 2023, 00:09

საზოგადოება

ნინო ნადირაძე: ყველამ თავისი სამედიცინო ლიცენზიის ფარგლებში უნდა ისაუბროს და ის კითხვები, რაც სააკაშვილის ადვოკატებს ჰქონდათ, მართლაც თუ აინტერესებდათ, ყველაზე პირველ მოწმედ მათ მისი მკურნალი ექიმისთვის უნდა დაეძახათ

მათი „ექსპერტებისგან“ განსხვავებით, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თავიანთ კომპეტენციებს, სალიცენზიო უფლებებს გასცდნენ და ისაუბრონ ყველაფერზე: ფსიქიატრს აქვს ისაუბროს გასტროენტეროლოგიაზე და ასე შემდეგ, მოკლედ, ასეთი გამოთქმა არსებობს, „ყველაფერჩიკები“ არიან, მე ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ნადირაძე

05 თებერვალი 2023, 23:45

საზოგადოება

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო

„გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია“, - აღნიშნა ნადირაძემ.

გოგა ხაინდრავა

05 თებერვალი 2023, 23:35

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია

მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

05 თებერვალი 2023, 23:31

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართულმა საზოგადოებამ ამ 30 წლის განმავლობაში დაანახა მსოფლიოს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უნარი შევქმნათ არა მარტო დამოუკიდებელი, არამედ სუვერენული ქვეყანა. ვერცერთი ხელისუფლება, თუ არ აქვს ძლიერი მხარდაჭერა, ვერასოდეს განახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მას სურს. ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ამას მოჰყვა საშინელი შტურმი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ - განაცხადა ხაინდრავამ.

ნინო ბერძული

05 თებერვალი 2023, 22:30

საზოგადოება

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

2015 წლიდან, 2021 წლის მონაცემებს რომ შევადაროთ, C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით არის შემცირებული. 20/30-ის სამიზნე არის 90%. ეს არის გლობალური სამიზნე. ესაა ასევე ევროპის რეგიონის სამიზნე მაჩვენებელი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას დოქტორმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამის განყოფილების დირექტორმა, ნინო ბერძულმა.

05 თებერვალი 2023, 22:05

მსოფლიო

ავსტრიასა და შვეიცარიაში ალპებში ჩამოწოლილ ზვავებს მსხვერპლი მოჰყვა

დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან. ავსტრიის მთავრობის მიერ ზვავსაშიშროების საფრთხის გამოცხადების მიუხედავად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგანაც ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.

არჩილ თალაკვაძე

05 თებერვალი 2023, 21:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას

„ისინი ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და გადააყენეს თავისი თავმჯდომარე. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში ჩაატარეს. გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და რეალურად დღეს არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ როგორღაც ლევან ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ათონელი ბერი ნეოფიტე

05 თებერვალი 2023, 21:30

საზოგადოება

ათონელი ბერი ლევან ბერძენიშვილზე: ადამიანი თქვენს შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას

ვიდეო მიმართვაში ათონელი ბერი ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, მომავალ თაობას და მას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში.

გია ცაგარეიშვილი

05 თებერვალი 2023, 21:14

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი გიგაურს: ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში?

„ეტყობა ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო ამ ორგანიზაციისთვის. მომენტალურად დაიწყეს ამის გადაფუთვა და შემდეგ თავიანთი ვარიანტი შეასახეს საზოგადოებას, რომ თურმე კლეპტოკრატიული მმართველობაა ქვეყანაში. ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში? და კეზერაშვილი 1 დღეში რომ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგა და მილიონერი გახდა ესეც კლეპტოკრატია არ იყო? რა იყო და რა არის კლეპტოკრატია?“ - ამბობს ცაგარეიშვილი.

შალვა პაპუაშვილი

05 თებერვალი 2023, 21:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ჩამოყალიბებულია გარკვეული ტრენდი, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდა იყო აბსოლუტურად ნეგატიურად განწყობილი და ნებისმიერ პოზიტიურ შეფასებაში ეძებო რაიმე, რომელიც კრიტიკულად შეიძლება წარმოსახო

სამწუხაროდ, ჩამოყალიბებულია გარკვეული ტრენდი, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდა იყო აბსოლუტურად ნეგატიურად განწყობილი და ნებისმიერ პოზიტიურ შეფასებაში ეძებო რაიმე, რომელიც კრიტიკულად შეიძლება წარმოსახო, - ამის შესახებ პარლამენტს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ტატო გრიგალაშვილი

05 თებერვალი 2023, 20:55

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მაკა ბოჭორიშვილი

05 თებერვალი 2023, 20:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: რასაც ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ტირაჟირებენ, არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს, საქართველოს აქვს ნაკლები პროგრესი ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას

რასაც ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ტირაჟირებენ, არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს, საქართველოს არაფერი გაუკეთებია, საქართველოს აქვს ნაკლები პროგრესი ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან მახაშვილი

05 თებერვალი 2023, 20:47

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ომის გამო ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი გარკვეული წახალისება, კეთილგანწყობა არსებობს

„ვიცით, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ნამდვილად ასეა - ომის გამო გარკვეული უპირატესობა, გარკვეული წახალისება, კეთილგანწყობა ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი არსებობს“, - განმარტავს მახაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

05 თებერვალი 2023, 20:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ამბობდა: „გასაჯაროვდეს კითხვარი, ჩვენ უნდა შევავსოთ, არ ვენდობით ხელისუფლებას“. შევსებული კითხვარის ყდასაც იწუნებდნენ. სწორად ამ კითხვარის საფუძველზე ევროკავშირმა საქართველოს ლიდერობა აღიარა

„როდესაც კითხვარი გადმოგვეცა, მთელი კამპანია იყო აწეული. ოპოზიცია ამბობდა: „გასაჯაროვდეს კითხვარი, ჩვენ უნდა შევავსოთ, არ ვენდობით ხელისუფლებას, რომ ის კარგად შეავსებს კითხვარს“. შემდეგ, გახსოვთ, რომ შევსებული კითხვარის ყდასაც იწუნებდნენ. ვნახეთ, რამდენად უსაფუძვლო იყო ის პანიკა, ვინაიდან სწორად ამ კითხვარის საფუძველზე ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ლიდერობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არქიმანდრიტი იოსები (ბურჯანაძე)

05 თებერვალი 2023, 20:21

საზოგადოება

გელათის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოსების ცხოვრების მძიმე ჯვარი - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

გელათის მონასტრის წინამძღვრის გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. არქიმანდრიტმა, იოსებმა თავი გაწირა და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ კელიაში შევიდა. გელათის მონასტრის წინამძღვარი უკანასკნელ გზაზე გუშინ ათასობით ადამიანმა გააცილა.

ბობი უხუცესი ძაღლი

05 თებერვალი 2023, 19:30

ტაბლოიდი

30 წლის ბობი ისტორიაში უხუცეს ძაღლად აღიარეს🐕

ბობი 1992 წლის მაისში დაიბადა. მისი პატრონი ლეონელ კოსტა მაშინ 8 წლის იყო. ოჯახში უკვე ბევრი ძაღლი ჰყავდათ, ამიტომ ბიჭის მშობლებმა ლეკვები ორმოში დატოვეს. მაგრამ ლეონელმა და მისმა ძმებმა ბობის გადარჩენა მოახერხეს და უფროსები მის სახლში დატოვებაზე დაითანხმეს.

ზურაბ აბაშიძე

05 თებერვალი 2023, 19:13

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ე.წ. პრაღის ფორმატში განვიხილავთ საქართველოსათვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხებს

ე.წ. პრაღის ფორმატში განვიხილავთ საქართველოსათვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხებს, რაც საერთო ჯამში, ბუნებრივია, დაკავშირებულია ქართული ტერიტორიების ბედთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსა და მისი ხელშეწყობით, ფაქტობრივად რუსეთმა მიისაკუთრა, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძე „იმედინიუსს“ განუცხადა.