06 დეკემბერი 2022, 17:27 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: საქართველომ შეძლო რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

საქართველომ შეძლო რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელსაც და 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერშიც ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10% შეადგინა. საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით, 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული საქართველოს ეკონომიკური მემორანდუმის – „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების კუთხით. „ჩვენ მზად ვართ განვამტკიცოთ ეს წარმატება და გავაძლიეროთ მუშაობა პროდუქტიულობის ხელშემწყობი რეფორმების მხარდასაჭერად, საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებით, საქართველოს ინტეგრაციის გაზრდით მსოფლიო ღირებულების ჯაჭვებში და ახალი შესაძლებლობების გახსნით დიგიტალიზაციის და ინოვაციებისთვის,“ - აღნიშნა მან.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა 30 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავარი პარტნიორია ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ინფრასტრუქტურის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა თუ კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის მიმართულებით.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ეკონომიკის განვითარების კუთხით, მათ შორის მოახერხა და ათწლიან პერსპექტივაში გაანახევრა სიღარიბის დონე, რაც ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ამასთან, საქართველომ აჩვენა მდგრადობა საერთაშორისო ეკონომიკური შოკების მიმართ, რაც იყო კიდეც პრეზენტაციაში აღნიშნული, და 2019 წელს საქართველო გახდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. თუმცა, ეს ყველაფერი საქართველოს წარმატებისკენ დასაწყისია და ის უკვე გადის მთავრობის მიერ გასატარებელ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე, სადაც ასევე მოვიაზრებთ მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს კომპლექსური სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების მიღწევას და კერძო სექტორით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. მათ შორის, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა ფისკალურად მდგრადი მექანიზმებით და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, რომლის გამოყენების მიმართულებითაც თანამიმდევრული პოლიტიკა ხორციელდება. მისი შეფასებით, საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანს დიდი პერსპექტივები გააჩნია. „საქართველო პოზიციონირებს როგორც საიმედო და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. აღნიშნულ საზღვაო დერეფანს სჭირდება მეტი პირდაპირი, რეგულარული ფიდერული და საბორნე მომსახურება საქართველოსა და რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის, რაც შეამცირებს ტრანზიტისა და გადაზიდვის დროს და გახდის მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს. ამასთან, სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 12:43

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

სოსო გიორგაძე
ქათი ვიდალი

07 თებერვალი 2023, 12:24

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.

07 თებერვალი 2023, 12:20

მსოფლიო

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

გია აბაშიძე

07 თებერვალი 2023, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია“

მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია" - წერს ექსპერტი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ამგვარ ფსკერზე ხოხვა.

07 თებერვალი 2023, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა თურქეთში. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონიდან

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში მუშაობს. ისინი ცდილობენ მიწისძვრის ეპიცენტრს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიუახლოვდნენ.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 12:00

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტი 2023 წელს კიდევ გაიზარდა, რაც თანამოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალურ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება

ოზურგეთის მერის თქმით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამებით გასულ წელს ჯამში 4 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ნინო ფოჩხუა

07 თებერვალი 2023, 11:57

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, აღარ არის მიშას დრო, როცა ის უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს

უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადების შესახებ.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:56

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს

იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 11:55

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვგეგმავთ 20 000 000 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების პროექტირებას, რომელსაც რეაბილიტაცია და სრული განახლება ესაჭიროება

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ოზურგეთის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში ვგეგმავთ გზების რეაბილიტაციას და უკვე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცი, ჯამში 12 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ესენია: სოფ. მაკვანეთში (ბაღების უბანი) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2062 მ - დაიხარჯება 1 545 280,74 ლარი; დაბა ლაითურის (მე-9 რაიონი) შიდა გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3280 მ - დაიხარჯება 2 566 378,00 ლარი; სოფ. მთისპირის (დაბლა ვანისქედი) და სოფ. ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 1178 მ - დაიხარჯება 773 330,85 ლარი; სოფ. ცხემლისხიდის (უჩხუბის უბანი) და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 4028 მ - დაიხარჯება 2 199 670,00 ლარი; სოფ.ბახვისა და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ს/გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2997 მ - დაიხარჯება 2 062 753,00 ლარი; ანასეულში ჩხაიძის (იმედაშვილის) ქუჩის რეაბილიტაცია - სიგრძით 1373 მ - დაიხარჯება 1 437 645,00 ლარი; სოფ.შრომაში ვაკისა და ზედუბნის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3278 მ - დაიხარჯება 3 102 188,00 ლარი, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 11:52

საზოგადოება

მედიალაბის თანაორგანიზებით გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გაიმართა

„კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან(ჯიტა) და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების (GGJ) შექმნის შეჯიბრი გამართა. Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის დაწყებამდე თემატიკად ფესვები დასახელდა, რის მიხედვითაც, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა შეექმნათ“.

სოსო გიორგაძე

07 თებერვალი 2023, 11:49

საზოგადოება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ვიზიტით აშშ-ს ეწვია

სოსო გიორგაძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.

ლევან იოსელიანი

07 თებერვალი 2023, 11:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა

„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა

იაგო ხვიჩია

07 თებერვალი 2023, 11:39

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ არც დაუწყიათ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ და აქედან გამომდინარე, მათ მიერ საკანონდმებლო ორგანოში საქმიანობის შეწყვეტაზე, ვერაფერს იტყვის.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:39

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას

„როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი პერსპექტივა ევროკავშირის სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოებისა და კანდიდატის სტატუსის მიღების, ეს საბოტაჟი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაამძაფრეს. მათ არ უთქვამთ, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში გადადიან, მათ თქვეს, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ. საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 თებერვალი 2023, 11:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნაცმოძრაობაზე: საპარლამენტო ცხოვრებას მათი ყოფნა ან არყოფნა არაფრით შეცვლის

„საპარლამენტო ცხოვრებას მათი არყოფნა ან ყოფნა არაფრით არ შეცვლის. მათ ვერ შეძლეს თავიანთი ადგილის პოვნა საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს გამოწვეულია იმ რადიკალური, რევოლუციური დღის წესრიგით, რომელიც მათ და მათმა ლიდერებმა 2020 წლის არჩევნებამდე და მით უმეტეს, არჩევნების შემდეგ დაისახეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჰერმან საბო

07 თებერვალი 2023, 11:23

პოლიტიკა

ჰერმან საბო: პარლამენტიდან გასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას უქმნის

პარლამენტიდან გასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას უქმნის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა. „ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ 12 პუნქტის შესრულების საკითხში, რადგან ერთი მხრივ მთავარი ოპოზიციური ფრაქცია საერთოდ რას შვრება ვერ გავიგე, გადიან, შემოდიან. ამით უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას ჩუქნიან, რომ რომელი პუნქტიც უნდათ და როგორც უნდათ ისე შეასრულონ და მერე ყველაფერი გადააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორებიც იქნებიან“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

ლევან იოსელიანმა

07 თებერვალი 2023, 11:21

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესასრულებელი, რაც დღეს საქართველოსთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა

„საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის აქამდეც მნიშვნელოვანი იყო, ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს ეხება ვეტერანებს, პენსიონერებს, განათლების სისტემის რეფორმირებას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

07 თებერვალი 2023, 11:20

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში დაღუპულებს გლოვობენ . სამაშაველო სამუშაოებისა და ბიძგების პარალელურად მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.