imedi /  13 სექტემბერი 2017, 18:15 / სანდო წყარო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დასრულდა

გიორგი ჩერქეზიშვილი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

"ეს მეორე პროექტია, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან იმ ფონზე განახორციელეს, როდესაც ავიაკომპანიების ძალიან მზარდი ნაკადი  გვაქვს. მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დროს მათი რეგულაციების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პრინციპებს.  ჩვენ ვხდებით ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრები და ამისთვის ეს  აუცილებელი წინაპირობაა“ - აღნიშნა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა. 

პროექტის დახურვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორვატიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მასში, ავსტრიელი კოლეგებიც იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები ()