imedi /  13 სექტემბერი 2017, 20:58 / სანდო წყარო

ამერიკული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ამერიკელი ინვესტორები, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები სტუმრობენ.

ეკონომიკის სამინისროს ცნობით, მასაჩუსეტის შტატიდან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის სპეციალისტი და მასაჩუსეტის შტატის საპატიო კონსულობის კანდიდატი ჯარეთ გატრი, ასევე საერთაშორისო კომერციული საბანკო და ტელეკომუნიკაციების მენეჯერი ჯიმ ბულიონი, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების სპეციალისტი ჯოზეფ ჰაინსი და ფინანსური სერვისების ინდუსტრიის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სპეციალისტი ჯეფრი ლეკლერი.

დელეგაციას თან ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია. შეხვედრები გაიმართა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროში.

საჯარო სექტორის გარდა, დელეგაციის წევრები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

კომენტარები ()