imedi /  14 იანვარი 2023, 20:12 / სანდო წყარო

რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები გააცნო

რომეო მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძე

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაც მის უპირატესობას წარმოადგენს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის ეფექტური გამოყენება ჰიდროს, ქარის, მზისა და სხვა ენერგოეფექტური მიმართულებებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის რიგით მე-13 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მდგრადი განვითარება და მდგრად ენერგიაზე გადასვლა არის წინგადადგმული ნაბიჯი დაბალი ემისიის ეკონომიკისკენ. თუმცა, მისი თქმით, ენერგიის მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ განახლებადი ენერგიის გამოყენება - ეს არის ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და პოლიტიკის შემუშავების სინერგია, რომელიც მოითხოვს რესურსების ხელმისაწვდომობას, სათანადო ინვესტიციებს, ძლიერ პოლიტიკურ ნებასა და თანამშრომლობას სხვადასხვა მხარეებს შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველო ენერგიის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, განბსაკუთრებით ზამთრის დეფიციტის დასაძლევად და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ავითარებს დამატებით გენერაციას. მისი თქმით, ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა განახლებადი ენერგიის 202 პროექტი (153 ჰიდრო, 18 ქარი და 31 მზის ელექტროსადგური).

რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივაზე წყალბადის კომიტეტის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებისა და წყალბადის პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შეფასება; ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა; წყალბადის ენერგიის ეროვნული სტრატეგიის საგზაო რუქის შემუშავება; წყალბადის ენერგიის ხელშეწყობის დამატებითი ჩარჩოს განსაზღვრა და წყალბადის ენერგიის წარმოებისთვის განახლებადი ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის ხელშეწყობა. მისი თქმით, წყალბადის კომიტეტს ხელმძღვანელობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

„გენერაციის ზრდის პარალელურად, საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ტრანზიტის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა 2022-2032 წლებისთვის. ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი სტაბილური, საიმედო, ეკონომიური და ეფექტური გადამცემი სისტემის უზრუნველსაყოფად განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, გადაცემის საკმარის სიმძლავრეს ქსელში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისათვის და გააადვილებს მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლას,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე. „ჩვენი მიზანია გადავიდეთ ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურიდან ისეთ სტრუქტურაზე, სადაც გადაცემისა და განაწილების იურიდიული, ფინანსური და ოპერაციული ფუნქციები გამიჯნული იქნება მომწოდებლების, მოვაჭრეებისა და გენერატორებისგან. ეს ნაბიჯი საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს კონკურენციას საბითუმო ბაზრების დონეზე, რომელიც ასევე ეფექტს ახდენს საცალო ბაზრებზე. კონკურენტული ბაზარი ხელს შეუწყობს ჩვენს მეზობლებთან საზღვართშორისი ვაჭრობის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას და სექტორის გახსნას კონკურენტუნარიანი ძალებისთვის, მათ შორის უცხოელი მონაწილეებისა და ინვესტორებისგან, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ამჟამად მომზადდა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა (NECP), რომელიც განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის და 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიის შემცირების მიზნებს განსაზღვრავს. „დარწმუნებული ვართ, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოში ხელს შეუწყობს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას და მომავალშიც უპასუხებს მდგრადი განვითარების მიზანს. იმედია, ჩვენი ძალისხმევა მიგვიყვანს სტრუქტურულ ცვლილებამდე, რომელიც საჭიროა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შესასრულებლად და, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს მომავალ თაობებს,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ყველა სიახლე

რომეო მიქაუტაძე

31 იანვარი 2023, 13:48

ეკონომიკა

რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - სექტორში მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მისი ეფექტურობის, კონკურენტუნარიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის გზით“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

31 იანვარი 2023, 13:41

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამოქვეყნდა დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც დეკემბრის თვეში ეკონომიკა რეალურ გამოსახულებაში გაიზარდა 11%-ით ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.

31 იანვარი 2023, 13:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს. ასევე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობა.

31 იანვარი 2023, 13:34

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“,- ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძე

31 იანვარი 2023, 13:29

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ მოიტანს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს

ვერავინ მოიტანს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძე

31 იანვარი 2023, 13:29

პოლიტიკა

კახა კალაძე: რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის, ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია

„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეკა სეფაშვილი

31 იანვარი 2023, 13:25

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის კოორდინირებული მოქმედება, რათა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს

,,ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან, შეხვედრის მთავარ აქცენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კოორდინირებული მოქმედება, იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს.

31 იანვარი 2023, 13:25

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ქარუმიძე

31 იანვარი 2023, 13:20

ეკონომიკა

ლევან ქარუმიძე: კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს და ადგილს იყოფს ჩეხეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან - ამის შესახებ სოციალურ ქსელი Twitter-ში უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე წერს.

31 იანვარი 2023, 13:14

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

დავით ნარმანია

31 იანვარი 2023, 13:11

ეკონომიკა

დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 იანვარი 2023, 13:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ბასკეთში გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს ესპანეთი ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მაშინ ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. ბასკებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ესპანეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ესპანეთი იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი. ასეთი გზავნილები მივიღეთ ჩვენ ამ ვიზიტის დროს. რაც შეეხება უშუალოდ ორმხრივ ურთიერთობებს, ძალიან ბევრი საერთო პროექტის შესახებ ვისაუბრეთ კულტურისა და განათლებია სფეროში. ვისაუბრეთ მასობრივი სპორტის განვითარებაზეც,რომელშიც ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი ევროპაში ბასკეთის დედაქალაქი ვიტორიაა. ჩვენ გვინდა ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. დავგეგმეთ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა , სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ჩამოვიდნენ ევროპაში და მიიღონ აქ განათლება“, - განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 იანვარი 2023, 13:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარია, ჩვენ ყველა დანარჩენი რეკომენდაცია შევასრულოთ და ამ რეკომენდაციების შესრულებაში გვქონდეს იმ ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც მეტნაკლებად კონსტრუქციულად უდგება ამ საკითხს

ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ის პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ისიც იციან, რომ არის რადიკალური ნაწილი. ხაბეიშვილის არჩევით, ეს რადიკალური ნაწილი კიდევ უფრო რადიკალური გახდება, თუ კიდევ უფრო კომიკური, მალე გამოჩნდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

31 იანვარი 2023, 12:53

საზოგადოება

თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ქალბატონ მარია თეოდორუსთან. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებსა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

Spice Girls

31 იანვარი 2023, 12:52

ტაბლოიდი

The Sun: შესაძლოა ჩარლზ მესამის კორონაციაზე ჯგუფმა Spice Girls იმღეროს

მოლაპარაკებებს წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის შემდეგ, როდესაც ვიქტორია ბექჰემი, ემა ბანტონი, მელანი ბრაუნი, მელანი ჩიზჰოლმი და ჯერი ჰორნერი სცენაზე ერთად გამოვლენ.

31 იანვარი 2023, 12:41

პოლიტიკა

„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტი: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook- გვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

ირაკლი კობახიძე

31 იანვარი 2023, 12:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილის არჩევით რადიკალური ოპოზიციური სპექტრი უფრო მეტად კომიკური გახდება, ვიდრე რადიკალური

მისი თქმით, ხაბეიშვილის არჩევა არის გზავნილი, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განმსაზღვრელია რადიკალური ნიშა და პოლარიზაციისკენ მისწრაფება.

პიტერ რაიანი

31 იანვარი 2023, 12:25

ეკონომიკა

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი: საქართველო ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

„რა თქმა უნდა, კანადაში დაბრუნებისას ჩემს კლიენტებს საქართველოს გავაცნობ როგორც ქვეყანას, რომელიც ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მარტივია აქ ბიზნესის გადმოტანა და ოპერირება. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მე ვმუშაობ, კლიენტთა მომსახურებაა და მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება თვალშისაცემია და პირადად დავრწმუნდი, რომ აქ საკმაოდ მაღალი მომსახურების დონეა. ეს კეთილმოსურნეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის გადმოტანას მოინდომებს ამ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე დავრწმუნდით, რომ საქართველო არის დინამიკურად განვითარებადი, მომხმარებელსა და საერთაშორისო სიახლეებზე ორიენტირებული ქვეყანა. აქ სწორედ ის გარემოა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლას და ინვესტირებას მოანდომებს“, - აღნიშნა პიტერ რაიანმა.

31 იანვარი 2023, 12:24

საზოგადოება

2023 წლის 1-ელი იანვრიდან, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ახალი დადგენილებები ამოქმედდა

საინფორმაციო შეხვედრაზე სააგენტოს ვეტერინარებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის ვალდებულებები, რაც მათ აღნიშნული დადგენილებების შესაბამისად ეკისრებათ; გარდა ამისა, მოისმინეს ბიზნესის პოზიცია იმპლემენტაციის პროცესში მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.

ირაკლი კობახიძე

31 იანვარი 2023, 12:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხშირდება საუბარი, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მართებული - იმედი გვაქვს, რომ წელს ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

ავსტრიის პრემიერ- მინისტრის დადებითი განცხადებები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შეფასებები ზრდის მოტივაციას, რომ სწრაფად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.