imedi /  17 იანვარი 2023, 14:14 / სანდო წყარო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

ირაკლი ქარქაშაძე

ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. მას მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი, მათ შორის ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძეს გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი, სადისერტაციო ნაშრომი - „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“; ასევე - პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრი. ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ იორკის Candor High School-ში.

ირაკლი ქარქაშაძეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად დანიშვნამდე, ქუთაისის მერის მოადგილის პოზიცია ეკავა, სადაც მის საკურატორო სფეროებში სხვა მიმართულებებთან ერთად ტურიზმი და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები შედიოდა. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მთავარი მიზანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

„საქართველოს აეროპორტებს ახალი შესაძლებლობები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი ქართულ საავიაციო ინდუსტრიასა და გლობალურ ბაზრებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია. ეს პროცესი იქნება თანმიმდევრული, სისტემური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მომიჯნავე უწყებების ჩართულობით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ავიაციის ინდუსტრია საქართველოში და ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ჩემი მთავარი მოტივაცია იქნება, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია მოვიზიდოთ, რადგან მეტი პირდაპირი რეისი და ფრენა ნიშნავს მეტ ტურისტს, რაც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,-“ - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე კომპანიის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პირადად გააცნო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 21:46

საზოგადოება

მაშველები გაზიანთებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 19:48

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს.

07 თებერვალი 2023, 19:40

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

07 თებერვალი 2023, 19:23

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 19:23

კულტურა

კულტურის სამინისტროს პროექტის „თეატრალური საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა

კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე

არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართულ აქციას.

ლინკოლნ მიტჩელი

07 თებერვალი 2023, 18:48

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:44

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: უპრეცედენტოა, რომ წელიწად-ნახევრით ადრე ცნობილია ყველა ძირითადი წესი რომელიც უკავშირდება უბნებს, უკავშირდება ამომრჩეველთა გადანაწილებას და ა.შ.

როდესაც ორგანულმა კანონმა დაადგინა, რომ ამომრჩეველთა არანაკლებ 70%-მა უნდა მიიღოს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვნად აამაღლა და აწია თამასა. არა თუ 70%, არამედ ამომრჩეველთა თითქმის 90% მიიღებს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ , - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 18:37

მსოფლიო

ჯანმოს პროგნოზით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს. ასეთი პროგნოზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) კეთდება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:33

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის, 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს ცალსახად შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანური შეცდომები

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 18:27

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან.

გიორგი ვოლსკი

07 თებერვალი 2023, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ქვეყნის სამსახური, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე

ოპოზიციური ფლანგი ვერ შედგა, რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ქვეყნის სამსახური, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე,- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

07 თებერვალი 2023, 18:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: მე არ მახსოვს ოდესმე მათ გამოეჩინათ სახელმწიფო ინტერესების მიმართ ლოიალობა და შემოეთავაზებინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი

თუკი რაციონალურია წინადადება, რასაკვირველია, უნდა დათმო, მაგრამ, როცა კამათი მიდის კამათისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ თუკი მას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს“ და შინაარსისგან დაცლილი შეტევა თუ ხდება, რასაკვირველია, ეს რთულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიციასთან ერთად მუშაობაზე საუბრისას.