19 იანვარი 2023, 10:04 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საგარეო ვალის შემცირების საშუალება. 60%-ს გადააჭარბა საგარეო ვალმა და 40%-ს ჩამოსცდება ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით. მთლიანობაში ძალიან დადებითი ტრენდია, მთავარია ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

სავალუტო ფონდს, ჩვენს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას აქვს ძალიან დადებითი პროგნოზი. მომდევნო წლების განმავლობაში 5-დან 7%-მდე თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკურ ზრდას, ეს მისცემს ქვეყანას და მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დააწვა მოსახლეობას, იყო სწორედ ინფლაცია.

მისივე თქმით, 10 000 დოლარიან ნიშნულს გადასცდება საქართველო 2027 წელს, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი. არსებობს როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ზაფხულში ინფლაცია უკვე სტაბილურდება, ჩამოდის 4%-ზე ქვემოთ და ესეც არის ძალიან სერიოზული მიღწევა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დააწვა მოსახლეობას, იყო სწორედ ინფლაცია, 10% იყო დაახლოებით ინფლაცია გასულ წელს, რაც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი. სხვა ქვეყნები რომ ავიღოთ, ერთ-ერთი სომხეთი იყო, სადაც ოდნავ ნაკლები იყო ინფლაციის მაჩვენებელი. ყველა სხვა ქვეყანა რომ ავიღოთ, მოლდოვაში 30%-ზე მეტი იყო, უკრაინაზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი, თურქეთში თუ არ ვცდები 60%-ზე მეტი იყო ინფლაცია და იგივე ხდებოდა მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით. ევროკავშირში მთლიანად იყო საქართველოზე უფრო მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. როცა მთელ მსოფლიოში ეს ხდება, ბუნებრივია საქართველოში შეუძლებელია დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. მაგრამ, შარშან იყო ასეთი ვითარება. წელს თანდათანობით ხდება ინფლაციის დასტაბილურება და ზაფხულში უკვე რაციონალურ მაჩვენებლამდე ჩამოვდივართ. ეს არის 4%-ზე ნაკლები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ასევე საგარეო ვალის შემცირების საშუალება და ძალიან დიდია ეს მაჩვენებელი. 60%-ს გადააჭარბა საგარეო ვალმა და 40%-ს ჩამოსცდება უკვე ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით. მთლიანობაში არის ძალიან დადებითი ტრენდი, მთავარია ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეს მაღალი ტემპი შენარჩუნდება. სწორედ სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომლის მიხედვითაც, 2027 წელს საქართველო პირველად გადასცდება 10 0000 დოლარიან ნიშნულს. ეს არის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, დღეისათვის გვაქვს 6 800 დოლარი. იყო 4250 დოლარი 2 წლის წინ და შარშანდელი წელი უკვე დავასრულეთ 6800 დოლარით, რაც არის ძალიან დიდი ზრდა. 10 000 დოლარს გადასცდება 2027 წელს, რაც ნიშნავს რომ ჩვენ უკვე ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ეკონომიკური განვითარების კუთხით. მთავარია ეს ტემპი შევინარჩუნოთ, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდის სათანადო დონე.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2023, 19:06

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.

თორნიკე რიჟვაძე

29 იანვარი 2023, 18:42

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. აჭარის მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს ფილიპინების რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან, ტურიზმის მინისტრთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

29 იანვარი 2023, 18:25

საზოგადოება

გუდაურში პარაპლანისტების აქცია დასრულდა

გუდაურში პარაპლანისტების აქცია დასრულდა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. აცხადებდნენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს. აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორსაც შეხდნენ და მათი მოთხოვნები გააცნეს.

გიორგი პატარაია

29 იანვარი 2023, 18:08

პოლიტიკა

გიორგი პატარაია: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე

ის ადამიანები, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ვერ მიიღეს ვერიფიკაციის კოდი, დღის ბოლომდე ყველა მიიღებს ამ კოდს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

ოლეგ სერებრიანი

29 იანვარი 2023, 17:58

საზოგადოება

თეა ახვლედიანის მოწვევით, საქართველოს სამუშაო ვიზით მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი ეწვევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი.

გელა ნიკოლაიშვილი

29 იანვარი 2023, 17:42

პოლიტიკა

გელა ნიკოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა, მათი მიზანი სააკაშვილის მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია გათავისუფლება, რის შემდეგაც საზღვარგარეთ წავლენ

მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა და არა ის, რომ მაინცდამაინც მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გააგრძელოს მკურნალობა, - ასე გამოეხმაურა გელა ნიკოლეიშვილი გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას- არამედ სასჯელის გადავადებას.

ირაკლი ზარქუა

29 იანვარი 2023, 17:34

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს - ქალბატონმა გიულიმ ამისკენ უნდა მოუწოდოს თავის შვილს

პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას და მიიღოს ის საკვები არის დადგენილი. ქალბატონმა გიულიმ ამისკენ მოუწოდოს თავის შვილს და ძალიან დავალებულები ვიქნებით ყველა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვასნას - არამედ სასჯელის გადავადებას.

გიორგი ვოლსკი

29 იანვარი 2023, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გიული ალასანიას განცხადებაზე: საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან

გიული ალასანიას და არა მარტო მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ალექსანდრე მილორავა

29 იანვარი 2023, 17:12

პოლიტიკა

გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, არჩევნების დროში გახანგრძლივების საკითხს დააყენებენ

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, ისინი არჩევნების დროში გახანგრძლივების საკითხს დააყენებენ.

29 იანვარი 2023, 17:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს რამდენიმე წუთის წინ, ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა. ჯილდო მას ქართულ- ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცეს.

29 იანვარი 2023, 16:42

მსოფლიო

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანის ჩრდილო დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა ნაგებობა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ლევან ქარუმიძე

29 იანვარი 2023, 16:14

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე ალასანიას განცხადებაზე: ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც სააკაშვილს აქვს?

„ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც მას აქვს? ნეტავ შემდეგ რომელ „ფეიკნიუსს“ ამხელს?“, - წერს ქარუმიძე.

29 იანვარი 2023, 15:55

საზოგადოება

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. ამბობენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს.

29 იანვარი 2023, 15:29

საზოგადოება

მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს გადაუდებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრება ესაჭიროება.

29 იანვარი 2023, 15:05

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

შემოსავლების სამსახური ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს ეხმაურება და განმარტავს, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

29 იანვარი 2023, 14:48

რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული 70 მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:27

პოლიტიკა

გიული ალასანია: ჩემი შვილი არაფრის სანაცვლოდ არ ჩამოსულა, მოენატრა თავისი ქვეყანა, ნოსტალგია ჰქონდა და ამიტომ ჩამოვიდა

ყოფილი პრეზიდენტის დედა „ქრონიკის“ კითხვამ გააღიზიანა - ვის გულისხმობდა პატიმარი სააკაშვილი, როდესაც გერმანულ გამოცემა „შპიგელს“ განუცხადა, რომ საქართველოში ფაქტობრივად მოტყუებით ჩამოიყვანეს და ამაში რუსეთში ჩანერგილი აგენტების ხელი ურევია, - გიული ალასანია ამბობს, რომ დეტალები არ იცის.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:26

პოლიტიკა

გიული ალასანია სააკაშვილზე: ჩვენი თხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არამედ, არის ის, რომ სასჯელი გადაუვადონ

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მათი თხოვნა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კი არ არის, არამედ - სასჯელის გადავადება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

29 იანვარი 2023, 14:15

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის, ამომრჩეველი კი ვერიფიკაციის კოდის მოლოდინშია. ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. ოთხიათასამდე ამომრჩეველი, რომელმაც პარტიის ბედი, მომავალ ხელმძღვანელს უნდა ანდოს, არჩევანს ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აკეთებს, თუმცა პარტია ელექტორატს აიმედებს, რომ კენჭისყრის დახურვამდე უნიკალური კოდი, ყველა მათგანს მიუვა.

29 იანვარი 2023, 13:36

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება

ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება. დღეს ძალიან ნათელია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიცემულმა თითოეულმა ხმამ გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი.