23 იანვარი 2023, 10:38 / სანდო წყარო

ოთარ შამუგია ბერლინში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა

ბერლინში გამართული სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალი (GFFA 2023) საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს ეძღვნებოდა. მინისტერიალს ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოსდემირმა გახსნა. კონფერენცია, თავის მასშტაბით და მნიშვნელობით, ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა სასურსათო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ურთულესი ნეგატიური გავლენები და საომარი ვითარებით შექმნილი კრიზისი, სასურსათო უსაფრთხოება აქტუალურ მსოფლიო გამოწვევად აქცია.

როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია მსოფლიო აგრარული წარმოება უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი სანერგე და სათესლე მასალით, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფერმერებსა და მეწარმეებს მუდმივად ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ცოდნაზე და სამეცნიერო მიღწევებზე.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილოთ, რაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოგვცემს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში გამართულ სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტერიალს (GFFA 2023), რომლის ორგანიზატორიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათის და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო იყო, 90-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურსათის და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის ძირითადი განსახილველი თემა იყო სასურსათო სისტემების ტრანსფორმაცია - მსოფლიოს პასუხი მრავალმხრივ კრიზისზე, რომლის თაობაზე მინისტერიალის ფარგლებში ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.

მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სესიები - როგორ შევქმნათ კრიზისულად მდგრადი სასურსათო, კლიმატ-მეგობრული სასურსათო სისტემები და როგორ გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა გლობალური მდგრადი სასურსათო სისტემების თვალსაზრისით და შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, სადაც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ოთარ შამუგია, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023” მოწყობილ ქართულ სტენდზე წარმოადგინა.

ყველა სიახლე

06 თებერვალი 2023, 10:15

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უნალქო დღეა ოზურგეთში, სადაც დღისით ასევე +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

06 თებერვალი 2023, 09:39

მსოფლიო

110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად

110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მიწიქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7 მთელი 8 მეათედი მაგნიტუდის შეადგინა. ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მიწისძვრამ იქ 140-ი საცხოვრებელი სახლის ნგრევა გამოიწვია. ათობით მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი. სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ ანკარასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში, ასევე მეზობელ ქეყნებში - კვიპროსში, სირიასა და ლიბანში იგრძნობოდა. თურქეთში განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

06 თებერვალი 2023, 09:32

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 348-ე დღეს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო. შესაძლო თავდასხმის შესახებ გამაფრთხლებელი სიგნალები ამოქმედდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში. განგაშის სიგნალები ისმოდა ზაპოროჟიეს იმ ტერიტორიებზე, რომელთაც კიევი აკონტროლებს. ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. იქ ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთი, რეგიონზე კონტროლის მოპოვების მიზნით, იერიშებს ააქტიურებს. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეჯამების პარალელურად, ღამის ტრადიციული მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთ შეზღუდვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა.

ოლექსი რეზნიკოვი

06 თებერვალი 2023, 09:26

მსოფლიო

რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომ რეზნიკოვი გადაჰყავთ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.

 მიხეილ სააკაშვილი

06 თებერვალი 2023, 09:02

სამართალი

საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17:00 საათზე პატიმარი ექსპრეზიდენტის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან და მოსამართლის გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი. სასამართლო სხდომის პარალელურად ნაც. მოძრაობა და მისი მომხრეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებენ. მმართველი გუნდის შეფასებით პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და საზოგადოებისთვის ბუნდოვანი არც ერთი დეტალი არ დარჩენილა.

06 თებერვალი 2023, 08:36

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

„უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ამ ნაწილზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

06 თებერვალი 2023, 08:08

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 08:05

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 00:52

ტაბლოიდი

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

ჰარინგტონი და ლესლი HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში ერთმანეთზე შეყვარებულ ჯონ სნოუსა და იგრიტის როლებს ასრულებდნენ. მსახიობებს შორის ნამდვილი გრძნობები გაჩნდა და 2018 წელს მათ შოტლანდიაში იქორწინეს. პირველი შვილი - ბიჭი, მათ 2021 წელს შეეძინათ.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:50

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა სანქციებზე: ჩვენი პოლიტიკა უკომპრომისოა საქართველოს დამოუკიდებლობასთან, ოკუპაციასთან მიმართებაში, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს

არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ, რათა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით რაიმე დავარღვიოთ - ჩვენ ერთგული ვართ მისი დაცვის თვალსაზრისით, თუმცა ინდივიდუალური სანქციების დაწესება და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ვხედავთ, რომ შეუძლებელია საქართველოსთვის ეს სასიკეთოდ დასრულდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:26

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: შეუძლებელია საქართველომ ისეთი ეკონომიკური სანქცია დააწესოს, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე

„ახლა წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც საქართველოს შეეძლო დაეწესებინა სანქციები. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ შეუძლებელია საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს ისეთი ეკონომიკური სანქცია, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე. რამდენჯერმე უფრო ძნელია საქართველოსთვის ამ პროცესში შესვლა დღეის მდგომარეობით, ვიდრე რუსეთისთვის“, - განაცხადა დუნდუამ.

ნინო ნადირაძე

06 თებერვალი 2023, 00:09

საზოგადოება

ნინო ნადირაძე: ყველამ თავისი სამედიცინო ლიცენზიის ფარგლებში უნდა ისაუბროს და ის კითხვები, რაც სააკაშვილის ადვოკატებს ჰქონდათ, მართლაც თუ აინტერესებდათ, ყველაზე პირველ მოწმედ მათ მისი მკურნალი ექიმისთვის უნდა დაეძახათ

მათი „ექსპერტებისგან“ განსხვავებით, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თავიანთ კომპეტენციებს, სალიცენზიო უფლებებს გასცდნენ და ისაუბრონ ყველაფერზე: ფსიქიატრს აქვს ისაუბროს გასტროენტეროლოგიაზე და ასე შემდეგ, მოკლედ, ასეთი გამოთქმა არსებობს, „ყველაფერჩიკები“ არიან, მე ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ნადირაძე

05 თებერვალი 2023, 23:45

საზოგადოება

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო

„გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია“, - აღნიშნა ნადირაძემ.

გოგა ხაინდრავა

05 თებერვალი 2023, 23:35

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია

მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

05 თებერვალი 2023, 23:31

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართულმა საზოგადოებამ ამ 30 წლის განმავლობაში დაანახა მსოფლიოს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უნარი შევქმნათ არა მარტო დამოუკიდებელი, არამედ სუვერენული ქვეყანა. ვერცერთი ხელისუფლება, თუ არ აქვს ძლიერი მხარდაჭერა, ვერასოდეს განახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მას სურს. ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ამას მოჰყვა საშინელი შტურმი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ - განაცხადა ხაინდრავამ.

ნინო ბერძული

05 თებერვალი 2023, 22:30

საზოგადოება

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

2015 წლიდან, 2021 წლის მონაცემებს რომ შევადაროთ, C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით არის შემცირებული. 20/30-ის სამიზნე არის 90%. ეს არის გლობალური სამიზნე. ესაა ასევე ევროპის რეგიონის სამიზნე მაჩვენებელი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას დოქტორმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამის განყოფილების დირექტორმა, ნინო ბერძულმა.

05 თებერვალი 2023, 22:05

მსოფლიო

ავსტრიასა და შვეიცარიაში ალპებში ჩამოწოლილ ზვავებს მსხვერპლი მოჰყვა

დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან. ავსტრიის მთავრობის მიერ ზვავსაშიშროების საფრთხის გამოცხადების მიუხედავად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგანაც ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.

არჩილ თალაკვაძე

05 თებერვალი 2023, 21:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას

„ისინი ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და გადააყენეს თავისი თავმჯდომარე. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში ჩაატარეს. გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და რეალურად დღეს არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ როგორღაც ლევან ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ათონელი ბერი ნეოფიტე

05 თებერვალი 2023, 21:30

საზოგადოება

ათონელი ბერი ლევან ბერძენიშვილზე: ადამიანი თქვენს შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას

ვიდეო მიმართვაში ათონელი ბერი ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, მომავალ თაობას და მას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში.

გია ცაგარეიშვილი

05 თებერვალი 2023, 21:14

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი გიგაურს: ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში?

„ეტყობა ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო ამ ორგანიზაციისთვის. მომენტალურად დაიწყეს ამის გადაფუთვა და შემდეგ თავიანთი ვარიანტი შეასახეს საზოგადოებას, რომ თურმე კლეპტოკრატიული მმართველობაა ქვეყანაში. ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში? და კეზერაშვილი 1 დღეში რომ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგა და მილიონერი გახდა ესეც კლეპტოკრატია არ იყო? რა იყო და რა არის კლეპტოკრატია?“ - ამბობს ცაგარეიშვილი.