imedi /  31 იანვარი 2023, 11:09 / სანდო წყარო

სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება

ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციის შესრულება შეეძლებათ. ლიბერთის 700-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ სმარტფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ბანკომატში ნაშთის შემოწმება, ბანკომატიდან თანხის გატანა (როგორც ლარი, ასევე აშშ დოლარი), ფულადი გზავნილებით სარგებლობა და ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისები. გარდა ამისა, ლიბერთის Cash-In ბანკომატებში ფიზიკური ბარათის გარეშე, მობილურით Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით თანხის შეტანა და ვალუტის კონვერტაციაც შესაძლებელია - თანამედროვე Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია. ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით მარტივია - უკვე Apple Pay-ით ან Google Pay-ით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის, 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი.

Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც. Apple Pay ლიბერთის მომხმარებლებისთვის უკვე მესამე წელია ხელმისაწვდომია, ხოლო Google Pay საქართველოში გასული წლის ნოემბერში დაინერგა. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს ციფრულ საფულეში ბარათის დამატება მარტივად, მობაილ ბანკიდანვე ერთ ღილაკზე დაჭერით შეუძლიათ.

გადახდის უკონტაქტო სერვისით სარგებლობისას კი ლიბერთის ბარათების ყველა ბენეფიტით სარგებლობა შესაძლებელია. ლიბერთიმ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული არხებისა განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში არაერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, Apple Pay-ს და Google Pay-ს სერვისების დანერგვით კი კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს შესთავაზებს ბანკომატის არხით სარგებლობისას: „თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა ლიბერთის დისტანციური არხების მიმართულებისთვის პრიორიტეტია. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბანკის ნებისმიერ არხში მომხმარებლის გამოცდილება იყოს თანაბრად მარტივი და კომფორტული. როგორც Apple-ის, ასევე Google ციფრულ საფულეს უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს უკონტაქტო გადახდებისთვის და ახლა უკვე, ბანკომატით სარგებლობაც შეეძლებათ პლასტიკური ბარათის გარეშე. 2023 წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ციფრული სერვისების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვაზე“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

ყველა სიახლე

მილი ბობი ბრაუნი

29 მარტი 2023, 00:49

კულტურა

მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა რომანი დაწერა📖

„ამ ისტორიის შთაგონების წყარო ჩემი ბებია რუთია, ეს წიგნი ძალიან პირადულია ჩემთვის. ბებოს მიერ ომის შესახებ მოყოლილ ამბებზე გავიზარდე. ჩემთვის დიდი პატივია შემოვინახო მისი ისტორია“, - აღნიშნა ბობი ბრაუნმა.

ლოიდ ოსტინი

28 მარტი 2023, 23:47

მსოფლიო

ლოიდ ოსტინი: უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს.

28 მარტი 2023, 23:41

ტაბლოიდი

ბრიტანეთში „ჰარი პოტერის“ იუბილეს აღსანიშნავად გამოუშვეს მონეტა ჰოგვორტსის გამოსახულებით⚡👓

ჰოგვორტსის მონეტა ასრულებს „ჰარი პოტერის“ მოტივებზე შექმნილ კოლექციას, რომლის გამოშვებაც 2022 წელს, ჯოან როულინგის წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველი გამოცემის 25-წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიწყო. კოლექციის პირველ სამ მონეტაზე ჰარი პოტერი, პროფესორი დამბლდორი და მატარებელი „კინგს-გროსია“ გამოსახული.

28 მარტი 2023, 23:16

რეგიონი

ძლიერი ქარის გამო ჩაქვში სახლი ჩამოინგრა

უამინდობამ პრობლემები ჩაქვშიც შექმნა. ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

28 მარტი 2023, 23:01

საზოგადოება

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, პაატა კვიჟინაძემ, კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

28 მარტი 2023, 22:30

საზოგადოება

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. საკითხი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და იგი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარუდგინა.

დმიტრო კულება

28 მარტი 2023, 22:04

მსოფლიო

კულება: არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა

დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა.

28 მარტი 2023, 22:01

რეგიონი

ქობულეთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ქობულეთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, აღმაშენებლის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ქარმა წააქცია ხე, რომელიც მანქანას დაეცა.

28 მარტი 2023, 21:59

სპორტი

საქართველო-ნორვეგიის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყო. ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ მატჩში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიის ნაკრებს დაუზავდა.

პრინცესა ვიქტორია

28 მარტი 2023, 21:54

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა

„საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შარლ მიშელი მაია სანდუ

28 მარტი 2023, 21:31

მსოფლიო

შარლ მიშელი: რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს მოლდოვის დესტაბილიზაციას

მაია სანდუსთან შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი და მისი მარიონეტები სულ უფრო მეტად ცდილობენ მოლდოვის დესტაბილიზაციას.

თამთა მეგრელიშვილი

28 მარტი 2023, 21:03

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს - არაფერს ამბობს ნათია ბერიძეზე, რომელიც კეზერაშვილის ცოლის ძმის მსხვერპლი გახდა, თუმცა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას გმობს

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს. თუ დავაკვირდებით, ყველა პოლიტიკურ მოვლენას მყისიერად ეხმაურება ხოლმე, მით უფრო, თუ ეს ოპოზიციური სპექტრისთვის სახარბიელო და საჭირო თემებია, რომლებზეც პოლიტიკურად მიკერძოებული რეაგირება აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

28 მარტი 2023, 21:02

ეკონომიკა

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლება გრძელდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე უკვე აისახა. კლების ტენდენცია გრძელდება. ფართოვდება გაიაფებული პროდუქციის ასორტიმენტიც. ეკონომიკური გუნდი ასევე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ბაზარს დაარეგულირებს.

28 მარტი 2023, 20:56

სამართალი

ლელა ჯუღელი: ჩემი თვალით ვნახე, რაც მოხდა ჟურნალისტი გოგოს მიმართ და ალბათ, კიდევ მოხდება, თუ ეს ძალადობა სამაგალითოდ არ დაისჯება

ჟურნალისტ ნათია ბერიძეზე ძალადობას გამოეხმაურა მოქალაქე, რომელიც ძალადობას მომღერალ არჩილ მეფარიძეს ედავება.

ლევან იოსელიანი

28 მარტი 2023, 20:44

საზოგადოება

სახალხო დამცველი: სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული

„სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვიღაცის მომართვას ველოდებით, მცდარია. როგორც კი ეს საჯაროდ გახდა ცნობილი, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, - განაცხადა იოსელიანმა.

მალხაზ ურთმელიძე

28 მარტი 2023, 20:25

სამართალი

მალხაზ ურთქმელიძე: სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხზე, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე გამოეხმაურა.

28 მარტი 2023, 20:24

მსოფლიო

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

მალხაზ ურთქმელიძე

28 მარტი 2023, 20:19

სამართალი

მალხაზ ურთქმელიძე: მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, მოვუწოდებ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ განაცხადა.

28 მარტი 2023, 20:00

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

28 მარტი 2023, 19:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი მიმოვიხილეთ