სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკამ ზედიზედ მეორე წელი დაამთავრა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ამით ფაქტობრივად გაიმეორა მეოთხედი საუკუნის წინანდელი მიღწევა

სოსო არჩვაძე
ფოტო: არქივი
საქართველოს ეკონომიკამ ზედიზედ მეორე წელი დაამთავრა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ამით ფაქტობრივად გაიმეორა მეოთხედი საუკუნის წინანდელი (1996-1997 წწ.) მიღწევა, როდესაც ორი წლის განმავლობაში ასევე ადგილი ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - წერს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.
„ამასთან, 2021-2022 წლებში აშშ დოლარში დენომინირებული ეროვნული პროდუქტის მხოლოდ მ ა ტ ე ბ ა იმდენივე იყო, რამდენიც იყო ჯამურად 1996-1997 წლების საქართველოს მ თ ე ლ ი ეროვნული პროდუქტი.
რთული საერთაშორისო ვითარებისა და გაზრდილი გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მთელი 2022 წლის მანძილზე ინარჩუნებდა მდგრადობას და ზრდის მაღალ ტემპს და ამ მხრივ რეგიონის სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით უპირობოდ წარმოადგენდა ლიდერ სახელმწიფოს. ეკონომიკის ზრდამ დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან 11.0 პროცენტი, ხოლო მთლიანად 2022 წელს - 10.1 პროცენტი შეადგინა. ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატებოდა ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს.
ინფლაციის მხრივ, წლის ბოლო თვეში ფაქტობრივად გარდატეხა მოხდა: პირველად ბოლო 24 თვის მანძილზე, წინა თვესთან შედარებით, დაფიქსირდა დეფლაცია (-0.3%), ასევე პირველად ბოლო 18 თვის მანძილზე დაფიქსირდა ერთნიშნა წლიური ინფლაცია (+9.8%), ხოლო 12-თვიანი პერიოდის საშუალო ინფლაცია (11.9%) ასეთი დაბალი არ ყოფილა ბოლო 9 თვის მანძილზე.
ინფლაციის დონის შემცირება ადეკვატურად აისახება თანაფარდობის პოზიტიურ ტენდენციაში გაიაფებულ და გაძვირებულ საქონელ-წარმომადგენელთა შორის - პირველის სასარგებლოდ. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ერთ გაიაფებულ საქონელზე მოდიოდა საშუალოდ 5.7 გაძვირებული საქონელი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 8.5-ს.
დეკემბერში დაფიქსირდა ბიზნეს-სუბიექტთა მაღალი აქტიურობა. - ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 208 ერთეული შეადგინა, რაც 61 ერთეულით (41.4%-ით) აღემატება ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დარეგისტრირებული ბიზნესიდან 26.3 პროცენტი რუსული და ბელორუსული წარმომავლობის იყო.
შრომის ბაზარზე შეინიშნება რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესება: იზრდება დასაქმების დონე - ძირითადად დაქირავებით დასაქმებულთა მატების ხარჯზე, აგრეთვე საშუალო ხელფასი, რომელმაც საგრძნობლად გადაუსწრო ინფლაციის დონეს (ზრდა წინა წელთან, შესაბამისად, 16.5 პროცენტით და 11.0 პროცენტით), რამაც უზრუნველყო დაქირავებულთა რეალური ხელფასის ზრდა არანაკლებ 5 პროცენტით. ნომინალური ხელფასის მატებამ და ლარის კურსის გამყარებამ აშშ დოლართან უზრუნველყო აშშ დოლარებში დენომინირებული საშუალო ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაც საგრძნობლად გადააჭარბა 500-დოლარიან მიჯნას და 565 დოლარი შეადგინა. 2022 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით აშშ დოლართან თურქული ლირის 30-ზე მეტი პროცენტით გაუფასურების და ქართული ლარის 13-პროცენტიანი გამყარების, აგრეთვე საქართველოში საშუალო ხელფასის საგრძნობი ზრდის პირობებში, დოლარში დენომინირებული საშუალო ხელფასი საქართველოში მაქსიმალურად მიუახლოვდა თურქეთის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ეკონომიკის ზრდაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. დეკემბერში ქვეყნის ექსპორტი 32.5 პროცენტით გაიზარდა და 555.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. იმავე პერიოდში ექსპორტის სასაქონლო ნომენკლატურა HS 4-ნიშნა სასაქონლო პოზიციების მიხედვით 5.9 პროცენტით გაიზარდა და 645 შეადგინა.
საქართველოს მზარდი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის როლის ზრდას ადასტურებს ისიც, რომ რეექსპორტი მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 69.3 პროცენტით, რეექსპორტის ზრდის ტემპმა 2022 წლის ივნისიდან გადააჭარბა ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპს, ხოლო 2022 წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ექსპორტის მატება მთლიანად უზრუნველყო რეექსპორტის მატებამ. 2022 წელს რეექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 33.8 პროცენტი შეადგინა (2021 წ. – 26.3%).
ცალკეული ქვეყნების მიხედვით რეექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ ექსპორტს. მაგალითად, აზერბაიჯანში მთელი ქართული ექსპორტის 77.1 პროცენტი, ხოლო სომხეთში - 68.8 პროცენტი, რეექსპორტზე მოდის.
ქვეყნის ეკონომიკაში სწრაფად იზრდება ტურისტული ინდუსტრიის როლი. 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, ამასთან წლის მეორე ნახევარში ყოველი თვის მიხედვით ასეთი შემოსავლები აღემატებოდნენ პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამჟამად საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 8.5-ჯერ აღემატება საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გაწეულ დანახარჯებს. თითქმის 2 დღეღამით გაიზარდა უცხოელი ტურისტების საქართველოში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა (4.85 დღიდან 6.76-მდე). ამასთან, თითოეული ტურისტის საშუალო სადღეღამისო ხარჯების მოცულობამ 2022 წელს 2019 წლისას 43 აშშ დოლარით გადააჭარბა და თითქმის 127 აშშ დოლარს მიაღწია.
ეკონომიკური ზრდა შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს საბიუჯეტო სახსრები და უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს სოციალურმა ხარჯებმაც. 2022 წლის დეკემბერში საბიუჯეტო შემოსავლები 26.5 პროცენტით, ხოლო ხარჯები - 12.4 პროცენტით გაიზარდა.
დეკემბერში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 535.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, ამასთან, 2022 წელს, თვის მიხედვით, წმინდა ფულადმა ტრანზაქციებმა მეოთხედ გადააჭარბეს ნახევარმილიარდიან მიჯნას. ფულადი ტრანზაქციების 59.3 პროცენტი და აღნიშნული ტრანზაქციების მატების 90.8 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.
ხელისუფლების, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტის ბოლო ორი წლის მანძილზე გატარებული პრაგმატული, გაწონასწორებული, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, პოზიტიური მაკროეკონომიკური ცვლილებები, მათ შორის საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, აგრეთვე უმუშევრობის დონის სწრაფი შემცირება, ეროვნული ვალუტის გამყარება, ექსპორტისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდა, ადეკვატურად იქნა შეფასებული ავტორიტეტული საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების მიერ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავის შეფასებებში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების განგრძობადობის მიმართულებით, ხოლო ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, რაც ნიშნავს, რომ რეიტინგების შკალის მიხედვით საქართველოს მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დარჩა საინვესტიციო რეიტინგამდე.
საქართველო იწყებს მულტიფუნქციური რეგიონული ჰაბის როლის შესრულებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში და აქვს სერიოზული მზაობა, უახლოეს მომავალში ასეთივე როლი შეასრულოს ფინანსების სფეროშიც. ყოველივე ამას ექნება მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი არა მარტო ქვეყნის ეროვნული პროდუქტის ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დაჩქარებული ამაღლებისათვის, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხრივ - აღნიშნული ინდიკატორებით გლობალური მზარდი დეფიციტის პირობებში“, - წერს არჩვაძე facebook-ზე.
ყველა სიახლე

29 მარტი 2023, 00:49
კულტურა
მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა რომანი დაწერა📖
„ამ ისტორიის შთაგონების წყარო ჩემი ბებია რუთია, ეს წიგნი ძალიან პირადულია ჩემთვის. ბებოს მიერ ომის შესახებ მოყოლილ ამბებზე გავიზარდე. ჩემთვის დიდი პატივია შემოვინახო მისი ისტორია“, - აღნიშნა ბობი ბრაუნმა.

28 მარტი 2023, 23:47
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი: უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს.

28 მარტი 2023, 23:41
ტაბლოიდი
ბრიტანეთში „ჰარი პოტერის“ იუბილეს აღსანიშნავად გამოუშვეს მონეტა ჰოგვორტსის გამოსახულებით⚡👓
ჰოგვორტსის მონეტა ასრულებს „ჰარი პოტერის“ მოტივებზე შექმნილ კოლექციას, რომლის გამოშვებაც 2022 წელს, ჯოან როულინგის წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველი გამოცემის 25-წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიწყო. კოლექციის პირველ სამ მონეტაზე ჰარი პოტერი, პროფესორი დამბლდორი და მატარებელი „კინგს-გროსია“ გამოსახული.

28 მარტი 2023, 23:16
რეგიონი
ძლიერი ქარის გამო ჩაქვში სახლი ჩამოინგრა
უამინდობამ პრობლემები ჩაქვშიც შექმნა. ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

28 მარტი 2023, 23:01
საზოგადოება
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, პაატა კვიჟინაძემ, კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

28 მარტი 2023, 22:30
საზოგადოება
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. საკითხი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და იგი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარუდგინა.

28 მარტი 2023, 22:04
მსოფლიო
კულება: არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა
დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა.

28 მარტი 2023, 22:01
რეგიონი
ქობულეთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ქობულეთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, აღმაშენებლის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ქარმა წააქცია ხე, რომელიც მანქანას დაეცა.

28 მარტი 2023, 21:59
სპორტი
საქართველო-ნორვეგიის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყო. ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ მატჩში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიის ნაკრებს დაუზავდა.

28 მარტი 2023, 21:54
პოლიტიკა
ხვალ საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა
„საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

28 მარტი 2023, 21:31
მსოფლიო
შარლ მიშელი: რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს მოლდოვის დესტაბილიზაციას
მაია სანდუსთან შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი და მისი მარიონეტები სულ უფრო მეტად ცდილობენ მოლდოვის დესტაბილიზაციას.

28 მარტი 2023, 21:03
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს - არაფერს ამბობს ნათია ბერიძეზე, რომელიც კეზერაშვილის ცოლის ძმის მსხვერპლი გახდა, თუმცა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას გმობს
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც საკითხების შეფასებისას ორმაგ სტანდარტს იყენებს. თუ დავაკვირდებით, ყველა პოლიტიკურ მოვლენას მყისიერად ეხმაურება ხოლმე, მით უფრო, თუ ეს ოპოზიციური სპექტრისთვის სახარბიელო და საჭირო თემებია, რომლებზეც პოლიტიკურად მიკერძოებული რეაგირება აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

28 მარტი 2023, 21:02
ეკონომიკა
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლება გრძელდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე უკვე აისახა. კლების ტენდენცია გრძელდება. ფართოვდება გაიაფებული პროდუქციის ასორტიმენტიც. ეკონომიკური გუნდი ასევე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ბაზარს დაარეგულირებს.

28 მარტი 2023, 20:56
სამართალი
ლელა ჯუღელი: ჩემი თვალით ვნახე, რაც მოხდა ჟურნალისტი გოგოს მიმართ და ალბათ, კიდევ მოხდება, თუ ეს ძალადობა სამაგალითოდ არ დაისჯება
ჟურნალისტ ნათია ბერიძეზე ძალადობას გამოეხმაურა მოქალაქე, რომელიც ძალადობას მომღერალ არჩილ მეფარიძეს ედავება.

28 მარტი 2023, 20:44
საზოგადოება
სახალხო დამცველი: სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული
„სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვიღაცის მომართვას ველოდებით, მცდარია. როგორც კი ეს საჯაროდ გახდა ცნობილი, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, - განაცხადა იოსელიანმა.

28 მარტი 2023, 20:25
სამართალი
მალხაზ ურთქმელიძე: სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხზე, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე გამოეხმაურა.

28 მარტი 2023, 20:24
მსოფლიო
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

28 მარტი 2023, 20:19
სამართალი
მალხაზ ურთქმელიძე: მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, მოვუწოდებ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ განაცხადა.

28 მარტი 2023, 20:00
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ისაუბრა.

28 მარტი 2023, 19:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი მიმოვიხილეთ