ლევან დავითაშვილი: საქართველოში ეკონომიკური ზრდის ყველა მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ გასული წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს

ლევან დავითაშვილი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბრის თვეშიც გაგრძელდა. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11 % შეადგინა და საბოლოო წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10.1 %. ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაცემები ზრდისკენ დაზუსტდება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების კომენტირებისას.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განაპირობა რამდენიმე სექტორში ეკონომიკურმა აქტივობამ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორის აღდგენა, სადაც შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ექსპორტი, რომლის მონაცემები 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა - ეს ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აქტივები ძალიან დივერსიფიცირებული იყო - როგორც ტრანსპორტის და საწყობების ლოგისტიკის სფეროში, ისე მშენებლობაში უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე მომსახურებაში და წარმოების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი უცვლელი „BB“ დონეზე დატოვა.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგისა და პოზიტიური პერსპექტივის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტიანი პოლიტიკა და სხვა „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიანიშნებს, მიუხედავად საგარეო შოკებისა. ეკონომიკური ზრდის შეფასებისას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა, მაგრამ პოზიტიური პერსპექტივით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თუ 2023 წელსაც შევინარჩუნებთ დადებით ტენდენციებს, შემდეგი შეფასებისას ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდება. ჩვენი მოლოდინია - დადებითი ტენდენციები უნდა შევინარჩუნოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წელს არამხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით იყო, არამედ, როგორც ვთქვით, ის საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მრავალ სექტორს მოიცავს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილი ასევე ხაზს უსვამს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს, რომ დეკემბრის თვეში საკმაოდ მაღალი იყო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა - ის 18.1%-ით გაიზარდა. ამასთან, დეკემბერში გაზრდილია ტურისტული აქტივობა - ტურიზმის სექტორიდან შემოსავლებმა 555 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა რემიტანსების მიმართულებითაც - უცხოური ვალუტის გადმორიცხვებმა საქართველოში 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ყველა ეს მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში 2022 წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 22:57
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ევროკავშირში უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე: გაგშიფრათ „ხალხის ძალამ“, თან მაშინ, მიღებულიც რომ არ იყო ჯერ კანონი - რომ მიეღოთ, საბოლოოდ გაიშიფრებოდით და პოლიტიკურადაც დასრულდებოდით
აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

20 მარტი 2023, 22:53
მსოფლიო
ბლინკენი: სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

20 მარტი 2023, 22:47
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ვაშაძის ევროპული ტურნეს მიზანია, დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს!
კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის "სტატუსის" არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

20 მარტი 2023, 22:34
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას
EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

20 მარტი 2023, 22:29
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი
„ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

20 მარტი 2023, 22:23
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!
ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა... ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება!,- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ითხოვენ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:17
პოლიტიკა
„ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას“ - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი
ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 21:57
პოლიტიკა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

20 მარტი 2023, 21:38
მსოფლიო
ფლორიდის გუბერნატორი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია - სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ
ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.

20 მარტი 2023, 21:16
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს
ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

20 მარტი 2023, 21:12
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ.

20 მარტი 2023, 20:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს
ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:46
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა, რომელიც საერთო ჯამში 350 მილიონ დოლარს შეადგენს.

20 მარტი 2023, 20:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე: არანაირი გამჭვირვალობის სისტემა არ არსებობს, ყველა ეს ხარჯი არის ფარული
არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:30
პოლიტიკა
„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა
„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გაუგზავნა წერილი, რომელიც მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ეხებოდა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა. „იმედის“ მარტივ კითხვას ორგანიზაციების უმეტესობამ შეურაცხყოფით უპასუხა და მათ შორის, არ იყო გასაკვირი, რომ ელენე ხოშტარიაც მოხვდა.

20 მარტი 2023, 20:29
მსოფლიო
ოლექსი დანილოვმა უარყო გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ.

20 მარტი 2023, 20:28
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მე ვფიქრობ, რომ დარგის ისეთი სპეციალისტი, როგორიც გიორგი ამილახვარია, ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაში
ახალი ენერგია, ახალი ძალაა საჭირო. ძალიან საინტერესო ხედვები აქვს გიორგი ამილახვარს, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განათლების მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვარის დანიშვნა.

20 მარტი 2023, 19:52
მსოფლიო
კოლუმბიის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარ ნარკოკარტელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააუქმა
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ნარკოკარტელ „ყურის კლანთან“ (Gulf Clan) დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება. გუსტავო პეტრომ ქვეყნის მთავარი ნარკოკარტელი „ტერორისა და შიშის დათესვაში“ დაადანაშაულა და სამართალდამცველებს კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განახლება უბრძანა

20 მარტი 2023, 19:33
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ჩინეთის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას უნდა ეფუძნებოდეს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ჩინეთის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას უნდა ეფუძნებოდეს.