მამუკა მდინარაძე ეკონომიკურ ზრდაზე: ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა, მაგრამ წინ მიდის, ეს პროგრესი ხელშესახებია და საბოლოო ჯამში ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება

მამუკა მდინარაძე
ფოტო: არქივი
მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკური წინსვლა საბოლოოდ არ აისახა მოქალაქეზე. ჩვენი ქვეყანა ნელნელა, მაგრამ წინ მიდის და ეს პროგრესი ხელშესახებია, საბოლოო ჯამში ამას ვერაფერი დაანგრევს და შეეწინააღმდეგება - განაცხადა „ღამის კურიერში“ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბევრს ალბათ ვერც წარმოედგინა, რომ შარშანდელი პირველი თვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, წელს კიდევ იქნებოდა შესაძლებელი წინა მაჩვენებლის კიდევ 10% ზე მეტით გაზრდა. ამის მიუხედავად, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პირველივე თვეში დაფიქსირდა, რაც ძალიან საიმედო პროგნოზის საფუძველს იძლევა.
ამასთან, მისივე თქმით,შემდეგი გამოწვევა საერთო ეკონომიკური წინსვლის დივერსიფიცირებაა.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რეალობა არის ერთი - ბევრს ალბათ მართლა ვერ წარმოედგინა, ეკონომისტებს განსაკუთრებით, ვინც ამაში კარგად ერკვევა, რომ შარშანდელი პირველი თვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, მომავალ წელს კიდევ მოახერხებდი იმ გაზრდილის კიდევ 10% -ზე მეტით გაზრდას, ძალიან რთული რამ არის. ამის მიუხედავად, მაინც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პირველ თვეშივე დაფიქსირდა და ეს ძალიან საიმედო პროგნოზის საფუძველს გვაძლევს. მერე ადამიანი კითხულობს, კი ბატონო, მესმის, მე რა? ამის შემდეგი გამოწვევა სწორედ ეს არის, ამ საერთო ეკონომიკური წინსვლის დივერსიფიცირება, ეს ერთ დღეში ვერ ხდება მარტივად. ჩვენ ხომ ერთი რეალობა ვიცით ძალიან კარგად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4-დან 5 ათას დოლარამდე იყო, ხან პანდემიის დროს წაწეული ვიყავით ცოტა წინ 2019-ში, შემდეგ უკან დავიხიეთ ძალიან და დაახლოებით, ამ ფარგლებში ვიყავით. პირველად არის, როდესაც ამას დაახლოებით 2 000 დოლარის ფარგლები დაემატა. მომდევნო თვეში რთულია ეს, ბევრმა შეიძლება ვაჭრობის ნაწილში, ვინც ამ სფეროშია, იგრძნო, მაგრამ მოქალაქე, რომელიც იღებდა დაუშვათ ხელფასის სახით 1000 ლარს, ფასებმა აიწია და ის 1000 ლარი გაუფასურდა, იმისთვის ძნელი ასახსნელია, მაგრამ ახლა მთავარი გამოწვევა სახელმწიფოსთვის სწორედ ეს არის, რომ ამ ადამიანებამდე ჩავიდეს ეს.
არსად არ მომხდარა, რომ საბოლოო ჯამში ეკონომიკური წინსვლა კონკრეტულ ადამიანებამდე არ მისულიყო. ეს ყოველდღიურობაა, ვიღაცამ იგრძნო, ვიღაცამ ვერ იგრძნო, მე ვიცი ისეთი ადამიანიც, რომელსაც ჩემთვის პირადად უთქვამს - მე იგივე ხელფასი მაქვს, მაგრამ ხელფასი მოემატა ამასობაში ჯარისკაცს, პოლიციელს, შეიძლება ისიც არ იყოს საკმარისი, ამაზე ზრუნავს სახელმწიფო, ამასობაში სოციალური პაკეტები ეხმარება. ოჯახში რამდენი ფულიც გაქვს, იმის შესაბამისად ცდილობ ოჯახის შესაძლებლობები გაზარდო, უკეთესად იკვებო, ჩაიცვა. სახელმწიფოც ასე ზრუნავს თავის მოქალაქეზე, რომ ცხოვრების უკეთესი პირობა შეუქმნას. მოქალაქემაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის, რომ ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობებში. ძალიან გული მწყდება, შეხვედრებზე რომ დავდივართ, სხვადასხვა სოფელში, რაიონში არსებული პროგრამების შესახებ ნაკლები ინფორმაციაა, მითქვამს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, შემდეგ ჩართულან, ზოგი ახერხებს, ზოგი სამწუხაროდ ვერა, ხელფასი იზრდება, არის ძალიან ბევრი პრობლემა, სიღარიბის მაჩვენენებელი 30% რომ იყო და 17-%ზე რომ ჩამოვიდა, ეს რას ნიშნავს იცით, იმ 17 %-დან ვინც მოგისმენს, შეიძლება გააღიზიანოს, მაგრამ იმ 13%-მა თავის თავზე იგრძნო და ამხელა მხარდაჭერა 10 წლის თავზე ჰაერიდან არ მოდის ხომ?
ეკონომიკური წინსვლაც სტატისტიკაა, გულით რომ მოგინდეს, ვერ მოიტყუები, მაგრამ ის სტატისტიკაც ვიზალიბერალიზაციის პირობებში დრამატულად რომ არ გაზრდილა და მაინც ლაპარაკობენ ზეპირად, ეს სტატისტიკაც ხომ ხელის გულზე დევს? მათი ხელისუფლების პირობებში ვიზალიბერალიზაცია არ იყო და გაცილებით მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ესეც ხომ სტატისტიკაა. მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკური წინსვლა შეიძლება ერთ დღეში და ერთ თვეში არა, მაგრამ საბოლოოდ არ აისახა მოქალაქეზე. საშუალო მაჩვენებელს - 10-11 000 დოლარს რომ გაცდები, უკვე სიღარიბესთან დაკავშირებით ნაკლები პრეტენზია მიდის ხელისუფლებასთან, ჩვენ აქეთ მივდივართ, 7 000 დოლარის ფარგლებს რომ მივუახლოვდით და პროგრესია ამ მიმართულებით, ეს ციფრია ამ წუთში, ხვალ და ზეგ ნელნელა იმაზეც უნდა აისახოს, ვინც დღეს ამას გსაყვედურობს. ამაში შიგნით თუ შეგიშალეს ხელი რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი ეროვნული მიდგომით და დამოკიდებულებით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სიმართლით, ბევრ დარტყმას მივიღებთ, ბევრჯერ შეეცდებიან დაგვაზიანონ, მაგრამ სიმართლე, საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ხალხის სწორი აღქმა ყველაფრისა, ამდენი ტყუილების, უბედურების, გარე თუ შიდა შემოტევის ფონზე, მაინც იმას უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ნელნელა, მაგრამ წინ მიდის და ეს პროგრესი ხელშესახებია, საბოლოო ჯამში ამას ვერაფერი დაანგრევს და შეეწინააღმდეგება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე

02 აპრილი 2023, 00:02
პოლიტიკა
ვასილ მაღლაფერიძე ლაზარე გრიგორიადისზე: შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის ფაქტს, ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ
თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ), - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

01 აპრილი 2023, 23:51
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს
მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

01 აპრილი 2023, 23:39
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ
„10 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. 2013 წლამდე,საყოველთაო პროგრამის მსგავს პროგრამაზე დაახლოებით, 70 მილიონი იყო გამოყოფილი. დღეს ეს რიცხვი ათჯერ და თხუთმეტჯერ არის გაზრდილი. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის ბოლოს მოვიდა, ადამიანზეა ორიენტირებული და პირველი პრიორიტეტიც ისაა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე კი, ადამიანებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდათ, რომ გაეყიდათ საცხოვრებელი სახლები. 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ჩვენ დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

01 აპრილი 2023, 23:00
პოლიტიკა
„მოლოტოვს ვინც გააკეთებს მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინსტრუქცია უნდა ინახოს დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“ - როგორ გეგმავდნენ ძალადობას 7-8 მარტის აქციის მონაწილეები
საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ისინი არ იხილავენ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ავ-კარგიანობას, პირიქით ამ ფაქტს არც გამორიცხავენ, მაგრამ მათთვის ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, გამართლებულიც კია.

01 აპრილი 2023, 22:15
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი: მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:45
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები
როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:40
პოლიტიკა
გიორგი ამილახვრის განცხადებით, განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად უახლოეს დღეებში სამინისტროში მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება
სწორი ხედვა რომ ჩამოვაყალიბოთ, გადავხედავთ პროცესს და შევხედავთ, თუ არის იქ რაიმე შესაცვლელი და გასაახლებელი, მაგრამ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ. პირველ რიგში, ჩავრთავთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ეხებათ - ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:19
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი
არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი, რომელიც აგერ უკვე მე-11 წელია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს და პერიოდულად ადამიანები იცვლებიან, ვინაიდან ახალი ენერგია და ხედვები შევიდეს სხვადასხვა დარგში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მათთვის ეს არის მომგებიანი, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ
სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ვიხილოთ. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას, გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 20:56
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, ანარქიით, ძალადობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით
ქართული FARA თუ „რუსული კანონია„, „მოლოტოვის კოქტეილიც“ ალბათ მაკურნებელი ძალის მქონე „ფრანკლინის მიქსტურად“ იქნება შერაცხული. არც ერთმა „დაუძინებელმა მეგობარმა" არც გაბედოთ ამ ძალადობის „გაპრავება"! - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქრონიკის“ ექსკლუზივს, სადაც საუბარია, როგორ მზადდებოდა ,7,8, 9 მარტის აქცია.

01 აპრილი 2023, 20:49
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის
ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის - ეს არ არის მოკლე და მარტივი გზა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

01 აპრილი 2023, 20:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე: ეს იყო გაბრაზებული გამოსვლა, სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა
დავეთანხმები ბატონ დავით უსუფაშვილის შეფასებას ალბათ, იმ ნაწილში, რომ ეს იყო პრეზიდენტის გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინც და მაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 20:27
მსოფლიო
რუმინეთში კომპანია „როშენის“ სატვირთო დააკავეს, რომელშიც 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს
დეკლარაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომპანიას ტკბილეული გადაჰქონდა, მაგრამ სატვირთოს დათვალიერების შემდეგ, იქ 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

01 აპრილი 2023, 20:15
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

01 აპრილი 2023, 19:42
სპორტი
ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია
+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.

01 აპრილი 2023, 19:23
საზოგადოება
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს
პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

01 აპრილი 2023, 18:52
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

01 აპრილი 2023, 18:31
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო: ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2023, 18:17
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ, ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

01 აპრილი 2023, 18:00
საზოგადოება
დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია
თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.