რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, იმ დასახლებებში, სადაც უკვე მოქმედებს ქალაქმშენებლობითი განვითარების გეგმა, მისი ცალკეული უბნის განვითარებისთვის დამატებითი ცალკეული გეგმის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ მუნიციპალიტეტი მიიღებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით დაიზოგება დრო და ენერგია, რადგან ზედა დონის დოკუმენტში ისედაც დეტალურად განსაზღვრულია დასახლებული პუნქტის ცალკეული უბნების განვითარების გეგმა.
კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც კოდექსში შეტანილი ცვლილებებით განხორციელდება. კომიტეტის თავმჯდომარის, კახი კახიშვილის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების შესრულებას ემსახურება და ეს არის ის რეფორმა, რომელსაც მმართველი გუნდი ეტაპობრივად ახორციელებს.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა. ცვლილებების თანახმად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვიდან შემოსული თანხებით. მომხსენებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სასარგებლოდ იცვლება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტებს შორის იმ შემოსულობების განაწილების პროცენტულობა, რომელიც სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემისას მოქმედებს. კომიტეტმა მოიწონა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტების გაზრდის მიზნით მომზადებული ცვლილებები და მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას.
კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. ცვლილებების მიზანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისთვის გრანტის გაცემის უფლების მიცემის მოთხოვნა წარმოადგენდა, რაც კომიტეტმა არამიზანშეწონილად მიიჩნია. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ცვლილებების პროექტი დაჩქარებულად არის შემოტანილი და ბოლომდე არ არის დასაბუთებული თუ რატომ ითხოვენ მინისტრის აპარატისთვის გრანტების გაცემის უფლებას. კახი კახიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონით უკვე განსაზღვრულია იმ სუბიექტების ჩამონათვალი ვისაც მისი გაცემის სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, ხოლო რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს, კომიტეტი აღნიშნულ ცვლილებებს არ იზიარებს. კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა წარდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
ყველა სიახლე

01 აპრილი 2023, 23:51
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს
მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

01 აპრილი 2023, 23:39
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ
„10 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. 2013 წლამდე,საყოველთაო პროგრამის მსგავს პროგრამაზე დაახლოებით, 70 მილიონი იყო გამოყოფილი. დღეს ეს რიცხვი ათჯერ და თხუთმეტჯერ არის გაზრდილი. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის ბოლოს მოვიდა, ადამიანზეა ორიენტირებული და პირველი პრიორიტეტიც ისაა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე კი, ადამიანებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდათ, რომ გაეყიდათ საცხოვრებელი სახლები. 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ჩვენ დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

01 აპრილი 2023, 23:00
პოლიტიკა
„მოლოტოვს ვინც გააკეთებს მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინსტრუქცია უნდა ინახოს დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“ - როგორ გეგმავდნენ ძალადობას 7-8 მარტის აქციის მონაწილეები
საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ისინი არ იხილავენ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ავ-კარგიანობას, პირიქით ამ ფაქტს არც გამორიცხავენ, მაგრამ მათთვის ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, გამართლებულიც კია.

01 აპრილი 2023, 22:15
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი: მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:45
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები
როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:40
პოლიტიკა
გიორგი ამილახვრის განცხადებით, განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად უახლოეს დღეებში სამინისტროში მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება
სწორი ხედვა რომ ჩამოვაყალიბოთ, გადავხედავთ პროცესს და შევხედავთ, თუ არის იქ რაიმე შესაცვლელი და გასაახლებელი, მაგრამ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ. პირველ რიგში, ჩავრთავთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ეხებათ - ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:19
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი
არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი, რომელიც აგერ უკვე მე-11 წელია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს და პერიოდულად ადამიანები იცვლებიან, ვინაიდან ახალი ენერგია და ხედვები შევიდეს სხვადასხვა დარგში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მათთვის ეს არის მომგებიანი, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ
სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ვიხილოთ. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას, გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 20:56
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, ანარქიით, ძალადობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით
ქართული FARA თუ „რუსული კანონია„, „მოლოტოვის კოქტეილიც“ ალბათ მაკურნებელი ძალის მქონე „ფრანკლინის მიქსტურად“ იქნება შერაცხული. არც ერთმა „დაუძინებელმა მეგობარმა" არც გაბედოთ ამ ძალადობის „გაპრავება"! - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქრონიკის“ ექსკლუზივს, სადაც საუბარია, როგორ მზადდებოდა ,7,8, 9 მარტის აქცია.

01 აპრილი 2023, 20:49
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის
ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის - ეს არ არის მოკლე და მარტივი გზა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

01 აპრილი 2023, 20:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე: ეს იყო გაბრაზებული გამოსვლა, სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა
დავეთანხმები ბატონ დავით უსუფაშვილის შეფასებას ალბათ, იმ ნაწილში, რომ ეს იყო პრეზიდენტის გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინც და მაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 20:27
მსოფლიო
რუმინეთში კომპანია „როშენის“ სატვირთო დააკავეს, რომელშიც 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს
დეკლარაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომპანიას ტკბილეული გადაჰქონდა, მაგრამ სატვირთოს დათვალიერების შემდეგ, იქ 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

01 აპრილი 2023, 20:15
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

01 აპრილი 2023, 19:42
სპორტი
ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია
+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.

01 აპრილი 2023, 19:23
საზოგადოება
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს
პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

01 აპრილი 2023, 18:52
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

01 აპრილი 2023, 18:31
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო: ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2023, 18:17
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ, ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

01 აპრილი 2023, 18:00
საზოგადოება
დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია
თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.

01 აპრილი 2023, 17:58
მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს
ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აგრესორი ქვეყნის თავმჯდომარეობას აპროტესტებდნენ, თუმცა მორიგეობის პრინციპით, თავმჯდომარის უფლებამოსილება აპრილში რუსეთს გადაეცემა.