15 მარტი 2023, 11:27 / სანდო წყარო

სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასშტაბურ, 150 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტის” (GRAIL) ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია განხორციელდება.

შედეგად, საპროექტო ტერიტორიებზე გაუმჯობესდება სარწყავი და სადრენაჟე მომსახურება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება; წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რაოდენობა, დამატებით, 27 000 ჰექტარამდე გაიზრდება; ეროვნულ დონეზე გაძლიერდება ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები.
პროექტის მიზანია, სრულად შეცვალოს და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოდერნიზება გაუკეთოს სამელიორაციო სისტემების მართვას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს როგორც საექსპლუატაციო, ისე ბუნებრივი რესურსის ხარჯს. მართვის თანამედროვე სისტემა გულისხმობს მთელი რიგი ტექნოლოგიური და პროგრამული ნოვაციების დანერგვას.
პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს შესაბამის სამთავრობო უწყებებთან.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL), რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება და 6 წელს გასტანს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ.

ყველა სიახლე

ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2023, 20:29

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ანალენა ბერბოკის ვიზიტიც ამის ძალიან ნათელი დასტურია - ეს დასტურია, რომ გერმანია იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი

ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები. ეს პროცესი დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით გერმანიაში. მე მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე შეხვედრა გამემართა ჩემს გერმანელ კოლეგასთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

კაია კალასი

22 მარტი 2023, 20:25

მსოფლიო

ესტონეთის პრემიერი: ნატოს ქვეყნები უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

არჩილ თალაკვაძე

22 მარტი 2023, 20:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად აზიანებს ის, რომ მათი სახელით ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებთან, ევროპულ ღირებულებებთან

სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად აზიანებს ის, რომ მათი სახელით აბსოლუტურად სხვა ინტერესების მქონე ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებთან, ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მაგალითია ის ადამიანები, რომლები პირდაპირ იღებენ რუსეთის ხელისუფლებიდან ანაზღაურებას და მორალს ხელისუფლებას უკითხავენ.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 20:16

საზოგადოება

კახა ბექაური: შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ „მთავარი არხი“ გარკვეული თვალსაზრისით სპეციალურად არღვევდა კანონს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, პარლამენტში ComCom-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, „მთავარი არხის“ სანქცირებასთან დაკავშირებით დეპუტატის კითხვას უპასუხა.

გიული ალასანია

22 მარტი 2023, 20:14

პოლიტიკა

გიული ალასანია: სადაც ჩემი შვილია მოთავსებული, ეს არ არის კლინიკა, ეს არის უშიშროების სამსახური

სადაც ჩემი შვილია მოთავსებული, ეს არ არის კლინიკა, ეს არის უშიშროების სამსახური, სადაც ყველა გადაწყვეტილებას უშიშროება იღებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ციხეში მოწამლეს და შესაბამისად, მისი მხრიდან უნდობლობა საფუძვლიანია.

თამარ გაბუნია

22 მარტი 2023, 20:00

საზოგადოება

თამარ გაბუნია: რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. ასევე, არ შეიცვლება კლინიკის ლოკაცია

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს.

ერიკ დიუპონ-მორეტი

22 მარტი 2023, 19:54

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აქციებზე წესრიგის სერიოზული დარღვევის, თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოითხოვა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ერიკ დიუპონ-მორეტიმ პროკურორებს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევის, ადამიანებსა და საკუთრებაზე თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

22 მარტი 2023, 19:43

პოლიტიკა

„ვივამედი“: იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურის სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს სააკაშვილის „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში

კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უვბ;ე;ად გთავაზობთ.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 19:27

საზოგადოება

პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ შევიდა 367,373,890 ლარი. ხოლო, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ კი 33,943,382 ლარი შეადგინა.

22 მარტი 2023, 18:50

საზოგადოება

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

22 მარტი 2023, 18:43

მსოფლიო

ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მარტი 2023, 18:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა უხეშად არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები

ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა უხეშად არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ემანუელ მაკრონი

22 მარტი 2023, 18:22

მსოფლიო

მაკრონი საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ძალადობაზე: ძალადობა დასაგმობია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის ელოდება, რომ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი წლის ბოლომდე ამოქმედდება. სადავო საპენსიო რეფორმამ ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია საფრანგეთის მასშტაბით მას შემდეგ, რაც მთავრობამ რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა.

22 მარტი 2023, 18:09

საზოგადოება

დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში.

22 მარტი 2023, 18:07

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. მათ, საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების და ფინეთის ელჩებს გააცნეს.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:07

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაკრიტიკის პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ComCom-ის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და პროექტებთან ერთად, მედიააკადემიის ერთ-ერთ მიმართულებაზე - მედიაკრიტიკის პლატფორმაზეც ისაუბრა.

22 მარტი 2023, 18:07

საზოგადოება

კახა ბექაური: მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს კი მილიონზე მეტი

კახა ბექაურის განცხადებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში კი, მობილური ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:06

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიასკოლისა და მედიალაბის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტში ComCom-ის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მედიააკადემიის მიმართულებების, კერძოდ კი, მედიასკოლისა და მედიალაბის საქმიანობა შეაჯამა. „ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია, წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი“ - განაცხადა ბექაურმა პარლამენტში.

22 მარტი 2023, 18:05

პოლიტიკა

დეპუტატებმა მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებების თანახმად, ახლებურად განისაზღვრება მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატები.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:05

საზოგადოება

კახა ბექაურმა პარლამენტს მედიაწიგნიერების განვითარებისთვის 2021 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო

განხილული პროექტებიდან ერთ-ერთი, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ იყო, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს ასწავლის.