ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

ფოტო: ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას „საქართველოს მეფეების“ სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის. ოქროს მონეტის ფასი 1370 ლარია, ხოლო ვერცხლის - 88 ლარია.
2023 წლის 27 მარტიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10 ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00)
წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელია დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
2023 წლის 3 აპრილიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge
მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.
2023 წლის 10 აპრილიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმებში.
თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე გიორგი ბრწყინვალეს გამოსახულება, მას ერთ ხელში სასწორი უჭირავს, როგორც მის მიერ გატარებული სამართლის რეფორმის სიმბოლო (აღნიშნული დეტალი ვერცხლის მონეტაზე მოოქროვილია), მეორე ხელში კი - გრაგნილი, რომელზე „ძეგლის დადების“ დასაწყისი ტექსტია დატანილი. მონეტაზე, ასევე, დატანილია წარწერა „გიორგი ბრწყინვალე“ და მისი მეფობის წლები „1299 – 1346“.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს გიორგი ბრწყინვალეს გვირგვინის გამოსახულება (რომლის შექმნისას გამოყენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის და XV ს-ის ფსალმუნის ქართული ხელნაწერის მინიატურების დეტალები) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, ასევე, „საქართველო“, „2023“, GEORGIA, რომელთა შორის გამოსახულია მეფის სამოსზე არსებული ორნამენტი ავერსიდან.
ყველა სიახლე

28 მაისი 2023, 19:43
მსოფლიო
Anadolu: ბიულეტენების 71%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ხმათა 54.37% მიიღო
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 54.37% მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი ამომრჩეველთა 45.63%-მა დაუჭირა.

28 მაისი 2023, 19:30
რეგიონი
გორში, შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირზე, მიხეილ საჟინიანმა თურქი მეტოქე 6 წამში დაამარცხა
გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 23“ გაიმართა, სადაც უნიკალური შედეგი დაფიქსირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 მაისი 2023, 19:18
მსოფლიო
Anadolu: წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 55.06%. ამომრჩეველთა 55.80%-მა ხმა ერდოღანს მისცა, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი 44.20%-მა დაუჭირა.

28 მაისი 2023, 19:11
მსოფლიო
სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მომიტინგეები ალექსანდრ ვუჩიჩს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამან ქვეყანაში გამოიწვია მასობრივი სროლები, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

28 მაისი 2023, 18:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს
„ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ეს ისტორიული დღე აღნიშნავს მნიშვნელოვან თავს თანამედროვე სომხეთში და სომეხი ხალხის გამბედაობისა და მონდომების მოწმობაა. ვუსურვებ ჩვენს მეგობრებს წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს პაპუაშვილი.

28 მაისი 2023, 18:01
მსოფლიო
თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა
თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ამის შესახებ BBC წერს.

28 მაისი 2023, 17:52
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
„ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს. საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

28 მაისი 2023, 17:44
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს
საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, - განაცხადა თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „თანამედროვეობა როგორც კრიზისი“ მონაწილემ, ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

28 მაისი 2023, 17:43
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის - აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატოსკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

28 მაისი 2023, 17:36
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კლერ დეილი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა
„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა. როგორც მე ვარ ინფორმირებული, საქართველოსაც ისევე ელიან ევროპარლამენტში, როგორც სხვა ქვეყნებს. ბევრი პრობლემაა ევროკავშირშიც. ვნახოთ, რა მოხდება ოქტომბერში. არიან ძალები, რომლებიც იყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს საკუთარი მიზნებისთვის, რაც არ მოეწონებათ ქართველებს. თუ გინდათ ევროკავშირში გაერთიანება, ეს მოხდება, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ღირებულებების სანაცვლოდ. ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნის მთავრობა ვაკრიტიკო. საკუთარ ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებშიც ბევრი პრობლემაა. ჩემი აზრით, მთავრობის შეფასება ხალხის ფუნქციაა და არა ჩემი. ბევრი თამაშობს და იყენებს ევროპარლამენტს მთავრობის შესაცვლელად. ეს არ არის სწორი და არ უნდა იყოთ ტოლერანტული ამის მიმართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ.

28 მაისი 2023, 17:35
ეკონომიკა
არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტები გაზიარებული იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს პუნქტი.

28 მაისი 2023, 17:25
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა
„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა. აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების და ბიუროს წევრები.

28 მაისი 2023, 17:20
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებაში
„საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, განცხადება და პოზიცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო გაჟღერებული, არის მოცემულობა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

28 მაისი 2023, 17:17
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ენმ-ზე: დავალება აქვთ, რომ ყოველ წინადადებაში მინიმუმ ორჯერ, სამჯერ გამოიყენონ სიტყვა - რუსული. რა კონტექსტშიც არ უნდა ატრიალონ მათი ეს საყვარელი სიტყვა, ამას ქართული საზოგადოება არ წამოეგება
წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას რუსეთის მხრიდან. ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

28 მაისი 2023, 17:15
საზოგადოება
ილია მეორე: ბატონი ალექსანდრე ლომთათიძის მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ალექსანდრე ლომთათიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო.

28 მაისი 2023, 17:05
საზოგადოება
ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

28 მაისი 2023, 16:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს
„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა და წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული და კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, - წერს პაპუაშვილი.

28 მაისი 2023, 16:33
მსოფლიო
თალიბანის მებრძოლები ირანის სასაზღვრო პუნქტს თავს დაესხნენ
თალიბანის მებრძოლები ირანის სასაზღვრო პუნქტს დაესხნენ თავს. სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული ცნობისა და ვიდეო მასალის მიხედვით მებრძოლები ცოცხალი ძალის პარალელურად ჯავშანტექნიკასაც იყენებენ.

28 მაისი 2023, 16:01
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებს შორის ბევრია სარემონტო ქარხანა.

28 მაისი 2023, 15:40
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: დღეს, მართლაც დიდი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებული დღეა საქართველოს პარლამენტისთვის - მშობლიურ მიწას მიებარება საქართველოს პირველი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ლომთათიძე
დღეს, მართლაც დიდი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, განსაკუთრებული დღეა საქართველოს პარლამენტისთვის. დღეს მშობლიურ მიწას მიებარება ალექსანდრე ლომთათიძე - პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს პირველი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ადამიანი, რომელმაც არ დატოვა ქვეყანა წითელი არმიის პირისპირ, რის გამოც გადაასახლეს და გადასახლებაში გარდაიცვალა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.