01 აპრილი 2023, 20:15 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა

ლევან დავითაშვილი; ჟამშიდ ხოჯაევი

ლევან დავითაშვილი
ჟამშიდ ხოჯაევი

უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობდა საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში.

ლევან დავითაშვილთან ერთად უზბეკეთში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის,“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტაშკენტში გამართულ შეხვედრებში აგრეთვე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.

უზბეკ კოლეგასთან საუბრისას ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს. მისი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ამ დინამიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.

ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებსა და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2023, 22:52

სპორტი

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება

„ახლა ვაპირებთ საქართველოში „ატლეტიკოს“ აკადემიის გახსნას. 10 ბავშვი ყოველ წელს შეძლებს წამოვიდეს მადრიდში, აქ იცხოვროს, აქ ითამაშოს. ძალიან დიდი პროექტია. ახლა ხდება ეს. გუშინ-გუშინწინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება. ძალიან სერიოზული პროექტია. ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ“, - აღნიშნა პოლოლიკაშვილი.

სანდრო ბაზაძე

04 ივნისი 2023, 22:30

სპორტი

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ბაზაძემ „ორლეანსის“ გუნდში ბოლად აპიტთან, ჟან ფილიპ პატრისსა და სებასტიან პატრისთან ერთად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ,,კლამარი“ გავიდა.

ანანო ჯინჭარაძე

04 ივნისი 2023, 22:18

სპორტი

ანანო ჯინჭარაძე EFC European Circuit U14-ის გამარჯვებულია

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ ასპარეზობაში რუმინელი მეტოქე მარია ლეონტე (15:9) დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია

04 ივნისი 2023, 22:00

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს🏆

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. ცერემონია ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრის წინ გაიმართა.

მამუკა მდინარაძე

04 ივნისი 2023, 21:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ ჩვენი მესიჯი უნდა იყოს ერთი, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით

განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2023, 21:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა - ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი

„ეს იქნებოდა მარტო პირველივე წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ნაცვლად 10%-იანი ზრდისა, რაც გვქონდა ჩვენ გასულ წელს. პესიმისტური სცენარის პირობებში, მაქსიმუმ, ეს იქნებოდა 18%-იანი ვარდნაც კი. 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა - ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი. და მნიშვნელოვანია რა არის ამ ციფრებს მიღმა. ეს იქნებოდა მინიმუმ 200 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას, ხელფასების კლებას, იმას რომ ფერმერები ვეღარ მოახდენდნენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას, მათ დარჩებოდათ ვალები და ა.შ. ეს ნიშნავდა იმას, რომ იგივე აჭარა რომ ავიღოთ, ტურისტული სეზონი ძალიან მძიმედ წავიდოდა, და იქაც უამრავ ადამიანს შეიძლებოდა დარჩენოდა ვალები, კრედიტები გასასტუმრებელი და ა.შ. ეს გამოიწვევდა კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. შედარებისთვის, კოვიდის დროს ეკონომიკური ვარდნა ჩვენს ქვეყანაში იყო 6,5%“, - განმარტავს კობახიძე.

სოზარ სუბარი

04 ივნისი 2023, 21:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თითქოს დაუჯერებელიც კი იყო, იმდენად უხეში და კატეგორიული იყო მოთხოვნა, რომ ომში ჩართულიყო საქართველო. პირდაპირი ტექსტებით იყო ამის მოთხოვნები ხელისუფლების პირველ პირებთან

„თითქოს დაუჯერებელიც კი იყო და ზოგს შეიძლება დღესაც ბოლომდე ვერ წარმოუდგენია, იმდენად უხეში და კატეგორიული იყო მოთხოვნა, რომ ომში ჩართულიყო საქართველო. პირდაპირი ტექსტებით იყო ამის მოთხოვნები ხელისუფლების პირველ პირებთან. ამას ძირითადად ავრცელებდა ერთი კონკრეტული ქვეყნის ელჩი - ყველამ იცის, აღარ გავიმეორებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უარყო, ის ამას აკეთებდა. ეს იყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრები, კაბინეტში შეხვედრები, შეხვედრები, რომლებზეც ძალიან კატეგორიული ტონით იყო მოთხოვნა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში. აბა რისთვის გეხმარებით, რისთვის გაიარაღებთო და ისეთი დარწმუნებაც - „თქვენ ის აღარ ხართ, რაც 2008-ში. თქვენ გყავთ ბრძოლისუნარიანი ჯარი და თქვენ შეგიძლიათ ბრძოლა“. ამავე ხაზს ძალიან მკაფიოდ ავითარებდნენ ქართველი ოპოზიციონერები და „ენჯეოშნიკები“, - აცხადებს სუბარი.

გიორგი ვოლსკი

04 ივნისი 2023, 21:12

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხომ არ ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, აჟიოტაჟს, რომ ეჭვმა გამოიწვიოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა? რეალური ფაქტების ნაცვლად აღქმებით იყოს ჩვენი საზოგადოება მანიპულირებული

ხომ არ ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, აჟიოტაჟს, რომ ეჭვმა გამოიწვიოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა? რეალური ფაქტების ნაცვლად აღქმებით იყოს ჩვენი საზოგადოება მანიპულირებული, - განუცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის განცხადების დამახინჯების გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თითქოს, 2008 წლის ომის დაწყება ნატოს დააბრალა.

დიმიტრი სამხარაძე

04 ივნისი 2023, 21:03

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არცერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა

„ანუ სინამდვილეში ისევ „ნაცების“ საზიზღარი პროვოკაცია და „დაზომბებული“ რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია. ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ჰქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს“, - წერს სამხარაძე.

გოგა ხაინდრავა

04 ივნისი 2023, 21:02

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: იმ ცილისწამების ავტორები, თითქოს კადიროვის ბანდის წევრები საქართველოში სამხედრო ბანაკებს აწყობენ, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები არიან

„კადიროვის ბანდის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამხედრო ბანაკებს აწყობენ!" ამ ცილისწამების ავტორები და გამავრცელებლები არიან სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები! 30 ვერცხლია მათი ფასი მათი პატრონებისაც!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

04 ივნისი 2023, 20:53

რეგიონი

კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

„წერეთლის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და დღემდე მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე სამუშაოები რათა მოსახლეობამ გადაადგილება მალე კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეძლოს“, - აღნიშნა მაისურაძემ.

04 ივნისი 2023, 20:41

სამართალი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2023, 20:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნატოს შესახებ პრემიერის განცხადების ინტერპრეტაციაზე: ეს ზუსტად რომ სასკოლო მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება საქართველოზე ყალბი აღქმების შექმნა

„ეს ზუსტად რომ სასკოლო მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება საქართველოზე ყალბი აღქმების შექმნა და როგორ ხდება შემდეგ ამ აღქმებით გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ მიყვანა ამა თუ იმ ინსტიტუციის, პოლიტიკოსისა თუ სახელმწიფოსი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ აღქმებს უნდა დავუპირისპიროთ ფაქტები. ფაქტები საბოლოო ჯამში იმარჯვებს, თუმცა ეს ყალბი და მანიპულაციური კამპანიები თავის ნალექს ტოვებს“, - მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.

04 ივნისი 2023, 19:46

კულტურა

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუმინეთში, საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

მესხეთის თეატრი მაყურებლის წინაშე 7 ივნისს წარდგება სპექტაკლით: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. სპექტაკლის რეჟისორია რადუ გილასია, პიესის ავტორი - დიმიტრი დინევი. მასში მონაწილეობენ: ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია, მალხაზ შაყულაშვილი. მხატვრები ი არიან: კატარინ ტერზიუ, ლელა ფერაძე, ნანა ყორანაშვილი.

04 ივნისი 2023, 19:00

მსოფლიო

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას

ჩინელი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, - ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ერთი ჩინეთის პრინციპი საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად ნორმად იქცა საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი დარღვევის ნებისმიერი ქმედება სასაცილო და საშიშია.

კონსტანტი ზატულინი

04 ივნისი 2023, 18:25

მსოფლიო

კონსტანტინ ზატულინი: რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ გამოცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია

რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ გამოცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ სახელმწიფო დუმის „დესეთეს“, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

04 ივნისი 2023, 17:45

რეგიონი

ბათუმში ზაფხულის ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება

ფრანების შოუ, კონცერტი და ღია კაფეები - ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი გასართობი და კულტურული აქტივობებია დაგეგმილი. ზაფხულის ფესტივალი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ გუშინ გაიხსნა. ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტია. წელს ბათუმში 4 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.

04 ივნისი 2023, 17:29

საზოგადოება

NEVERNOT-ი COUTURE Design Awards-ის გამარჯვებულია

COUTURE Design Awards ყოველწლიურად COUTURE-ის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. დიზაინის ამ პრესტიჟულ კონკურსში მონაწილე ყველა ნამუშევარი გამოფენილია დიზაინის ჯილდოების დარბაზში მუზეუმის ხარისხის ჩვენებაზე.

მეუფე იაკობი

04 ივნისი 2023, 17:26

საზოგადოება

მეუფე იაკობი: როგორ ხარ ჩემი ან პარტნიორი, ან მეგობარი თუ წახვალ-წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ?!

მეუფე იაკობმა 2008 წლის ომის შედეგები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ომის შედეგად გარდაცვლილი გმირები მიატოვეს და ფრონტიდან მათი გამოყვანა მხოლოდ პატრიარქმა ილია მეორემ და სასულიერო პირებმა ითავეს.

04 ივნისი 2023, 17:16

სამართალი

სასამართლომ ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დანაშაული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა. 35 წლის რამაზ ლორთქიფანიძემ უმცროსი ძმა მშობლების თვალწინ სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი მიმალვა სცადა. პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.