11 მაისი 2023, 13:07 / სანდო წყარო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს წარმოადგენს ქვეყანაში ვიზიტის დასრულებისას, მათი წინასწარი მიგნებების შესახებ.

მათივე თქმით, ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებების საფუძველზე შედგენილი ანგარიში ხელმძღვანელ პირთა თანხმობის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წარედგინება განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის.

„საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასასრულებლად.

საქართველოს ეკონომიკა კვლავ ძლიერია მზარდი ტურიზმის, სატრანზიტო ვაჭრობის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გაზრდილი ფინანსური შემოდინებების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო. გასულ წელს მაღალი ზრდის შემდეგ, წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება. ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და 2023 წელს სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება.

საერთაშორისო დონეზე მაღალი გაურკვევლობის პირობებში, პოლიტიკა ორიენტირებული უნდა დარჩეს ფისკალური და სავალუტო ბუფერების შევსებაზე და რეფორმების მუხტის შენარჩუნებაზე, რაც მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას.

27 აპრილიდან 10 მაისამდე სსფ-ს მისია ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) მეორე მიმოხილვა იყო. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჯონმა განაცხადა შემდეგი:

„პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია, საქართველოში სსფ-სმხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის ივნისში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი. ქვეყნის ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ძლიერია: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეზღუდული გავლენის და გონივრული მაკროეკონომიკური ოლიტიკის გამო. ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშრებულმა იმიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, ტრანზიტული ვაჭრობის მატებამ, რაც თავისმხრივ უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია, ეკონომიკის ზრდა და ფისკალურ შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გააუმჯობესა, ლარი გაამყარა. ხელისუფლებამ ხელსაყრელი პირობებით ისარგებლა და ფისკალური და უცხოური ვალუტის ბუფერები შეივსო. ფინანსური სისტემა ჯანსაღია და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება.

ბოლოხანს მნიშვნელოვნად იკლო ინფლაციის ტემპმა და ეროვნული ბანკის 3 პროცენტიანი სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც სასაქონლო ფასების კლების, ლარის გამყარების, მკაცრი მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ასევე გლობალურად მკაცრი ფინანსური პირობების შედეგია. საბაზო ინფლაცია ასევე შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, დასაქმების ბაზარზე მუშახელი სიმწირის, ხელფასების ზრდის და დაბალი უმუშევრობის გამო.

მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შესრულებულია, ერთი გამონაკლისის გარდა. შესრულებულია პირობები ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტის და საერთაშორისო რეზერვების თაობაზე. ბიუჯეტის მიერ გაცემულ სესხებმა საწყის ეტაპზე დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა, ეს პარამეტრი შემდგომ გასწორდა. ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები საგადასახდო პოლიტიკისა და ადმინისტრების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფისკალური რისკების, ეროვნული ბანკის კომუნიკაციის და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით.

2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოაღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო რეზერვების გონივრული მართვის მიმართ, რაც რეზერვების ადეკვატურ დონემდე გაძლიერებას მოიაზრებს. ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნისა და შრომის ბაზარზე სამუშო ძალის სიმწირიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ფრთხილ და ეტაპობრივ კლებას მოითხოვს, რათა მკაცრი პოლიტიკა შენარჩუნდეს მანამ, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. საბაზო ინფლაციის მატების შემთხვევაში შეიძლება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გახდეს საჭირო. საბანკო სისტემის მდგრადობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მონიტორინგი და რეგულირება, კიდევ უფრო გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ფისკალური პოლიტიკა ბუფერების ზრდასა და რისკების მართვაზე სათანადოდ იყო მიმართული. ფისკალური წესის პირობის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება 2023 ბიუჯეტის შემგომი კორექტირებისთვის მზადაა. საჭიროა პროგრესის გაგრძელება შემოსავლების მობილიზაციის და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის კუთხით, რაც პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსების საშუალებას გაზრდის, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და განათლებაზე. ასევე უნდა გაგრძელდეს პროგრესი ხარჯვის ხარისხის და ეფექტურობის ზრდის მიმართულებით. სახელმწიფო საწარმოთა მმართველობის შარშან მიღებული სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება გაზრდის პროდუქტიულობას და შეზღუდავს ფისკალურ რისკებს.

ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმების გეგმის განხორციელება შეამცირებს მაღალ უმუშევრობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას გრძელვადიან პერიოდში. უნარების შეუსაბამობის და გენდერული საკითხების დაძლევა უკეთესი განათლებით, გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლებითა და დასაქმების აქტიური პოლიტიკით, კონკურენტუნარიანობის ზრდით, კორპორაციათა მართვის სტანდარტის გაუმჯობესებით და ანტი კორუფციული სამართლებრივი ჩარჩოს მეშვეობით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტიზებით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და რეგიონის დაკავშირებულობას.

სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის“.- აცადებენ ეროვნულ ბანკში,

ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 12:52

საზოგადოება

გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერსიტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.

01 ივნისი 2023, 12:47

საზოგადოება

ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

კახა კალაძე

01 ივნისი 2023, 12:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 12:40

რეგიონი

ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ქვეყანა მიგვყავს გაერთიანებისკენ

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვსუსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის

„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ეროვნულმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

01 ივნისი 2023, 12:17

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა უმასპინძლა

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი

01 ივნისი 2023, 12:13

სამართალი

კონკურენციის სააგენტომ „გლოვოსთან“, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა ეკა გამრეკლიძისა და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

გია აბაშიძე

01 ივნისი 2023, 11:44

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 11:33

კულტურა

კიმ კეტროლი სამანტა ჯონსის როლს დაუბრუნდება

კეტროლი სამანტა ჯონსის ცნობილ როლს დაუბრუნდება, თუმცა მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება. სცენა 22 მარტს, ნიუ-იორკში გადაიღეს. მასში სამანტა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს სერიალის მთავარ გმირს, კერის ტელეფონით ესაუბრება.

ღვინის ეროვნული სააგენტო

01 ივნისი 2023, 11:32

საზოგადოება

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან. სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

01 ივნისი 2023, 11:30

რეგიონი

გორისციხის მიმდებარედ ახალგაზრდული კაფე ,,სფეისი“ გაიხსნა

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივნისი 2023, 11:26

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი

დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი

01 ივნისი 2023, 11:26

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში ნეგატიური არ ყოფილიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში არ ყოფილიყო ნეგატიური

გიორგი ვოლსკი

01 ივნისი 2023, 11:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 ივნისი 2023, 11:17

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში

ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს

01 ივნისი 2023, 11:10

საზოგადოება

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

„როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ამ ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

სვიმონ ჯანგულაშვილი

01 ივნისი 2023, 11:09

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: მოსკოვისთვის 2008 წლის ომის მერე უვიზოს დაწესება და იქ კონცერტები კარგია, 2023-ში მოსკოვის მიერ უვიზოს დაწესება - ჩვენი მთავრობის ბრალია

ჯანგულაშვილის თქმით, მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთისთვის „სატოპკეების“ მიმცემნი - თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, რომელთაც კგბ-ს სასწავლებლები აქვთ დამთავრებული