imedi /  28 სექტემბერი 2017, 19:17 / სანდო წყარო

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი გამოქვეყნდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ (The Global Competitiveness Index) მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 137 ქვეყანას შორის 8 ქვეკომპონენტში პირველ ათეულში შედის.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს ქვეკომპონენტებია: წლიური ინფლაცია (პირველი ადგილი), სავაჭრო ტარიფები (მე-4 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა (მე-6 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-7 ადგილი), ინვესტორთა უფლებების დაცვის სიძლიერე (მე-7 ადგილი), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (მე-8 ადგილი), სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი (მე-9 ადგილი), მალარიის შემთხვევები (პირველი ადგილი).

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუმინეთი (68-ე ადგილი), სომხეთი (73-ე ადგილი), ხორვატია (74-ე ადგილი), მონტენეგრო (77-ე ადგილი), სერბეთი (78-ე ადგილი), უკრაინა (81-ე ადგილი), საბერძნეთი (87-ე ადგილი), მოლდოვა (89-ე ადგილი), ბოსნია-ჰერცეგოვინა (მე-100 ადგილი) და სხვა.

2017-2018 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 8 საფეხურით შემცირდა, ქვეყნის სარეიტინგო ქულა - 4.3 იგივე დარჩა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პოზიციის შემცირება ძირითადად სხვა ქვეყნების მიერ პოზიციების გაუმჯობესებით არის განპირობებული.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2021, 13:09

საზოგადოება

UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის

ჩემთვის დიდი პატივია, UNESCO-ს სახელით მივულოცო საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა. „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს, რომელიც მილიონობით წლის წინ გადაჭიმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შემორჩენილია პირვანდელი სახით. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის! თქვენ დაამტკიცეთ, რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური და მემკვიდრეობა!, - განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ კულტურის დარგში, ერნესტო ოტონემ.

27 ივლისი 2021, 13:09

პოლიტიკა

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თეიმურაზ ჯანჯალიამ და მანლიო დი სტეფანომ ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე, სამომავლოდ, სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების მეტად გაღრმავებისა და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამასთან, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ენერგეტიკის, ტურიზმის საზღვაო, საერთაშორისო სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

27 ივლისი 2021, 13:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და კატარს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე მზაობა გამოითქვა, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

27 ივლისი 2021, 13:07

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლვოვის რეზიდენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, თბილისისა და ლვოვის სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობისთვის, ქართველი ავტორების განაცხადების მიღება იწყება. პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში, უკრაინელი ავტორი იცხოვრებს და იმუშავებს, ქართველი ავტორი კი ქალაქ ლვოვში გაემგზავრება.

27 ივლისი 2021, 13:02

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი საქართველოს მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

27 ივლისი 2021, 12:59

მსოფლიო

ინდოეთში ოჯახის წევრებმა 17 წლის გოგო ჯინსის ჩაცმის გამო მოკლეს

ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, 17 წლის გოგო ოჯახის რამდენიმე წევრმა ცემით მოკლა. მიზეზი ჯინსის შარვლის ჩაცმაა. მოკლულის დედა ამბობს, რომ თინეიჯერს ოჯახის არაერთმა წევრმა, ჯოხებით, უმოწყალოდ სცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივლისი 2021, 12:56

COVID19

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე მომზადდება, გატარდება ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების კუთხით

ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:55

COVID19

პაატა იმნაძე: მითხრეს, რომ ადამიანების სპეციალური ჯგუფია, რომელიც ადგილებს იმისთვის ჯავშნიდა, რომ სხვა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ

გუშინ მითხრეს, რომ ადამიანების ჯგუფია სპეციალური, რომელიც ჯავშნიდა ადგილებს იმისთვის, რომ ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:44

COVID19

პაატა იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიში ხალხი არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

ანტივაქსერები ყველგან არიან მსოფლიოში. თქვენ ნახეთ, რახელა დემონსტაცია გამართეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში. ეგეთი ხალხი ყველგან არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ივლისი 2021, 12:43

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:28

COVID19

რომელი ვაქცინით შეიძლება ორსულების აცრა

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:24

პოლიტიკა

პაატა იმნაძე: საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა - ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს. მისივე თქმით, საქართველოში 12 წლის ბავშვი უკვე აიცრა - მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა.

მაიკ პომპეო

27 ივლისი 2021, 12:20

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ამერიკაში კონსერვატიზმი უნდა აღდგეს - ქვეყანაში არსებული ჭრილობების მოშუშების ერთადერთი გზა ღმერთის ინდივიდთან ურთიერთობის გააზრებაა

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიისთვის“ საუკეთესო გზა ღმერთის რწმენაზე ორიენტირება უნდა იყოს.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:16

COVID19

პაატა იმნაძე: ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში

ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი: შეზღუდვა არ დასჭირდებათ. შეზღუდვა იქნება ის, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“

„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% თბილისზე მოდის

დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% მოდის თბილისზე, 11% აჭარაზე, 9% იმერეთში დანარჩენ რეგიონებში კი 1-დან 4%-მდე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ივლისი 2021, 11:57

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გახდა რკინა-ბეტონის ხიდის მარცხენა ბურჯის დაზიანება.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ღია სივრცეში თუ 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე

პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, რეკომენდებულია ღია სივრცეში. იქ, სადაც იკრიბებით, 5-ზე მეტი ადამიანი ღია სივრცეში, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თავშეყრის ადგილებზე იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ აცრაზე

„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.