ირაკლი ქარსელაძე: 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 საგზაო პროექტი, საიდანაც 120 დასრულდა

ირაკლი ქარსელაძე
ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები მიმდინარეობდა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, სადაც, 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული TBM-ის დანადგარით გრძელდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი იქნება კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ 10 სოფელს უკავშირდება. პროექტი შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს. პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში.
რაც შეეხება კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქარსელაძის განცხადებით, 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ამ მიმართულებით.
2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდა. მიმდინარეობს სამუშაოები 2 ლოტზე, სადაც სამუშაოების 40%-მდე შესრულებულია და შედეგად, მომდევნო წელს სამუშაოები დასრულდება 31 კმ-ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით. ასევე, 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება. შესაბამისად, კახეთის მაგისტრალის 52 კმ-იან ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება.
ასევე, კახეთის მიმართულებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტი. უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90%, 12კმ-ზე მოწყობილია საფარი, სამუშაოები გრძელდება და 2024 წელს დასრულდება. დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ომალოს მიმართულებით, რომელიც დაყოფილია 8 მონაკვეთად. სამუშაოები მიმდინარეობს პირველ 5 მონაკვეთზე, დარჩენილ 3 მონაკვეთზე კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
2022 წელს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი 4 ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ეგრეთ წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა.
,,მიუხედავად გამოწვევებისა, პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდა და 2024 წელს გათვალისწინებული გვაქვს თბილისი-რუსთავის 17კმ-იანი გზის დასრულება, კერძოდ, როგორც იცით, გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთი უკვე გახსნილია და დაიწყება ფონიჭალის 3.5 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი.
საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი. საერთო ჯამში, 2022 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა 16.5 კმ-ზე.
მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 105%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 955 მილიონი შეადგინა. 109%-ით არის შესრულებული დეპარტამენტის მიმდინარე წლის სამი კვარტლის ბიუჯეტიც, რომელიც შეადგენს 1,497 ლარს.
ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2023, 17:35
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: მაქვს იმედი, რომ საზოგადოება მალე იზეიმებს სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას
მისივე თქმით, ზოგადად ევროპა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშეა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

08 დეკემბერი 2023, 17:34
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 17:18
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

08 დეკემბერი 2023, 17:10
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: 9 დეკემბრის აქცია ხელისუფლებასთან პაექრობაა, სტატუსის თემაში რომ მთლად ხელმოცარულები არ დარჩნენ
თბილისში დაგეგმილ „ევროკავშირის მარშში“ საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის მართებულობას და ზოგადად ამ მსვლელობის საკითხს შეეხო სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აცხადებს, 9 დეკემბრის აქცია სტატუსის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხელმოცარულების გამოჩენის მცდელობაა.

08 დეკემბერი 2023, 17:07
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას მოემზადებინა პლატფორმა და შემდეგ შეექმნა პარტია, თითქოსდა მისი პათოსი განსხვავებულია, ერთი ერთში იმეორებს კეზერაშვილისგან დაფინანსებული „ნაცმოძრაობის“ პოზიციას
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი დაეყენებინა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოშორებით და შემდეგ შეექმნა პარტია, თითქოსდა მისი პათოსი განსხვავებულია - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

08 დეკემბერი 2023, 16:55
მსოფლიო
Politico: ევა კაილი ცდილობდა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაეყვანა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ცდილობდა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაეყვანა. ამის შესახებ წერს გამოცემა Politico, რომელმაც „კატარგეითის“ საქმის მასალებზე მოიპოვა წვდომა.

08 დეკემბერი 2023, 16:53
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს
ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს. საერთო მხარდაჭერა კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქართული დელეგაციების ვიზიტისას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

08 დეკემბერი 2023, 16:46
საზოგადოება
ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

08 დეკემბერი 2023, 16:33
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, ოპოზიციონერი დეპუტატები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები.

08 დეკემბერი 2023, 16:31
თავდაცვა
წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გახსნეს.

08 დეკემბერი 2023, 16:23
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი.

08 დეკემბერი 2023, 16:20
საზოგადოება
ჯივიპი თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 722 მეტრი სიგრძის მოძველებული, კოროზირებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. პროექტში ჯივიპი 400 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

08 დეკემბერი 2023, 16:18
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 58 996 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1,5 კილო თამბაქო აღმოაჩინეს.

08 დეკემბერი 2023, 16:15
მსოფლიო
თეთრი სახლი: 2024 წლის ბოლომდე რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს
2024 წლის ბოლომდე რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, ჯონათან ფაინერმა განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 16:06
საზოგადოება
გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 16:05
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება
„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

08 დეკემბერი 2023, 16:01
საზოგადოება
კატასტროფების რისკის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

08 დეკემბერი 2023, 15:57
რეგიონი
გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება
ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა. ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.

08 დეკემბერი 2023, 15:51
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პარტიის არაფორმალური მმართველები ვინ არიან; ერთი ქართული ჯარის გამფცქვნელია და მეორე - ორი გვამის მომთხოვნი
„ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი მძიმე წარსულით, პრაქტიკულად ის არის ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის წინსვლისათვის, როგორც ველოსიპედში ჯოხი, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 15:34
მსოფლიო
რუსული მედია: ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის თანხმობა გასცა. როგორც Tass-ი წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლში გამართული ცერემონიის მონაწილეებმა განუცხადეს.