2022 წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაზე, რის შედეგადაც 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგებით

ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან ამ მიმართულებით სამუშაოები ქვეყნის 200-ზე მეტ მდებარეობაზე მიმდინარეობდა. ამავე წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაზე, რის შედეგადაც, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით, აქედან, 40 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24 საათიან ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებისათვის პროექტები 2023 წელსაც აქტიურად გრძელდება. მიმდინარე პროექტებიდან სამუშაოები დასრულდება სულ ცოტა 60 მდებარეობაში, რომლის შედეგადაც 150 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 60,000 ადამიანს აქამდე არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე.
მისი თქმით, როდესაც 2023 წელს დასასრულებელ პროექტებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ რეგიონებში: გურია - 10 სოფელი; იმერეთი - დაბა ხარაგაული და 2 სოფელი; კახეთი - ქალაქი თელავი და დედოფლისწყარო და 35 სოფელი; მცხეთა-მთიანეთი - 3 სოფელი; სამეგრელო - ქალაქი ჯვარი; სამცხე-ჯავახეთი - დაბა ასპინძა და 3 სოფელი; ქვემო ქართლი - ქალაქი თეთრიწყარო და 4 სოფელი; შიდა ქართლი - დაბა მანგლისი. საიდანაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა შემდეგ მდებარეობებში: გურია - 2 სოფელი; იმერეთი - დაბა ხარაგაული და 2 სოფელი; კახეთი - ქალაქი თელავი და დედოფლისწყარო და 20 სოფელი; სამცხე-ჯავახეთი - დაბა ასპინძა და 3 სოფელი.
ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები 172 მდებარეობაში, საიდანაც 20 არის ქალაქი. ეს სამუშაოები მიმდინარეობს იმ გეგმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლისთვის, მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით.
ქარსელაძის განცხადებით, საკურორტო ზონების სამომავლო განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში მოსახლეობა უზრუნველყოფილია 24 საათიანი წყალმომარაგებით, კვლავაც მიმდინარეობს და დაპროცესებულია პროექტები ტურისტული ნაკადების ზრდის შესაბამისად. ბაკურიანში ამ ეტაპისთვის დაპროცესებულია 145 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები. ხოლო გუდაურში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა წყალარინების ქსელის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოები. ეს სამუშაოები მიმდინარეობს სწორედ იმ გეგმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის, მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით.
,,უნდა აღინიშნოს რომ, ქვეყანაში ბევრი მდებარეობა ჯერ კიდევ წყალმომარაგებისა და წყალარინების გარეშეა. გაწეული დიდი სამუშაოს და განხორციელებული პროექტების მიუხედავად, ეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. პროექტების მიმდინარეობისას არის მათი შესრულების გაჭიანურების შემთხვევები. ზოგ შემთხვევაში კი, როდესაც უპასუხისმგებლო კონტრაქტორის გამო, პირგასამტეხლოს გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი ხდება პროექტის პროგრესის მიღწევა, იძულებული ვართ მივმართოთ უკიდურეს ფორმას და შევწყვიტოთ ხელშეკრულებები. თუმცა, პარალელურად ვაცხადებთ ახალ ტენდერებს და ყველაფერს ვაკეთებთ პროექტების დროულად დასრულებისთვის. ასეთი შემთხვევების გამო არა მხოლოდ ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება ფერხდება, როგორიცაა წყალმომარაგება და წყალარინებაა, არამედ, მიტოვებული სამუშაოები, დიდ დისკომფორტს და გარკვეული სახის გამოწვევებს უქმნის მოსახლეობას, მაგალითად გადათხრილი ქუჩები, ტრანშეები, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდით. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ დისკომფორტის შემსუბუქებას და დაწყებული აუცილებელი სამართლებრივი პროცესის პარალელურად, პროექტების დროულად განვითარებას“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგების კომპანიისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მზარდია და 34 მილიონი ლარიდან 2023 წელს საპროგნოზოდ 520 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2022 წელს სახელმწიფოს მიერ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გამოყოფილი ფინანსური რესურსის ოდენობამ 445 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც კომპანიამ 101%-ით შეასრულა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2023, 18:56
პოლიტიკა
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:25
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: დღეს უკვე ნათელია, დეოლიგარქიზაციის კანონს რატომ დაუპირისპირდა რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, რომლის აქტიური წევრიც არის „ლელო“
დღეს უკვე უკვე ნათელია, დეოლიგარქიზაციის კანონს რატომ დაუპირისპირდა რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, რომლის აქტიური წევრიც არის „ლელო“ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 18:24
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის თავდაცვითი სტრატეგია უკრაინას უნდა მოიცავდეს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს უკრაინის სამხედრო საჭიროებები თავდაცვის ინდუსტრიის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრისას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:20
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი არის იმ ადამიანების სიაში, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და რომლებმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს თავისი ქვეყნის პროგრესისთვის
„რა სია და რა Politico-ს სტატია სჭირდება, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეებს ჯანდაცვა დაუბრუნდათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, თუმცა დღეს ქვეყანას აქვს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის, საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა Politico-ს სტატიამ უნდა შეცვალოს ეს ისტორია?!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

30 ნოემბერი 2023, 18:15
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: აზიის განვითარების ბანკთან ერთად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე
აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ჩვენ ამჟამად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის, არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და ბევრი სხვა პროექტები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას.

30 ნოემბერი 2023, 18:13
მსოფლიო
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევაზე: არ უნდა გვეშინოდეს დიალოგის
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:11
თავდაცვა
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
„თავდაცვის კოდექსს“ დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

30 ნოემბერი 2023, 18:05
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ეუთოს მინისტერიალზე ჩადიან ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი. რა თქმა უნდა, საქართველოც არის იქ, სადაც საერთაშორისო პარტნიორები არიან
ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი ტარდება მაკედონიაში - ეუთო არის ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე და მას უშუალო წვლილი შეაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში, რაც საქართველოსთვის ასე ფასეულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 18:05
ეკონომიკა
რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა - ლევან დავითაშვილის განმარტება
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

30 ნოემბერი 2023, 18:03
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს
საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 18:01
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციოთ
მინისტრთა კონფერენცია ასეთი ფორმატით და ასეთი მასშტაბით პირველად გაიმართა პანდემიის შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პანდემიის შემდეგ გამოწვევები რეგიონში არ დასრულებულა, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვიმყოფებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა„ქრონიკაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას.

30 ნოემბერი 2023, 17:59
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება.

30 ნოემბერი 2023, 17:56
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 17:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

30 ნოემბერი 2023, 17:43
მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ
რუსეთი არა მხოლოდ გაეროს ქარტიას არღვევს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას, ასევე ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებს უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალ ტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:41
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ
საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ , - სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:35
პოლიტიკა
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
ცესკოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა.

30 ნოემბერი 2023, 17:32
პოლიტიკა
რასა ოსტრაისკაიტე: უკრაინაში აგრესიული შეჭრით რუსეთმა დაარღვია ის ძირეული პრინციპები, რომელზეც ევროპული უსაფრთხოებაა აგებული
უკრაინაში, რუსეთის სასტიკი ომის ფონზე ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს წვლილს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთზე სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ ეუთოში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა, რასა ოსტრაისკაიტემ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:17
პოლიტიკა
პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

30 ნოემბერი 2023, 17:16
რეგიონი
გორმა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.