imedi /  12 ოქტომბერი 2017, 20:30 / სანდო წყარო

Lufthansa-მ გაკოტრებული Air Berlin-ის აქტივები შეიძინა

გერმანულმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Lufthansa თავისი გაკოტრებული კონკურენტის Air Berlin-ის აქტივების დიდი ნაწილი შეიძინა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. 

მანამდე Lufthansa-ს გენერალურმა დირექტორმა კარსტენ შპორმა განაცხადა, რომ კომპანია 81 თვითმფრინავის შეძენას და Air Berlin-ის 3000 თანამშრომლის სამსახურში აყვანას გეგმავს. ამისთვის კი ნახევარი მილიონი ევრო გამოიყოფა. შპორი იმედოვნებს, რომ ამ შეთანხმებას ევროკავშირი მხარს დაუჭერს.

ავიაკომპანია Air Berlin-მა გაკოტრების შესახებ აგვისტოში განაცხადა. Air Berlin-ი მგზავრების გადაყვანის მოცულობით, გერმანიის კომპანიებს შორის მეორე, ხოლო ევროპულ კომპანიებს შორის - მეშვიდე ადგილზეა. ის ფრენებს 150 მიმართულებით ასრულებს. კომპანიას ყოველ წელს, დაახლოებით 30 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.

არქივი

17 ივლისი 2018, 00:56

მსოფლიო

ფილიპინების პრეზიდენტმა ღმერთის „სულელად“ მოხსენიებისთვის ბოდიში მოიხადა

მან სატელევიზიო გადაცემის დროს ადამი, ევა და ბიბლია დამცინავად მოიხსენია. დუტეტე აცხადებდა, რომ თუ მას ღმერთის არსებობას დაუმტკიცებენ დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგებოდა. ფილიპინებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი კათოლიკე ქრისტიანია.

17 ივლისი 2018, 00:47

ეკონომიკა

ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა

ინტერნეტის სისწრაფის გამოსათვლელად აღებულია 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდი, ამასთან, Cable-მ 160 მილიონზე მეტი ფართოზოლოვანი კავშირის მომხმარებლის ინფორმაცია შეადარა ერთმანეთს. საქართველო 2017 წელს 70-ე ადგილზე იყო, 2018 წლის მონაცემებით კი 77-ე ადგილზე გადავიდა.

17 ივლისი 2018, 00:26

საქართველო

თუშეთისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსთან დაკავშირებით შეღავათს ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 70 სოფელი სარგებლობს. ეს სტატუსი მინიჭებული აქვს თუშეთის 52 სოფელს, პანკისის ხეობის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 15-მდე სოფელს და ილტოს ხეობის 3 სოფელს.

17 ივლისი 2018, 00:25

ტექნოლოგიები

Apple-მა iOS 12-ში 70 ახალი emoji დაამატა

კომპანიას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად როდიდან იქნება ახალი emoji ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, თუმცა სიახლე სავარაუდოდ სექტემბერში, iOS 12-ის ფინალური ვერსიის გამოსვლისთანავე გახდება ხელმისაწვდომი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ Apple-მა შშმ პირებისთვის 13 ახალი emoji შექმნა.

17 ივლისი 2018, 00:09

საქართველო

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიების გაერთიანებაზე რეგულაციებია შემოსაღები

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიების გაერთიანების შესახებ რეგულაციებია შემოსაღები. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. საუბარია 10 ოპოზიციური პარტიის მიერ ერთობის დაფუძნებაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატით მიიღებს მონაწილეობას.

17 ივლისი 2018, 00:00

საქართველო

ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს ტყიბულის ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეების გამო სამძიმარს უცხადებს. ფაშინიანმა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

16 ივლისი 2018, 23:57

მსოფლიო

მაკრონმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ელისეს სასახლეში უმასპინძლა

საფრანგეთის ეროვნული გუნდის წევრები მან მეუღლესთან ერთად ქვეყანაში დაბრუნებისთანავე მიიღო. ემანუელ მაკრონმა მუნდიალის გამრჯვებულებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. სამშობლოში დაბრუნებისას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ხორვატ სპორტსმენებსაც.

16 ივლისი 2018, 23:39

მსოფლიო

ვაშინგტონში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მარია ბუტინა 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება აშშ-ში აგენტური ქსელის შემუშავება და ისეთ ორგანიზაციებში შეღწევა, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ-ის პოლიტიკაზე.

16 ივლისი 2018, 23:37

მსოფლიო

ჯონ მაკკეინი: ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო

სენატორმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ადამიანის უფლებებს უპირველეს ამოცანად უნდა აყენებდეს. 16 ივლისს ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

16 ივლისი 2018, 23:28

საქართველო

Myvideo.ge-მ ვებგვერდიდან საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი და მეორე არხები გათიშა

მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირების შეზღუდვის გამო, Myvideo.ge-მ თავისი ვებგვერდიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხები გათიშა. ამის შესახებ განცხადება Myvideo.ge-მ განცხადება გაავრცელა.

16 ივლისი 2018, 23:23

მსოფლიო

შვედეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ხანძარი ტყის რამდენიმე მონაკვეთზეა გავრცელებულისამაშაველო სამუშაოებში ვერტმფრენები არიან ჩართულები. ყველაზე ძლიერი ხანძრის კერა სტოკჰოლმიდან 330 კილომეტრშია. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან.

16 ივლისი 2018, 23:20

ძალოვნები

ბათუმში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის # 4-ში მეზობლებმა გარდაცვლილი შუახნის კაცი იპოვეს და პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მეზობლებმა გარდაცვალების მიზეზი არ იციან. გამოძიება დაწყებულია.

16 ივლისი 2018, 23:07

საქართველო

სერგეენკო არასამთავრობოებს: ულტიმატუმებს ვერ მივიღებთ

დავით სერგეენკოს განცხადებით, მინდელის შახტში მომხდარის გამოსაძიებლად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელი არ არის. მინისტრმა ასევე თქვა, რომ არასამთავრობოებისგან ულტიმატუმებს ხელისუფლება არ მიიღებს.

16 ივლისი 2018, 22:55

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ ილაპარაკა

„გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი იყო. „რეალის“ დატოვების გამო გული არ დამწყვეტია. იქ შესანიშნავი 9 წელი გავატარე, მაგრამ ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება. მადრიდული კლუბის მადლობელი ვარ. „იუვენტუსი“ ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო კლუბია“, - განმარტა კრიშტიანუ რონალდუმ.

16 ივლისი 2018, 22:53

მსოფლიო

ბრიტანელი მყვინთავი ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს

ბრიტანელი მყვინთავი ვერნ ანსუორტი, რომელიც ტაილანდის გამოქვაბულიდან ბიჭების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს. საქმე ეხება მასკის განცხადებას, რომელშიც მყვინთავს "პედოფილი" უწოდა.

16 ივლისი 2018, 22:38

ეკონომიკა

კომპანიები ბათუმის ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვას ითხოვენ

ბათუმის ე.წ. ზონალური საბჭო (ბათუმის მერიასთან არსებული სათათბირო) იღებს გადაწყვეტილებას თუ ქალაქის რომელ ნაწილში რა ტიპის მშენებლობაზე გასცეს უფლება. 16 ივლის ზონალურ საბჭოს განსახილველად 9 საკითხი ჰქონდა გამოტანილი.

16 ივლისი 2018, 22:18

ეკონომიკა

საქართველო და იტალია ტექნიკურ სფეროში ითანამშრომლებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციასCOTEC - ს შორის სამოქმედო შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

16 ივლისი 2018, 22:09

საქართველო

ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მოძრაობა დროებით იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით.

16 ივლისი 2018, 21:58

კულტურა

ჯორჯ კლუნი წლის ყველაზე მდიდარ მსახიობად დასახელდა

Forbes-ის ინფორმაციით, 57 წლის მსახიობმა 2017 წლის 1 ივნისიდან დღემდე 239 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ მონაცემებით, კლუნი მსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადი ცნობილი ადამიანების სიაში მეორე ადგილზეა.

16 ივლისი 2018, 21:52

ტაბლოიდი

ხორვატმა გულშემატკივარმა BBC-ს ჟურნალისტს ლუდის ქილა ესროლა. ვიდეო

ზაგრების ქუჩებში ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. ხშირია ინციდენტებიც. ხორვატი გულშემატკივარი BBC-ის ჟურნალისტსაც დაესხა თავს. ადგილობრივმა ბრიტანული საზოგადოებრივი მედიასაშუალების წარმომადგენელს ლუდის ქილა ესროლა.