კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ტოპ სპიკერები ეწვევიან

ფოტო: კონკურენციის ეროვნული სააგენტო
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით, 2023 წლის 16-18 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გლობალური კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი - უილიამ ე. კოვაჩიჩი; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD - ტერესა მორეირა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი - ორი შვარცი.
კონფერენციის ფარგლებში იგეგმება 20-მდე ქვეყნის დელეგაციის მიღება და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირის სტუმრობა. სამ დღიანი კონფერენციის ფარგლებში 9 თემატური სესია გაიმართება, სადაც 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დარგის ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებს. ღონისძიებაზე მოწვეულია 300-მდე სტუმარი, მათ შორის - სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სამ დღიანი ღონისძიება - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
ყოველწლიური კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2023, 17:43
მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ
რუსეთი არა მხოლოდ გაეროს ქარტიას არღვევს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას, ასევე ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებს უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალ ტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:41
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ
საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ , - სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:35
პოლიტიკა
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
ცესკოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა.

30 ნოემბერი 2023, 17:32
პოლიტიკა
რასა ოსტრაისკაიტე: უკრაინაში აგრესიული შეჭრით რუსეთმა დაარღვია ის ძირეული პრინციპები, რომელზეც ევროპული უსაფრთხოებაა აგებული
უკრაინაში, რუსეთის სასტიკი ომის ფონზე ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს წვლილს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთზე სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ ეუთოში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა, რასა ოსტრაისკაიტემ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:17
პოლიტიკა
პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

30 ნოემბერი 2023, 17:16
რეგიონი
გორმა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.

30 ნოემბერი 2023, 16:49
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 33-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ის IMO – ის გენერალურ მდივნად 2023 წლის ივლისში ორგანიზაციის საბჭოს 129-ე სესიაზე აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:42
საზოგადოება
ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:37
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
„ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. განიხილეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი და შემდგომი ნაბიჯები“.

30 ნოემბერი 2023, 16:16
საზოგადოება
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:05
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: პროექტი ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ
რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტის - „ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი, კლდიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამწვანების აქციით დაიხურა, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 ნოემბერი 2023, 16:01
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:56
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარმა ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან.

30 ნოემბერი 2023, 15:56
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას ახორციელებს.

30 ნოემბერი 2023, 15:53
სამართალი
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მათივე განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა.

30 ნოემბერი 2023, 15:44
პოლიტიკა
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
მოდით, თბილისი დავიბრუნოთ და ჩემს გარშემო ცენტრი შეიქმნას, მე ეს სასაცილოდ მეჩვენება, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელმა, თამარ ჩარკვიანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 15:20
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: „ლელოს“ შემწეობით, ფაქტობრივად, პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური და არა პოლიტიკური ამბები
„ლელოს“ მოჭარბებული გავლენაა ორ ტელევიზიაზე და ფაქტობრივად, პოლიტიკური ტოქშოუებისა და დისკუსიებისთვის ორი ოპოზიციური ტელევიზია პარალიზებულია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 15:13
საზოგადოება
ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია კრწანისის რაიონის №65 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს შეხვდა.

30 ნოემბერი 2023, 15:12
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას
„კლიმატის ცვლილების შედეგები მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით CAREC-ის რეგიონში აშკარაა, რაც სხვადასხვა კატაკლიზმების გამომწვევი მიზეზია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, CAREC-ის წევრები და პარტნიორები აღიქვამენ იმ საფრთხეებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ჩვენს ხალხსა და პლანეტაზე. მე მჯერა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2023, 15:11
პოლიტიკა
ოთარ შამუგია საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას, აკვაკულტურის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს.