imedi /  16 ნოემბერი 2023, 18:17 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით საქართველო და ევროკავშირი ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი პროექტი და შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ვართ ამ პროექტის განხორციელების კუთხით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დღეს თბილისში ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და ევროკომისარ კადრი სიმსონს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში გამართული პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს პროექტი არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის.

„ეს არის ფლანგმანი პროექტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ, ფიზიკურად დააკავშირებს ევროკავშირთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ის მოგვცემს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ინსტიტუციურად ვიყოთ მზად, გვქონდეს წვდომა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ფიზიკური წვდომის პირობებში, გვქონდეს ურთიერთმიმოცვლა და საქართველოში წარმოებული ენერგიის ექსპორტი მოხდეს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც დღეს პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს განახლებად ენერგიებში მოხდეს ინვესტირება - რადგან საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ დაუკავშირდეს მაღალი მსყიდველობითი უნარის, უფრო პროგნოზირებად, სამართლიან ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარს.

ყველა სიახლე

ევან გერშკოვიჩი
პოლ უილანი

06 დეკემბერი 2023, 10:11

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების მორიგ წინადადებაზე თქვა უარი

რუსეთმა პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე მორიგ წინადადებაზე თქვა უარი. ამის შესახებ სახელმწიფო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეტიუ მილერმა განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 10:08

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

„საუბარი იმ პროგრესს ეხებოდა, რაც საქართველოს აქვს. ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“

06 დეკემბერი 2023, 10:00

მსოფლიო

ჰონდურასში ავარიას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

სამგზავრო ავტობუსი ჯერ მოცურდა, ხიდს დაეჯახა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა. შემთხვევა დედაქალაქიდან დაახლოებით 41 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 09:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზასა და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატოს წევრი

„ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატოს წევრობაზე არის, რაც ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, -აღნიშნა სამხარაძემ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 დეკემბერი 2023, 09:31

LIVE ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქალთა და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე გაერო, ხმამაღლა არ საუბრობენ იმ მრავალრიცხოვან სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც „ჰამასი“ ისრაელელი ქალების მიმართ სჩადის.

ვიქტორ დოლიძე

06 დეკემბერი 2023, 09:05

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ევროპისთვის საქართველოს მზაობა არის ნათელი და მკაფიო, როგორც პოლიტიკურ, ასევე სექტორული და რეფორმების თვალსაზრისით

საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იმავე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 08:44

LIVE ისრაელი

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 61-ე დღეს

ჰან-იუნისი ღაზის სექტორში სიდიდით მეორე ქალაქია და სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის ზრდის პარალელურად, ისრაელი უკიდურესად ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებსაც. სისტემატური რეიდებით, მოწმდება ყველაფერი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 08:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი სურვილია, როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, -აღნიშნა სამხარაძემ.

06 დეკემბერი 2023, 08:24

ტექნოლოგიები

„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

06 დეკემბერი 2023, 08:12

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეები საქართველოში ამინდი გაუარესდება

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან კი მოსალოდნელია თოვა. წვიმიანი ამინდს პროგნოზირებენ თბილისში, სადაც ამინდი 10 გრადუსამდე გათბება. არამდგრადი ამინდები 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

06 დეკემბერი 2023, 08:03

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 დეკემბერი 2023, 00:51

მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან

აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 00:31

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

06 დეკემბერი 2023, 00:28

სპორტი

ბექა გაბისონია კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონია

ქართველი კიკბოქსიორი ბექა გაბისონია ევროპის ჩემპიონია. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქამრისთვის შეხვედრაში მან პოლონელი პაველ სადოუსკი დაამარცხა.

05 დეკემბერი 2023, 23:55

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

05 დეკემბერი 2023, 23:52

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება.

დმიტრო კულება

05 დეკემბერი 2023, 23:32

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინა არ მოელის, რომ მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოელის, რომ მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება.

05 დეკემბერი 2023, 23:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას

„ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი“

ნიკოლოზ სამხარაძე

05 დეკემბერი 2023, 22:32

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება კიდევ მეტი გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის

ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 22:09

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ბიზნესი განვითარების შესაძლებლობას ხედავს

ბიზნესის მხრიდან არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ნდობა არის მაღალი, რაც ავტომატურად ითარგმნება ყველაზე პრაქტიკულ შედეგში, ეს არის ეკონომიკური აქტივობა, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.