20 ნოემბერი 2023, 16:40 / სანდო წყარო

ოთარ შამუგია: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა; არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია

ოთარ შამუგია

ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა.

„პირველ რიგში დავიწყებ ლიცენზიის გაცემის პროცედურით. მინდა განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის მარტში, საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ - „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ”. ამ პროცესს თან სდევდა, რა თქმა უნდა, გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები. აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სხვა საშუალებებით ინფორმაცია გავრცელდა. პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ არსებული კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს ქვეყანაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიცვა ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად; აბსოლუტურად საჯაროდ გამოცხადდა აუქციონი და შესაბამისად გაიცა ლიცენზია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაჭაში ტყე ნამდვილად არ გაყიდულა და რომ არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა არ არის შესაძლებელი.

„მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე, ტყე ნამდვილად არ გაყიდულა; არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა არ არის შესაძლებელი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ დეტალურად ისაუბრა ლიცენზიით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ კომპანიას, რომელზეც ლიცენზია გაიცა, მიეცა უფლებამოსილება, რომ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის დროს განეხორციელებინა არანაკლებ 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია, მოეწყო შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; დასაქმებული ადამიანების 80%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა. ლიცენზიის მფლობელს ხელი არ უნდა შეეშალა მოსახლეობისთვის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს; ასევე, არამერქნული რესურსების მოპოვებისთვის. ლიცენზიაში კონკრეტულად არის გაწერილი, რომ სოციალური ჭრის ნაწილში, სატყეო სააგენტოსთვის ხელი არ შეეშალა საშეშე მერქნის მოპოვებაში. ლიცენზიანტს ჰქონდა ვალდებულება, რომ მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად, შეედგინა მართვის გეგმა, განეხორციელებინა შესაბამისი კვლევები, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურული ნაწილის დაგეგმვის, შემდგომი საქმიანობის განსაზღვრის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და გათვალისწინებული ყოფილიყო მათი ინტერესები.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 17:25

სამართალი

პროკურატურამ შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ტეილორ სვიფტი

06 დეკემბერი 2023, 17:05

კულტურა

Time-მა 2023 წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

06 დეკემბერი 2023, 16:50

ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი

აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით

ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან. მათ ვურჩევდი, რომ ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, ეს იქნება ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქებისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზიარო ევროპული ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით, არ შეიძლება ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად

ვფიქრობ სწორედ ჩვენი საზიარო ევროპული ინტერესი და უპირველეს ყოვლისა ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით და არა კოლექტიური მიდგომებით, -

06 დეკემბერი 2023, 16:42

ეკონომიკა

საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური

რაც შეეხება ევროპულ საბჭოს და საუბარს, თითქოს შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დააკავშიროს უნგრეთის პოზიცია საკუთარ პოზიციასთან საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ იქნება საქართველოს ინსტრუმენტალიზაცია, თუ შიდა დისკუსიების გამო საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება მოხდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია - უნგრეთს ჩვენ მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული წევრის ხმა გადამწყვეტია და მგონი, რომ ჩვენი ოპონენტები ამაში უნდა დარწმუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 16:33

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის თაობაზე

აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების უკუკავშირი.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატო-ს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს, რუსეთს ჩვენი რეგიონები ოკუპირებული აქვს

როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა - საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

„ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ნატოსთან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობა აქვს მიღებული ნატოს მისიებში და თავსებადობა ამით უზრუნველყოფილია. საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველო შესაბამის სტანდარტზეა. ყველა ამ პარამეტრით, საქართველო დიდი ხანია მზადაა, რომ ნატომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

06 დეკემბერი 2023, 16:13

სამართალი

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვინც კონტექსტში დააყენებს კენჭისყრის საკითხს - ან სამივე ქვეყანა ერთ პაკეტში, ან არავინ, ის იქნება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მებრძოლი მხარე

ევროპის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის ერთობლივი პაკეტით განხილვას არ გამორიცხავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, რომ უნგრეთის პოზიციის გამო, რომელმაც შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი, ხოლო საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, განხილოს ერთობლივ პაკეტში.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია“

06 დეკემბერი 2023, 16:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე.

ბორის ჯონსონი

06 დეკემბერი 2023, 15:59

მსოფლიო

გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა

გამოკითხული ბრიტანელების 71% პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საქმიანობას არ ენდობა. ამის შესახებ YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

06 დეკემბერი 2023, 15:46

საზოგადოება

ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიის რეგულირება, მიმდინარე რეფორმები, მედიის მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების პასუხი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვა, მდგრადი მედია ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2023, 15:27

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში

თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და ვლადიმირ პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2023, 15:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ფონდის მხრიდანაც ასეთივე მზაობას ვხედავთ

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ძალიან რომ არ წავიდე დეტალებში, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ პროგრამა აღდგება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.