imedi /  29 ნოემბერი 2023, 13:37 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი: დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ

გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი.

„დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე.

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც. 2023 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი შედარებით შემცირებულია, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებისა და მდგრადი საკრედიტო აქტივობის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-სთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

ეროვნული ბანკი დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობს განაგრძობს. დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ქართული ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რისკების შერბილების მიზნით, სებ-ი გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს. გასულ კომიტეტზე არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა. იმისთვის, რომ სტრუქტურული რისკების შემცირება მომავალშიც შეუქცევადად გაგრძელდეს, სებ-ი, ბანკებთან შეთანხმებით, ლიმიტს ეტაპობრივად გაზრდის არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 28 თებერვალს გაიმართება“, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2024, 00:28

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2024, 00:22

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ის დაიცავს ქრისტიანობას რადიკალი მემარცხენეებისგან, რომლებიც ჯვრების განადგურებას ცდილობენ

„ყველა კომუნისტური რეჟიმი, მთელი ისტორიის განმავლობაში, ცდილობდა ეკლესიების აღმოფხვრას ზუსტად ისე, როგორც ყველა ფაშისტირი რეჟიმი მათ გაკონტროლებას“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

25 თებერვალი 2024, 00:16

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზეც. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

25 თებერვალი 2024, 00:07

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 23:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიას ჩვენგან „ვეტინგი“ არ მოუთხოვია

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები მოქმედებენ შურისძიებისა და პოლიტიკური ზეგავლენის მოდელით. მათ ერთადერთი ჩანაფიქრი აქვთ - ჰქონდეთ პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გია აბაშიძე

24 თებერვალი 2024, 22:48

საზოგადოება

გია აბაშიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მაია ბითაძეს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება - კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ „მცოდნენო"!

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია ბითაძეს, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტია, უარგუმენტოდ ედავებიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 22:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა

„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.