30 ნოემბერი 2023, 11:55 / სანდო წყარო

მასაცუგუ ასაკავა: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისადმი ურყევი რჩება

მასაცუგუ ასაკავა

მასაცუგუ ასაკავა

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისადმი ურყევი რჩება, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მასაცუგუ ასაკავამ ყურადღება გაამახვილა იმ 2 საკითხზე, რომლებიც, მისივე თქმით, გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას.

„აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისადმი ურყევი რჩება. ნება მომეცით გამოვყო ამ შეხვედრისთვის განსაზღვრული დღის წესრიგიდან ორი საკითხი, რაც გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ მუშაობას.

პირველი მათგანია ჩვენი ძალისხმევის აქცენტები და მათი მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, რომლებიც კლიმატის კრიზისის დაძლევისთვის გადამწყვეტია: ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა და დეკარბონიზაცია, კლიმატის ცვლილებებზე გათვლილი აზრიანი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, კატასტროფებისადმი მედეგობა, ინსტიტუციური შესაძლებლობები და კოორდინაცია.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხედვა კლიმატის ცვლილებების შესახებ გააძლიერებს ჩვენს გავლენას ამ სფეროებში. მაგალითად, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებსა და კოორდინაციას შეუძლია გააძლიეროს ჩვენი პროგრამის კოლექტიური ხმა საერთაშორისო კლიმატის ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა გაერთიანებული ერების კონფერენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ.

მეორე მათგანია ფინანსური დანაკლისის ამოვსების მნიშვნელობა. ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს 2030 წლამდე 1 ტრილიონზე მეტი დოლარი დასჭირდებათ წელიწადში ინფრასტრუქტურის სექტორში მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და რეგიონის მრავალმხრივ გამოწვევებზე რეაგირებისთვის.

ყოველივე ეს კი საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს კერძო სექტორიდან კაპიტალის მობილიზებისა და მაღალი ხარისხის ინვესტიციების განხორციელების უნარის გასაზრდელად.

იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რეალური პროგრესის მიღწევას ბანკისთვის შესაფერისი რეგიონული პროექტების მხარდასაჭერის ინიციატივებისთვის, რომლებიც ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაზე, ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და მდგრადობაზე.

ნება მომეცით ჩემო გამოსვლა დავასრულო იმის თქმით, რომ აზიის განვითარების ბანკს მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენთან ერთად ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და დაფინანსებაზე მუშაობაზე ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.

კიდევ ერთხელ გმადლობთ პარტნიორობისთვის!“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

29 თებერვალი 2024, 16:52

პოლიტიკა

შემოსავლების სამსახური: საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

29 თებერვალი 2024, 16:51

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილი დაკავებულია საქმით, რასაც ოპოზიციის პირდაპირი მხარდაჭერა ჰქვია

ეს არ გამოიყურება სერიოზულად. პრეზიდენტი გარკვეული ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ის ერის გამაერთიანებელი უნდა იყოს და სიმბოლურ დატვირთვას ატარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძ

29 თებერვალი 2024, 16:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოლ პოგბა

29 თებერვალი 2024, 16:49

სპორტი

Eurosport: პოლ პოგბა 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა 4-წლიანი დოპინგის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს. Eurosport-ის ცნობით, პოგბა ფეხბურთს 2028 წლამდე ვერ დაუბრუნდება, როდესაც ის თითქმის 35 წლის იქნება.

ლევან დავითაშვილი

29 თებერვალი 2024, 16:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: Heritage Foundation-ის ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მორიგ ჯერზე დაწინაურდა და მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის - მე-19 ადგილზე. მათ შორის, რეიტინგში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

29 თებერვალი 2024, 16:41

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია ზურაბიშვილი კეთილსინდისიერი იყოს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის თავიდან არიდებისას

თუ ზურაბიშვილს არ ესმის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკის განვითარებისთვის, ანუ მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ჩინეთთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, ის არ მგონია რომ კეთილსინდისიერი იყოს კითხვაზე პასუხის თავიდან არიდებისას, იმიტომ რომ რეალურად ყველას, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც აქვს იმის თაობაზე როგორია მაგალითად საქართველოს პოტენციალი, შუა დერეფნის იდეის განხორციელების პერსპექტივა, რომელსაც, სხვათა შორის, დასავლეთიც უჭერს მხარს, სხვა პოზიცია ექნება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის შეფასებისას.

სალომე ზურაბიშვილი

29 თებერვალი 2024, 16:38

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქსა და ეკლესიაზე: ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის

ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა მართლმადიდებლური ეკლესიის როლს ეხებოდა.

29 თებერვალი 2024, 16:24

რეგიონი

23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გორმა გუნდური გამარჯვება მოიპოვა

23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გორმა გუნდური გამარჯვება მოიპოვა. გორელმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

29 თებერვალი 2024, 16:22

რეგიონი

ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. სწორედ ამიტომ, თქვენი საქმიანობა ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსახლეობისათვის ნატოსა და ევროკავშირზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას“- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე

29 თებერვალი 2024, 16:10

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილს სჭირდება გარკვეული პლაცდარმი, რათა მას ჰქონდეს რაიმე არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად

ინიციატივები, რომელიც მოდის სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რეალურად არის გარკვეული პლაცდარმის შექმნა ზურაბიშვილისთვის, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება მის შეწყალებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა გადასარევად იცის, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარისგან განსხვავებით, მას მოუწევს ადგილობრივი მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემა ამ კითხვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

29 თებერვალი 2024, 16:09

საზოგადოება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო.

შალვა პაპუაშვილი

29 თებერვალი 2024, 15:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი

უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი

29 თებერვალი 2024, 15:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას

„მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს. ახლახან, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“

შალვა პაპუაშვილი

29 თებერვალი 2024, 15:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს

„დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - წერს პაპუაშვილი.

29 თებერვალი 2024, 15:13

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი თემატური მოკვლევის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი პროფესიული განათლების შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დიმიტრი ხუნდაძე

29 თებერვალი 2024, 15:11

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის საპყრობილიდან დახსნა, LGBT პროპაგანდა, სასამართლო სისტემის „დათრევის“ მცდელობა და აგენტების დაფინანსებით შიდა პოლიტიკის ფორმირება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მტრობით არის განპირობებული

„დათრევის“ მცდელობა, აგენტების დაფინანსებით შიდა პოლიტიკის ფორმირება და საქართველოს მეორად ქვეყნად ქცევა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მტრობით არის განპირობებული და ამის საპასუხოდ ღია პოლიტიკის წარმოება და საზოგადოების ინფორმირებულობა გადაუდებლად აუცილებელია. დეზინფორმაციული კამპანია დესტრუქციული ოპოზიციისა და მათი ლობისტების მხრიდან კიდევ უფრო გამძაფრდება, რომ საზოგადოებას არჩევნებში გამოუსწორებელი შეცდომა დააშვებინონ, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდეს, „ხალხის ძალა“ სიმართლის თქმის პოლიტიკას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე

29 თებერვალი 2024, 15:11

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს რუს ოკუპანტებთან შეტაკებას უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლები ემსხვერპლნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს რუს ოკუპანტებთან შეტაკებას უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლები ემსხვერპლნენ.

29 თებერვალი 2024, 15:07

ჯანდაცვა

ზურაბ აზარაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო

უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებსა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.

29 თებერვალი 2024, 14:55

საზოგადოება

სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად, სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

29 თებერვალი 2024, 14:54

მსოფლიო

ტეხასში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლმა რამდენიმე დასახლებული უბანი და 340 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გაანადგურა. ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა კარსონის ოლქში.