30 ნოემბერი 2023, 18:05 / სანდო წყარო

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა - ლევან დავითაშვილის განმარტება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიის განვითარების კომისიის სხდომაზე, რომელიც უახლოეს ერთ კვირაშია დაგეგმილი, დამტკიცდება დოკუმენტაცია პირობებთან დაკავშირებით და დაეგზავნება პრეტენდენტ კომპანიებს.

„კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დავიწყეთ. მანამდე მნიშვნელოვანი სამუშაოები გვქონდა გატარებული. შერჩეული გვყავს წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები, რომლებიც ამ პროცესში ჩვენს სამინისტროსთან ერთად არიან ჩართულები. პირველ ეტაპზე ჩვენ გვყავდა ოთხი მონაწილე პრეტენდენტი. ფინალურ ეტაპზე გადავიყვანეთ ორი კვალიფიციური პრეტენდენტი კომპანია. ამ ეტაპზე ხდება ბოლო დეტალების დაზუსტება. ინტერესთა გამოხატვა ჩატარდა წარმატებით. ახლა გადავდივართ წინადადებების მიღების ეტაპზე და პირობები შეჯერდა საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად. უახლოეს ხანებში, სადღაც 1 კვირის ფარგლებში, ჩვენ ალბათ გვექნება ანაკლიის განვითარების კომისიის (ეს არის უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია) სხდომა, რომელზეც დამტკიცდება არსებული დოკუმენტაცია და დაეგზავნება პრეტენდენტ კომპანიებს. ამის შემდეგ მათ მიეცემათ გარკვეული ვადა, რომ ჩვენ მივიღოთ კონკრეტული წინადადებები. ეს არის 100-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს - პორტის განვითარების როგორც კომერციულ, ისე ტექნიკურ მხარეს და 2024 წლის გაზაფხულზე უკვე გვექნება საშუალება შევარჩიოთ გამარჯვებული კომპანია. საბოლოოდ გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად მოხდება პროექტის განვითარება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 15:15

სამართალი

როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების, კუდის ყოფილი სპეცრაზმელების პროცესზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

21 თებერვალი 2024, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმოვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ დაუშვილი

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა

ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია

არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

21 თებერვალი 2024, 15:01

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: რობერტა მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ის მართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:58

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა 9 ნაბიჯის განხორციელების პროცესში ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერა აღუთქვა

ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ბუნებრივია, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, - პრემიერი-მინისტრის შეხვედრა რობერტა მეცოლასთან ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეაფასა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 14:57

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად

ჩვენ უბრალოდ მოვაწესრიგეთ საკითხი იმგვარად, რომ ცესკო დაიცალოს პოლიტიკისგან სრულად, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია „ქრონიკასთან“ აცხადებს.

მაია ბითაძე

21 თებერვალი 2024, 14:53

ეკონომიკა

მაია ბითაძე: მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
ჟოზეფ ბორელი

21 თებერვალი 2024, 14:51

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა.

გია ცაგარეიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე: შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით.“

გიორგი ვოლსკი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დე იურე საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, თუმცა დე ფაქტო ის არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის სახე და მათი აქტივისტი.

ლევან ბეჟაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:39

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

„გუშინდელ მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მათივე შეფასებითა და კონკრეტული მაგალითებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მომდინარეობს და ეს საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. თუ არ მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციური პარტიებისა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ხატია დეკანოიძე

21 თებერვალი 2024, 14:37

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

რობინ დანიგანი

21 თებერვალი 2024, 14:36

პოლიტიკა

რობინ დანიგანი: ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია - იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია, იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები

„მკაფიოდ გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს, რომ საქართველო ნამდვილად არის მზად იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გააგრძელოს გზა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გაჟღერებული რამდენიმე გზავნილი“

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ტრაექტორია, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპულია - საქართველო მიდის სწორი გზით

უდავოა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან პოზიტიურია ევროკავშირის განზომილებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

ირაკლი კობახიძე და რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:26

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გურამ მაჭარაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო უკვე თავსებადია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან გაწევრიანების კუთხით

ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ახლა უკვე ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანებისთვის ჩვენ, საქართველოს მხარეს პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა

საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან და ძირითად მოთხოვნებთან, თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის თავსებადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.