imedi /  30 ნოემბერი 2023, 19:09 / სანდო წყარო

გენადი არველაძე: „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება

CAREC-ის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ყველა მონაწილე ქვეყნის სტრატეგიული არჩევანია. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სააგენტოებისა და განვითარების პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, CAREC უფრო დიდ წვლილს შეიტანს რეგიონულ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალის დასკვნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გენადი არველაძის განცხადებით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია გადამწყვეტია მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და მოქნილობის გასაზრდელად. „ამ კონტექსტში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, უფრო მეტად იზრდება,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მომზადდა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც შუა დერეფნის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენი დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია, რაც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, რადგან ის მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის ინტეგრაციასა და გამართულ მუშაობას. მიუხედავად ამისა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს საშუალებას აძლევს, დივერსიფიკაცია გაუწიოს სავაჭრო ნაკადებს და მეტ ბაზრებზე გავიდეს. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა ეყრდნობა სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა დრო, ღირებულება, საიმედოობა, უსაფრთხოება და დაცულობა,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, შუა დერეფანი ერთ-ერთი უმოკლესი და სწრაფი სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის და ოკეანის მარშრუტთან შედარებით, ეს დერეფანი 15-25 დღით ამცირებს ტრანსპორტირების ხანგრძლივობას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამჭოლი ტარიფების დაწესებამ შუა დერეფნის მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და დაცულობა, რაც, მისი თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება. „შუა დერეფანი მოიცავს პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებს, რაც მას ერთ-ერთ პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

„ევროპასა და ჩინეთს შორის საქონლის უმეტესი ნაწილის ტრანსპორტირება საზღვაო გზით ხორციელდება. ამ ტვირთნაკადის თუნდაც მცირე ნაწილის შუა დერეფანში გადატანა მნიშვნელოვან გავლენას მოიტანს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მიერ მიმდინარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის შესაძლებლობებს. „ვიმედოვნებთ, რომ სწორი პოლიტიკით, უფრო ძლიერი კოორდინაციით და შეთანხმებული გადაწყვეტილებებით, შევძლებთ ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას CAREC-ის რეგიონში მდგრადი ზრდის ხელშეწყობის მიზნით,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს დაესწრნენ CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა იყო რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრა.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

24 თებერვალი 2024, 22:48

საზოგადოება

გია აბაშიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მაია ბითაძეს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება - კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ „მცოდნენო"!

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია ბითაძეს, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტია, უარგუმენტოდ ედავებიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 22:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა

„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 თებერვალი 2024, 19:02

მსოფლიო

ჩინეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ერთი საათი ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა

„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში

სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:12

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების დალაგების დროს, ამერიკელებზე კი ჩვენი უსაფრთხოება დგას

ჩინეთი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებს არ აღიარებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2024, 18:03

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო არის შუა დერეფანი, ამ შუა დერეფანზე საუბრობს ჩინეთი და ამერიკა

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.