imedi /  04 დეკემბერი 2023, 17:26 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 %-ია.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია სხვა ქვეყნის ეკონომიკების აქტიურობა და ზრდა, საქართველო ამ თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. მისი განცხადებით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მაღალი საინვესტიციო აქტივობით, ასევე ეკონომიკური აქტივობით საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებში.

„ვფიქრობ, ეს მონაცემები წინდახედული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე მესამე კვარტლის შედეგები ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, რომლის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა და პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, 143.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.3%-ით, რაც 54 მილიარდ ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა. როგორც ის აღნიშნავს, ეს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილებია. შედეგად, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რიცხვი 34.6 ათასით გაიზარდა და 757.9 ათასი შეადგინა, რაც, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, მისი განცხადებით, შრომის ანაზღაურება თვიურ ჭრილში 17.1 %-ით და 293 ლარით გაიზარდა, შესაბამისად, პირველად ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი 2000 ლარს გადასცდა. ინფლაციის დონემ ნოემბრის თვეში 0.1 % შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 0.2 % პუნქტით შემცირდა.

„აპრილის თვიდან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს ფართო რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი, მშრალი რიცხვები გადავიდა რეალურ ცხოვრებაში, წინა თვესთან შედარებით სურსათის ფასების კლება დაფიქსირდა, ასევე წლიურ ჭრილშიც. შესაბამისად, ეს ტენდენცია როგორც სურსათზე, ისე მედიკამენტებზე წლის განმავლობაში შენარჩუნებულია. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს ეკონომიკური პროგრესის და ნორმალური, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული შედეგები. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია ინარჩუნებს სამიზნეზე ქვემოთ დონეს, შესაბამისად ბევრ საშუალებას, რომ უფრო თამამი მაკრო-ეკონომიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეკონომიკურ ზრდას მეტად შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველ კვარტალში ფიქსირდება სტაბილური გაუმჯობესება, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორში და ეს ცალსახად არის დაკავშირებული კერძო სექტორის მხრიდან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობასთან. მისი შეფასებით, ეს ასევე პირდაპირ კავშირშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანას აქვს ზოგადად და სტაბილურობის კუთხით.

„ეს ყველაფერი იწვევს ბიზნეს სექტორის მხრიდან ნდობას და შესაბამისად გააქტიურებას, აქტიურობა უკვე რიცხვებში აისახება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს მომავალში“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2024, 00:07

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 23:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიას ჩვენგან „ვეტინგი“ არ მოუთხოვია

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები მოქმედებენ შურისძიებისა და პოლიტიკური ზეგავლენის მოდელით. მათ ერთადერთი ჩანაფიქრი აქვთ - ჰქონდეთ პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გია აბაშიძე

24 თებერვალი 2024, 22:48

საზოგადოება

გია აბაშიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მაია ბითაძეს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება - კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ „მცოდნენო"!

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია ბითაძეს, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტია, უარგუმენტოდ ედავებიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 22:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა

„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 თებერვალი 2024, 19:02

მსოფლიო

ჩინეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ერთი საათი ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა

„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში

სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.